ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010 პლეი-ოფის ეტაპი
პლეი-ოფი
რედაქტირებამერვედფინალი | მეოთხედფინალი | ნახევარფინალი | ფინალი | |||||||||||
26 ივნისი – პორტ-ელისაბედი | ||||||||||||||
ურუგვაი | 2 | |||||||||||||
2 ივლისი – იოჰანესბურგი | ||||||||||||||
სამხრეთი კორეა | 1 | |||||||||||||
ურუგვაი (პენ.) | 1 (4) | |||||||||||||
26 ივნისი – რუსტენბურგი | ||||||||||||||
განა | 1 (2) | |||||||||||||
აშშ | 1 | |||||||||||||
6 ივლისი – კეიპტაუნი | ||||||||||||||
განა (დ.დ.) | 2 | |||||||||||||
ურუგვაი | 2 | |||||||||||||
28 ივნისი – დურბანი | ||||||||||||||
ნიდერლანდები | 3 | |||||||||||||
ნიდერლანდები | 2 | |||||||||||||
2 ივლისი – პორტ-ელისაბედი | ||||||||||||||
სლოვაკეთი | 1 | |||||||||||||
ნიდერლანდები | 2 | |||||||||||||
28 ივნისი – იოჰანესბურგი | ||||||||||||||
ბრაზილია | 1 | |||||||||||||
ბრაზილია | 3 | |||||||||||||
11 ივლისი – იოჰანესბურგი | ||||||||||||||
ჩილე | 0 | |||||||||||||
ნიდერლანდები | 0 | |||||||||||||
27 ივნისი – იოჰანესბურგი | ||||||||||||||
ესპანეთი (დ.დ.) | 1 | |||||||||||||
არგენტინა | 3 | |||||||||||||
3 ივლისი – კეიპტაუნი | ||||||||||||||
მექსიკა | 1 | |||||||||||||
არგენტინა | 0 | |||||||||||||
27 ივნისი – ბლუმფონტეინი | ||||||||||||||
გერმანია | 4 | |||||||||||||
გერმანია | 4 | |||||||||||||
7 ივლისი – დურბანი | ||||||||||||||
ინგლისი | 1 | |||||||||||||
გერმანია | 0 | |||||||||||||
29 ივნისი – პრეტორია | ||||||||||||||
ესპანეთი | 1 | მატჩი მესამე ადგილისთვის | ||||||||||||
პარაგვაი (პენ.) | 0 (5) | |||||||||||||
3 ივლისი – იოჰანესბურგი | 10 ივლისი – პორტ-ელისაბედი | |||||||||||||
იაპონია | 0 (3) | |||||||||||||
პარაგვაი | 0 | ურუგვაი | 2 | |||||||||||
29 ივნისი – კეიპტაუნი | ||||||||||||||
ესპანეთი | 1 | გერმანია | 3 | |||||||||||
ესპანეთი | 1 | |||||||||||||
პორტუგალია | 0 | |||||||||||||
მერვედფინალები
რედაქტირებაურუგვაი vs სამხრეთ კორეა
რედაქტირებაანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნა სუარესმა დიეგო ფორლანის პასით. ამის შემდეგ ურუგვაიმ დაცვით ტაქტიკას მიმართა, რის გამოც კორეელებს რამდენიმე შანსი მიეცათ. მათ ეს მოახერხეს 68-ე წუთზე, როცა საჯარიმო დარტყმის შემდეგ ჩაწოდებას ლი ჩუნგ-იანგმა თავური დარტყმით უპასუხა. კორეელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მატჩის მიწურულს საკუთარ კარში მიიღეს გოლი. სუარესის მეორე გოლი ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გოლად აღიარეს.[1] კორეას ბოლო წუთებში კვლავ შეეძლო გატანა. ურუგვაი პირველად გავიდა მეოთხედფინალში 1970 წლის შემდეგ.
26 ივნისი 2010 16:00 |
ურუგვაი | 2–1 | სამხრეთი კორეა | ნელსონ მანდელა ბეი, პორტ ელიზაბეთი მაყურებელი: 30 597 მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია) |
---|---|---|---|---|
სუარესი 8', 80' | ანგარიში | ლი ჩუნგ-იონგი 68' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
აშშ vs განა
რედაქტირებამატჩს 19 მილიონი ამერიკელი უყურებდა, რაც ამერიკის ფეხბურთის სატელევიზიო ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.[2] განა მეხუთე წუთზე დაწინაურდა კევინ-პრინც ბოატენგის გოლით. მისი გოლი რიკარდო კლრაკის შეცდომას მოჰყვა. მეორე ტაიმში ჯონათან მენსამ კლინტ დემპსი საჯარიმოში წააქცია, ანდონ დონოვანმა კი პენალტით გაათანაბრა. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. განამ მატჩი დამატებით დროში მოიგო. გამარჯვების გოლი ასამოა გიანმა გაიტანა.[3]
26 ივნისი 2010 20:30 |
აშშ | 1–2 (დ.დ.) |
განა | როიალ ბაფოკენგი, რუსტენბურგი მაყურებელი: 34 976 მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი) |
---|---|---|---|---|
დონოვანი 62' (პენ.) | ანგარიში | ბოატენგი 5' გიანი 93' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
გერმანია vs ინგლისი
რედაქტირებაგერმანია დაწინაურდა მე-20 წუთზე, როცა კლოზე გაეპარა ინგლისის ცენტრალურ მცველებს, ტერისა და აპსონს, მიიღო მანუელ ნოიერის დარტყმულ ბურთი და გახსნა ანგარიში. 12 წუთში ლუკას პოდოლსკიმ გაზარდა გერმანიის უპირატესობა, მაგრამ ინგლისმა 37-ე წუთზე პირველ გოლში დამნაშავე აპსონმა შეამცირა სხვაობა, მან თავური დარტყმით უპასუხა ჯერარდის ჩაწოდეს. მატჩის მთავარი სადავო მომენტი ამის შემდეგ დადგა. ფრენკ ლემპარდის დარტყმული მოხვდა ხარიხას და შემდეგ დაეცა მინდორზე კარის შიგნით, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. ამ გოლით ინგლისს შეეძლო ანგარიში პირველ ტაიმშივე გაეთანაბრებინა. მეორე ტაიმში თომას მიულერმა კონტრშეტევებისას შვაინშტაიგერისა და ოზილის პასებით ორი უპასუხო გოლი გაუტანა ინგლისს და გერმანიამ მოიგო 4-1. ლემპარდის ჩაუთვლელი გოლი გახდა მიზეზი ფეხბურთში ვიდეოტექნოლოგიების გამოყენების შესახებ დისკუსიის განახლებისა. გოლის დაფიქსირების ტექნოლოგია საბოლოოდ 2012 წლიდან იქნა დაშვებული.
27 ივნისი 2010 16:00 |
გერმანია | 4–1 | ინგლისი | ფრი-სტეიტი, ბლუმფონტეინი მაყურებელი: 40 510 მსაჯი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი) |
---|---|---|---|---|
კლოზე 20' პოდოლსკი 32' მიულერი 67', 70' |
ანგარიში | აპსონი 37' |
|
|
საუკეთესო ფეხბურთელი:
თანამსაჯები:
|
არგენტინა vs მექსიკა
რედაქტირებამატჩი გამოირჩეოდა მსაჯის მიერ დაშვებული ხშირი შეცდომებით. არგენტინის პირველი გოლიც მსაჯის შეცდომის გამო ჩაითვალა. კარლოს ტევესმა 26-ე წუთზე ლიონელ მესის პასით გახსნა ანგარიში, მაგრამ ვიდეო-გამეორებებმა აჩვენა, რომ ტევესი თამაშგარეში იმყოფებოდა. მოგვიანებით ტევესმა დაადასტურა, რომ თამაშგარედან გაიტანა. მეორე გოლი რიკარდო ოსორიოს შეცდომის გამო გავიდა. მისი ცუდი პასი იგუაინმა ჩაჭრა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმში ტევესმა კვლავ გაიტანა, ამჯერად შორეული დარტყმიდან. მატჩის 71-ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა ერთი გოლი გაიტანა და მატჩი 3-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ გადადგა მექსიკის მწვრთნელი ხავიერ აგირე, რომელმაც ვერ მიაღწია დასახულ მიზანს — მეოთხედფინალში მონაწილეობას. ეს ზედიზედ მეორე მუნდიალი იყო, როცა არგენტინა და მექსიკა მერვედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და არგენტინამ გაიმარჯვა.
27 ივნისი 2010 20:30 |
არგენტინა | 3–1 | მექსიკა | სოკერ სიტი, იოჰანესბურგი მაყურებელი: 84 377 მსაჯი: რობერტო როსეტი (იტალია) |
---|---|---|---|---|
ტევესი 26', 52' იგუაინი 33' |
ანგარიში | ერნანდესი 71' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
ბრაზილია vs ჩილე
რედაქტირებაბრაზილიამ პირველი გოლი გაიტანა კუთხურის შემდეგ. მაიკონის ჩაწოდებას ჟუანმა უპასუხა თავური დარტყმით. 5 წუთში ბრაზილიამ გაზარდა ანგარიშში სხვაობა. მესამე და საბოლოო გოლი ბრაზილიელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს.
28 ივნისი 2010 20:30 |
ბრაზილია | 3–0 | ჩილე | ელის პარკი, იოჰანესბურგი მაყურებელი: 54 096 მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი) |
---|---|---|---|---|
ჟუანი 35' ლუიშ ფაბიანო 38' რობინიო 59' |
ანგარიში |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
პარაგვაი vs იაპონია
რედაქტირებაორივე გუნდი მიმართავდა დაცვით ტაქტიკას. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა თითო სახიფათო მომენტი შექმნა. მეორე ტაიმიც იმავე სცენარით წარიმართა. პენალტების სერიაში პარაგვაიმ გაიტანა ყველა პენალტი, ხოლო იაპონელებმა ვერ გაიტანეს ერთი, საერთო ჯამში პარაგვაიმ გაიმარჯვა 5-3 და ისტორიაში პირველად მიაღწია მეოთხედფინალურ ეტაპს მუნდიალზე.
29 ივნისი 2010 16:00 |
პარაგვაი | 0–0 (დ.დ.) |
იაპონია | ლოტუს ვერსფელდი, პრეტორია მაყურებელი: 36 742 მსაჯი: ფრანკ დე ბლეკერე (ბელგია) |
---|---|---|---|---|
ანგარიში | ||||
პენალტები | ||||
ბარეტო ბარიოსი რივეროსი ვალდესი კარდოსო |
5–3 | ენდო ჰასებე კომანო ჰონდა |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
ნიდერლანდები vs სლოვაკეთი
რედაქტირებანიდერლანდები დაწინაურდა არიენ რობენის შესანიშნავი გოლით. რობენს მეორე ტაიმში კვლავ შეეძლო გატანა. სლოვაკებს ასევე ორჯერ შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ სტეკელენბურგმა დარტყმები აიღო. 84-ე წუთზე ნიდერლანდებმა გაინაღდეს მოგება მას შემდეგ, რაც დირკ კეიტმა სლოვაკი მეკარისგან მიღებული ბურთო სნეიდერს გადააწოდა და ამ უკანასკნელმა გაიტანა. დამატებულ დროში რობერტ ვიტეკმა პენალტით შეამცირა ანგარიშში სხვაობა, მაგრამ სლოვაკეთს მატჩის გადარჩენა უკვე აღარ შეეძლო.
28 ივნისი 2010 16:00 |
ნიდერლანდები | 2–1 | სლოვაკეთი | მოზეს მაბჰიდა სტედიუმი, დურბანი მაყურებელი: 61 962 მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი) |
---|---|---|---|---|
რობენი 18' სნეიდერი 84' |
ანგარიში | რობერტ ვიტტეკი 90+4' (პენ.) |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
ესპანეთი vs პორტუგალია
რედაქტირება29 ივნისი 2010 22:30 |
ესპანეთი | 1 – 0 | პორტუგალია | კეიპტაუნი, კეიპტაუნი მაყურებელი: 62,955 მსაჯი: ექტორ ბალდასი (არგენტინა) |
---|---|---|---|---|
ვილია 63' | ანგარიში |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
მეოთხედფინალები
რედაქტირებანიდერლანდები vs ბრაზილია
რედაქტირებამატჩამდე ნიდერლანდელებს დაუშავდათ ცენტრალური მცველი მატიისენი. სწორედ მისი შემცველი, ანდრე ოოიერი და მისი მეწყვილე ჰეიტინგა იყვნენ პასუხისმგებლები ბრაზილიელების მიერ გატანილ პირველ გოლზე. უკვე მე-10 წუთზე რობინიომ ისარგებლა დაცვაში არსებული ხვრელით, მიიღო ფელიპე მელოს პასი და დააწინაურა ბრაზილია. პირველი ტაიმის დარჩენილი დროის განმავლობაში ნიდერლანდელები ამაოდ ცდილობდნენ ბრაზილიელთა კარგი დაცვის გარღვევას და სტეკელენბურგის კარგი მეკარეობის გამო გადარჩნენ მეორე გოლს. მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე ნიდერლანდმა გაათანაბრა. გოლი ვესლი სნეიდერის მიერ შესრულებულ საჯარიმოს მოჰყვა. თავდაპირველად ის ფელიპე მელოს ავტოგოლად მიიჩნიეს, მაგრამ ფიფა-მ საბოლოოდ გოლი სნეიდერს ჩაუთვალა. სნეიდერმა გაიტანა გამარჯვების გოლიც, არიენ რობენის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, თავით. ბრაზილიელების შანსები გათანაბრების ძალიან შემცირდა მას შემდეგ, რაც ფილიპე მელო რობენის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევეს. ბრაზილია, რომელიც ბოლო სამი მუნდიალის ფინალში თამაშობდა და აქედან ორი მოიგო, ვერ გავიდა ნახევარფინალში. ამაზე პასუხისმგელობა აიღო დუნგამ და გადადგა პოსტიდან. ნიდერლანდები პირველად გავიდა ნახევარფინალში 1998 წლის შემდეგ.
2 ივლისი 2010 16:00 |
ნიდერლანდები | 2–1 | ბრაზილია | ნელსონ მანდელა ბეი, პორტ ელიზაბეთი მაყურებელი: 40 186 მსაჯი: იუჩი ნიშიმურა (იაპონია) |
---|---|---|---|---|
სნეიდერი 53', 68' | ანგარიში | რობინიო 10' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
ურუგვაი vs განა
რედაქტირებაურუგვაი და განა მუნდიალზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩის დასაწყისმა ურუგვაის დომინაციით ჩაიარა, მაგრამ მათი კაპიტანი და ცენტრალური მცველი დიეგო ლუგანო პირველივე ტაიმში დამარცხდა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე განელებმა დაწინაურებმა მოახერხეს. ურუგვაიმ გაათანაბრა დიეგო ფორლანის საჯარიმო დარტყმით. დამატებით დროში ლუის სუარესმა ხელით ითამაშა საკუთარი კარის ხაზზე და ასე გადაარჩინა ურუგვაი აშკარა გოლს და დამარცხებას. სუარესმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ გუნდი გადაარჩინა, რადგან ასამოა გიანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააცუდა. პენალტების სერიაში ურუგვაელმა მეკარე მუსლერამ აიღო ჯერ განას კაპიტან მენსას, შემდეგ კი დომინიკ ადიას დარტყმები და ურუგვაი გავიდა ნახევარფინალში იმარჯვა 4-2. მატჩის შემდეგ სუარესმა განაცხადა, რომ ამიერიდან მარადონას ცნობილი „ღმერთის ხელი“ მისი კუთვნილება იყო.
2 ივლისი 2010 20:30 |
ურუგვაი | 1–1 (დ.დ.) |
განა | სოკერ სიტი, იოჰანესბურგი მაყურებელი: 84 017 მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია) |
---|---|---|---|---|
ფორლანი 55' | ანგარიში | მუნტარი 45+2' | ||
პენალტები | ||||
ფორლანი ვიტორინო სკოტი მაქსი პერეირა აბრეუ |
4–2 | გიანი აპია მენსა ადია |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
არგენტინა vs გერმანია
რედაქტირებაგერმანია-არგენტინის მატჩი ამ ტურნირზე მესამე იყო, რომელშიც გერმანელებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს. გერმანია უკვე მესამე წუთზე დაწინაურდა, მას შემდეგ რაც არგენტინელები საჯარიმო მოედანთან ახლოს დაჯარიმდნენ. შვაინშტაიგერის ჩაწოდებას მიულერმა თავური დარტყმით უპასუხა და გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელებმა მოწინააღმდეგეს შტურმი მოუწყვეს და რამდენიმეჯერ შეეძლოთ ანგტარიშის გათანაბრება, მაგრამ 67-ე წუთზე კონტრშეტევა მიიღეს და პოდოლსკის პასით კლოზემ ცარიელ კარში გაიტანა. 7 წუთის შემდეგ შვაინშტაიგერის პასით გაიტანა არნე ფრიდრიხმა. ბოლო გოლი კლოზემ მესუთ ოზილის პასით გაიტანა. 1974 წლის შემდეგ ეს არგენტინისთვის უდიდესი მარცხი იყო. მიულერის მიერ მიღებულმა ყვითელმა ბარათმა გამოიწვია მისი დისკვალიფიკაცია ნახევარფინალური მატჩისთვის.
3 ივლისი 2010 16:00 |
არგენტინა | 0–4 | გერმანია | კეიპ თაუნის სტადიონი, კეიპ თაუნი მაყურებელი: 64 100 მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) |
---|---|---|---|---|
ანგარიში | მიულერი 3' კლოზე 68', 89' ფრიდრიხი 74' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
პარაგვაი vs ესპანეთი
რედაქტირებამატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, ასევე თამაშგარედან გოლი არ ჩაუთვალეს ნელსონ ვალდესს. მეორე ტაიმში ოსკარ კარდოზო ჟერარ პიკემ საჯარიმოში წააქცია. კარდოზოს პენალტი კასილიასმა აიღო. ამის შემდეგ ანტონინ ალკარასმა წააქცია დავიდ ვილია და უკვე ესპანეთს მიეცა პენალტის გატანის შესაძლებლობა. ჩაბი ალონსოს გოლი მსაჯმა არ ჩათვალა და მას განმეორებითი დარტყმა მოსთხოვა. მეორე პენალტი კი ხუსტო ვილარმა მოიგერია. ესპანეთი მაინც დაწინაურდა 82-ე წუთზე. გოლის გატანა ვილიამ მოახერხა. ესპანეთმა 1950 წლის შემდეგ პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის გასვლა. დამარცხებული პარაგვაისთვის კი მეოთხედფინალში ასპარეზობა უკვე იყო მის ისტორიაში საუკეთესო შედეგი .
3 ივლისი 2010 20:30 |
პარაგვაი | 0–1 | ესპანეთი | ელის პარკი, იოჰანესბურგი მაყურებელი: 55 359 მსაჯი: კარლოს ბატრესი (გვატემალა) |
---|---|---|---|---|
ანგარიში | ვილია 83' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
ნახევარფინალები
რედაქტირებაურუგვაი vs ნიდერლანდები
რედაქტირებანიდერლანდების კაპიტანმა ვან ბრონკჰორსტმა მე-18 წუთზე შორეული დარტყმით, მარჯვენა ზედა კუთხეში გაიტანა გოლი. პირველი ტაიმის მიწურულს დიეგო ფორლანმა გაათანაბრა ანგარიში. მეორე ტაიმში ნიდერლანდები კვლავ წინ გავიდა. ამჯერად ვან დერ ვარტის პასით სნეიდერმა გაიტანა. სამი წუთის შემდეგ კი კეიტის ჩაწოდებით რობენმა ანგარიში 3-1 გახადა. მატჩის კომპენსირებულ დროში ურუგვაელმა მაქსი პერეირამ საჯარიმო დარტყმიდან შეამცირა ანგარიში. ნიდერლანდებმა 1978 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება
6 ივლისი 2010 20:30 |
ურუგვაი | 2–3 | ნიდერლანდები | კეიპ თაუნის სტადიონი, კეიპ თაუნი მაყურებელი: 62 479 მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) |
---|---|---|---|---|
ფორლანი 41' მაქსი პერეირა 90+2' |
ანგარიში | ვან ბრონკჰორსტი 18' სნეიდერი 70' რობენი 73' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
გერმანია vs ესპანეთი
რედაქტირებაესპანეთი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა ბურთს, გერმანია კი კარგად იცავდა თავს და თამაშობდა კონტრ-შეტევებზე. ესპანეთს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა. საბოლოოდ მათ გოლის გატანა 73-ე წუთზე, კუთხურიდან შეძლეს. ჩავი ერნანდესის ჩაწოდებას პუიოლის თავური დარტყმა და გოლი მოჰყვა. მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ლევმა იავარაუდა ესპანეთის გამარჯვება ფინალში.
გერმანია და ესპანეთი ერთამენთს ოფიციალურ მატჩში პირველად დაუპირისპირდნენ ევრო 2008-ის ფინალის შემდგომ, რომელიც ესპანეთმა 1-0 მოიგო. ეს მატჩიც ასეთივე შედეგით დასრულდა. გერმანიამ ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. ესპანეთი პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
7 ივლისი 2010 20:30 |
გერმანია | 0–1 | ესპანეთი | მოსეს მაბჰიდას სტადიონი, დურბანი მაყურებელი: 60 960 მსაჯი: ვიქტორ კაშაი] (უნგრეთი) |
---|---|---|---|---|
ანგარიშ | პუიოლი 73' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
მატჩი მესამე ადგილისთვის
რედაქტირებამე-19 წუთზე მუსლერამ მოიგერია შვაინშტაიგერის დარტყმა. ბურთი მიუვიდა მიულერს, რომელმაც გაიტანა გოლი, რომელითაც ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 28-ე წუთზე ურუგვაიმ გაათანაბრა კავანის გოლით. საგოლე პასი მას ლუის სუარესმა გაუკეთა. მეორე ტაიმში, 51-ე წუთზე დიეგო ფორლანმა ლამაზი შორეული დარტყმით დააწინაურა ურუგვაი. მეკარე ბუტი უმოძრაოდ იდგა გოლის დროს. გერმანიამ მალევე გაათანაბრა. ჟერომ ბოატენგის ჩაწოდების შემდეგ მუსლერა გამოსვლაზე შეცდა, კარი დატოვა და ბურთი ვერ დაიჭირა. მარსელ იანსენმა თავური დარყმით გაათნაბრა ანგარიში. გამარჯვების გოლი გერმანიამ კვლავ კუთხურიდან გაიტანა. ოზილის ჩაწოდებას ხედირამ უპასუხა 82-ე წუთზე. მატჩის ბოლოს ურუგვაის შეეძლო გათანაბრება, მაგრამ დიეგო ფორლანის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა. გერმანია ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
10 ივლისი 2010 20:30 |
ურუგვაი | 2–3 | გერმანია | ნელსონ მანდელა ბეი, პორტ ელიზაბეთი მაყურებელი: 36 254 მსაჯი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა) |
---|---|---|---|---|
კავანი 28' ფორლანი 51' |
ანგარიში | მიულერი 19' იანსენი 56' ხედირა 82' |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
ფინალი
რედაქტირება11 ივლისი 2010 22:30 |
ნიდერლანდები | 0 – 1 | ესპანეთი | სოკერ-სიტი, იოჰანესბურგი |
---|---|---|---|---|
ბმული | ინიესტა 116' |
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული |
---|
ესპანეთი პირველი წოდება |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Chowdhury, Saj (26 June 2010). „Uruguay 2–1 South Korea“. BBC News. ციტირების თარიღი: 2 ივლისი 2010.
- ↑ „U.S. V Ghana Tie Most-Watched Soccer Game in U.S. History“. ABC News. American Broadcasting Company. 28 June 2010. ციტირების თარიღი: 30 June 2010.
- ↑ Fletcher, Paul (26 June 2010). „USA 1–2 Ghana (aet)“. BBC News. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 2 July 2010.