ლუის ალბერტო სუარესი

ურუგვაელი ფეხბურთელი
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ლუის სუარეს მირამონტესი.

ლუის ალბერტო სუარეს დიასი (ესპ. Luis Alberto Suárez Díaz [ˈlwis ˈswares]; დ. 24 იანვარი, 1987; სალტო, ურუგვაი) — ურუგვაელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელი. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად.[2][3][4].

ლუის სუარესი
სუარესი 2020 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუის ალბერტო სუარეს დიასი
დაბადების
თარიღი
24 იანვარი, 1987 (1987-01-24) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
სალტო, ურუგვაი
სიმაღლე 182 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერი მაიამი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
2003–2005 ნასიონალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2006 ნასიონალი 27 (10)
2006–2007 გრონინგენი 29 (10)
2007–2011 აიაქსი 110 (81)
2011–2014 ლივერპული 110 (69)
2014–2020 ბარსელონა 191 (147)
2020–2022 ატლეტიკო 67 (32)
2022 ნასიონალი 14 (8)
2023–2024 გრემიო 45 (24)
2023– ინტერი მაიამი 23 (17)
ეროვნული ნაკრები
2007 ურუგვაი 20-წლ. 4 (2)
2012 ურუგვაი 23-წლ. 4 (3)
2007–2024 ურუგვაი 143 (69)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 სექტემბერი, 2024

2013–14 წლებში სუარესმა ინგლისის პრემიერლიგაში პირველი ხუთი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, მან 31 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სუარესმა განაცხადა, რომ „ლივერპულის“ დატოვებას აპირებს. მისი სამსახურით დაინტერესება გამოთქვეს ესპანური ფეხბურთის გრანდებმა, „ბარსელონამ“ და „რეალ მადრიდმა“.[5] 2014 წლის ივლისში სუარესმა „ბარსელონასთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი,[6] „ლივერპულმა“ კი მის სანაცვლოდ 81 მილიონი ევრო მიიღო.[7]

2020 წლის 23 სექტემბერს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. [8][9][10][11] 27 სექტემბერს „ატლეტიკოს“ მაისურით მოედანზე პირველად ლიგის გათამაშების კალენდარულ მატჩში „გრანადას“ წინააღმდეგ გამოვიდა. პირველივე შეხვედრაში სუარესმა თავის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა[12] და დუბლი მიითვალა.[13] შეხვედრა მადრიდელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6–1 დამთავრდა.[14][15]

სანაკრებო

რედაქტირება

ეროვნულ ნაკრებში სუარესი პირველად 2007 წელს გამოჩნდა. ის იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან 20 თამაშიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა სუარესი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახა. ჩემპიონატზე სუარესმა სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი მან ჯგუფუტი ეტაპის მატჩში, მექსიკის წინააღმდეგ, ორი კი მერვედფინალში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ თამაშისას გაიტანა. მეოთხედფინალში, განის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის დროს სუარესმა ხელით მოიგერია განელი ფეხბურთელის, დომინიკ ადიას მიერ დარტყმული ბურთი. ამით მან ნაკრები გავარდნისგან იხსნა, თუმცა წითელი ბარათი მიიღო და ნახევარფინალის გამოტოვება მოუხდა, რომელიც მისმა გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებთან დათმო.

სუარესი იყო ურუგვაის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე კოპა ამერიკა 2011-ზე, სადაც მან დიეგო ფორლანთან ერთად დიდი როლი შეიტანა ურუგვაის გაჩემპიონებაში. სუარესმა ამ ტურნირზე 4 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი ნახევარფინალში პერუს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და ერთი გოლი ფინალურ მატჩში, რომელიც ურუგვაიმ პარაგვაის 3-0 მოუგო.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სუარესმა პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მეორე ტურის მატჩში კი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. შემდეგ მატჩში იტალიის ნაკრებთან თამაშისას სუარესმა 79-ე წუთზე მხარზე უკბინა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის. მექსიკელმა მსაჯმა მარკო ანტონიო როდრიგესმა დარღვევა არ დააფიქსირა და დანიშნა კუთხური ურუგვაის სასარგებლოდ, რომლითაც ურუგვაიმ ისარგებლა და გაიტანა, რამაც იტალია ჯგუფში ჩატოვა. მატჩის შემდეგ ფიფას დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა მომხდარი ფაქტი და სუარესს მისცა 9 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ასევე აუკრძალა საფეხბურთო აქტივობა 4 თვის მანძილზე.

მიღწევები

რედაქტირება

  ნასიონალი

  • ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: 2005–06

  აიაქსი

  ლივერპული

  ბარსელონა

  ატლეტიკო მადრიდი

სანაკრებო

რედაქტირება

ურუგვაის ეროვნული ნაკრები

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Luis Alberto Suárez profile // fcbarcelona.com
  2. Уругвай в Англии: Луис Суарес доказал, что он лучший в мире, — говорит Питер Тейлор
  3. Анри: Суарес — лучший центральный нападающий мирового футбола
  4. Марадона: «Суарес сейчас — лучший нападающий в мире»
  5. Liverpool striker has 'decided to leave' with Barcelona and Real Madrid interested.
  6. FC Barcelona and Liverpool FC have reached an agreement for the transfer of Luis Suárez. fcbarcelona.com, 7 ივლისი, 2014.
  7. Luis Alberto Suárez · წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2019.
  8. სუარესის ტრანსფერი „ბარსასთან“ შეთანხმებულია.
  9. Agreement with FC Barcelona over the transfer of Luis Suárez. Atlético Madrid. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
  10. Luis Suárez will join Atlético Madrid on two-year deal. OneFootball. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
  11. Суарес выступил с обращением к фанатам «Атлетико». Sportmail.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-02. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
  12. მოედანზე შემოსვლიდან ერთ წუთში.
  13. Čičin-Mašansker, Goran. (2020-09-27) Debi iz snova: Suarez pokazao kakvo će biti pojačanje, u prvom nastupu zabio dva komada i asistirao. Sportske novosti. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
  14. „ატლეტიკომ“ „გრანადა“ გაანადგურა — სუარესმა დუბლი შეასრულა. Sportall.ge. ციტატა: „ლა ლიგაზე „ატლეტიკომ“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „გრანადა“ 6:1 დაამარცხა. „ბარსელონადან“ გადასული 33 წლის თავდამსხმელი ლუის სუარესი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა. ამას გარდა, ურუგვაელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა.“ ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
  15. Дубль Суареса помог «Атлетико» обыграть «Гранаду» в матче чемпионата Испании со счетом 6:1. Sportmail.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-27. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
  16. Coman, Nick (15 მაისი, 2011). „Maarten Stekelenburg Does Perfect Sergio Ramos Impression, Drops Championship Shield Off Moving Bus“. New England Sports Network. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  17. Karel Stokkermans. Netherlands – Player of the Year and Other Awards. RSSSF (5 დეკემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი, 2015. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  18. Eredivisie Top scorers - Netherlands 2009/2010. topscorersfootball.com. ციტატა: „The winning top scorer in Eredivisie, Netherlands during the season 2009/2010 was Luis Suarez with 35 goals scored.“ ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  19. Luis Suarez, Uruguay. topscorersfootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტატა: „Luis Suarez have been the top scorer 3 times.“ ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  20. Your player of the season revealed - Liverpool FC (2013-06-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-05. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020
  21. Suarez bags treble at awards dinner. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020
  22. 22.0 22.1 Luis Suárez: Overview. Premier League. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  23. Ronaldo and Suárez share Golden Shoe accolade. UEFA.com (19 მაისი, 2014). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  24. 24.0 24.1 Final Pichichi and Golden Shoe standings: Barcelona's Luis Suarez the winner. CBC Sports (14 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  25. UEFA Champions League squad of the season. Union of European Football Associations (9 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  26. Copa del Rey Top Scorer: 2015–16. World Football. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  27. Luis Suárez gana el 7º Premio Aldo Rovira | FC Barcelona. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020
  28. 28.0 28.1 Barcelona trio sweep awards (31 აგვისტო, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-20. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2015.
  29. The Best named at FIFA Football Awards. FIFA (9 იანვარი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-11. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.