ნიდერლანდების წლის ფეხბურთელი
ნიდერლანდების წლის ფეხბურთელის (Voetballer van Het Jaar) ჯილდო 1984 წლიდან გაიცემა. საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში, საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების პირველი (ერედივიზია) და მეორე (ეერსტე დივიზია) ლიგის ფეხბურთელები მონაწილეობენ. 1997 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელი ჯილდოთი კალენდარული წლის ბოლოს გაიცემოდა, ხოლო ამ წლიდან ჯილდოს გაცემამ საფეხბურთო სეზონის ბოლოსთვის გადაინაცვლა. 2006 წლიდან „წლის ფეხბურთელი“ შეერწყა, ასევე ყოველწლიურ ჯილდოს „ოქროს ბუცი“ (Gouden Schoen). საუკეთესო ფეხბურთელს ამჯერად არა თავად ფეხბურთელები, არამედ ჟურნალები De Telegraaf და Voetbal International-ი ავლენენ.