ჯეიმზ მილნერი (ინგლ. James Milner; დ. 4 იანვარი, 1986) — ინგლისელი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი და „ლივერპულის“ ვიცე კაპიტანი. ამჟამად თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჯეიმზ მილნერი
LFC Parade 2019 01 James Milner.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯეიმზ ფილიპ მილნერი
დაბადების
თარიღი
4 იანვარი, 1986 (1986-01-04) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიდზი, ინგლისის დროშა ინგლისი
სიმაღლე 1.75 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლივერპული
ნომერი 7
ახალგაზრდული კარიერა
1996-2002 ლიდზი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2004 ლიდზი 48 (5)
2003   სვინდონ თაუნი 6 (2)
2004-2008 ნიუკასლი 94 (6)
2005-2006   ასტონ ვილა 27 (1)
2008-2010 ასტონ ვილა 73 (11)
2010-2015 მანჩესტერ სიტი 147 (13)
2015- ლივერპული 145 (19)
ეროვნული ნაკრები
2009-2016 ინგლისი 61 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 აპრილი, 2020
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 მაისი, 2019

კარიერარედაქტირება

მილნერმა ახალგაზრდული კარიერა საფეხბურთო კლუბ „ლიდზში“ გაატარა, გუნდში რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობდა. 2002 წელს 16 წლის ასაკში „ლიდზშივე“ შედგა მისი პროფესიონალური დებიუტი, სადაც კიდევ ორი სეზონი ითამაშა. 2004 წელს გადავიდა „ნიუკასლში“, 2005 წლიდან ერთი წლით განათხოვრებული იყო „ასტონ ვილაში“, რის მერეც „ნიუკასლში“ დაბრუნებდა და ჩრდილოური გუნდის მაისურით 100 მატჩზე მეტი ითამაშა. 2008 წელს მილნერი ხელმეორედ შეუერთდა „ასტონ ვილას“ საიდანაც 2010 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. „სიტიში“ მან ორჯერ მოახერხა ინგლისის პრემიერლიგის მოგება.

2015 წელს, მილნერი „ლივერპულში“ გადავიდა. პირველივე სეზონის დაწყებამდე ის გუნდის ვიცე კაპიტნად დაასახელეს და ახალ გუნდთან ერთად ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის ფინალებშიც ითამაშა, თუმცა ორივეში დამარცხდა. 2015-16 წლების სეზონში მილნერი ძირითადად ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა გუნდში არსებული პრობლემების გამო მომდევნო სეზონის უმეტესი ნაწილი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა.

2017-18 წლების სეზონში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე დაბრუნდა და „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „მადრიდის რეალთან“ დამარცხდა. იმავე სეზონში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2018 წლის ნოემბერში მილნერმა 50-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, მომდევნო თვეს კი მხოლოდ მე-13 ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერლიგაში 500 მატჩი აქვს ჩატარებული. იმავე სეზონში მილნერმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო „ლივერპულთან“ ერთად. 2019 წლის ბოლომდე მილნერი უეფა-ს სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანიც გახდა.

მილნერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2009-2016 წლებში 61 მატჩი აქვს ნათამაშები. მონაწილეობა აქვს მიღებული 2012 და 2016 წლის ევროპის, ასევე 2010 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. სანაკრებო კარიერაში ერთადერთი გოლი 2012 წელს მოლდოვას კარში აქვს გატანილი.

თამაშის სტილირედაქტირება

მილნერი ინგლისურ ფეხბურთში ცნობილია თავისი მრავალმხრივი საფეხბურთო უნარებით და ინტენსიური თამაშის სტილით. „ლიდზსა“ და „ნიუკასლში“ ყოფნისას ის ძირითადად ფლანგის ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა უთამაშია თავდამსხმელად, ჩამშლელად და მარჯვენა მცველადაც. „ასტონ ვილაში“ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც თამაშობდა. „მანჩესტერ სიტიში“ — ფლანგის ნახევარმცველად და შემტევ ნახევარმცველად. „ლივერპულში“ ცენტრალურ ნახევარმცველად. როცა გუნდს სჭირდებოდა მთელი სეზონი გაატარა მარცხენა მცველის პოზიციაზე.

მილნერი გამოირჩევა სწრაფი და ენერგიული თამაშით. გადაცემების სიზუსტის მაღალი მაჩვენებლით შორ თუ ახლო მანძილზე. ხშირად მიდის კარისკენ დასარტყავად, საიმედოა ჩამშლელის როლშიც. გამოირჩევა ჩაწოდებების სიზუტითაც, ხშირად აწვდის კუთხურებსა და ჯარიმებს. მწვრთნელებისა და მიმომხილველებისგან არაერთხელ მიუღია შექება თავისი ენერგიული და გუნდური თამაშისთვის.

სტატისტიკარედაქტირება

განახლდა: 11 მარტი, 2020 წელი
ჩატარებული მატჩები და გატანილი გოლები კლუბებისა და სეზონის მიხედვით
Club Season ლიგა FA თასი ლიგის თასი ევროპა სხვა სულ
ლიგა მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ლიდზ იუნაიტედი 2002–03 პრემიერლიგა 18 2 4 0 0 0 0 0 22 2
2003–04 პრემიერლიგა 30 3 1 0 1 0 32 3
სულ 48 5 5 0 1 0 0 0 54 5
სვინდონ თაუნი 2003–04 მეორე

დივიზიონი

6 2 6 2
ნიუკასლ

იუნაიტედი

2004–05 პრემიერლიგა 25 1 4 0 1 0 11[ა] 0 41 1
2005–06 პრემიერლიგა 3 0 4[ბ] 2 7 2
2006–07 პრემიერლიგა 35 3 2 1 3 0 13[გ] 0 53 4
2007–08 პრემიერლიგა 29 2 2 1 1 0 32 3
2008–09 პრემიერლიგა 2 0 1 1 3 1
სულ 94 6 8 2 6 1 28 2 136 11
ასტონ ვილა(იჯარა) 2005–06 პრემიერლიგა 27 1 3 0 3 2 33 3
ასტონ ვილა 2008–09 პრემიერლიგა 36 3 3 3 4[ა] 0 43 6
2009–10 პრემიერლიგა 36 7 5 0 6 4 2[დ] 1 49 12
2010–11 პრემიერლიგა 1 1 1 1
სულ 100 12 11 3 9 6 6 1 126 22
მანჩესტერ სიტი 2010–11 პრემიერლიგა 32 0 3 1 1 0 5[დ] 0 41 1
2011–12 პრემიერლიგა 26 3 1 0 3 0 6[ე] 0 1[ვ] 0 37 3
2012–13 პრემიერლიგა 26 4 6 0 1 0 2[ზ] 0 1[ვ] 0 36 4
2013–14 პრემიერლიგა 31 1 4 0 3 0 6[ზ] 1 44 2
2014–15 პრემიერლიგა 32 5 2 2 2 0 8[ზ] 1 1[ვ] 0 45 8
სულ 147 13 16 3 10 0 27 2 3 0 203 18
ლივერპული 2015–16 პრემიერლიგა 28 5 1 0 4 0 12[დ] 2 45 7
2016–17 პრემიერლიგა 36 7 0 0 4 0 40 7
2017–18 პრემიერლიგა 32 0 2 1 0 0 13[ზ] 0 47 1
2018–19 პრემიერლიგა 31 5 1 0 1 0 12[ზ] 2 45 7
2019–20 პრემიერლიგა 18 2 2 0 2 2 8[ზ] 0 3[თ] 0 33 4
სულ 145 19 6 1 11 2 45 4 3 0 210 26
სულ კარიერაში 540 57 46 9 37 9 106 9 6 0 735 84
  1. 1.0 1.1 თამაშები უეფას თასზე
  2. თამაშები უეფა-ს ინტერტოტოს თასზე
  3. ორი თამაში უეფა-ს ინტერტოტოს თასზე, თერთმეტი - უეფას თასზე
  4. 4.0 4.1 4.2 თამაშები უეფა-ს ევროპის ლიგაზე
  5. ოთხი თამაში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ორი ევროპის ლიგაზე
  6. 6.0 6.1 6.2 თამაშები ინგლისის სუპერთასზე
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 თამაშები უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე
  8. ერთი თამაში უეფა-ს სუპერთასზე, ორი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

მიღწევებირედაქტირება

  მანჩესტერ სიტი:(5)

  ლივერპული:(4)

  • პრემიერლიგა: 2019-20
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2018–19
    ფინალისტი: 2017–18
  • უეფა-ს სუპერთასი: 2019
  • ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2019
  • ინგლისის ლიგის თასის ფინალისტი: 2015–16
  • უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალისტი: 2015–16

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება