მეთიუ აფსონი

(გადამისამართდა გვერდიდან მეთიუ აპსონი)

მეთიუ ჯეიმზ აფსონი (ინგლ. Matthew James Upson; დაიბადა 18 აპრილი 1979) — ინგლისელი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი.

მეთიუ აფსონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მეთიუ ჯეიმზ აფსონი
დაბადების
თარიღი
18 აპრილი, 1979 (1979-04-18) (45 წლის)
დაბადების
ადგილი
საფოლკი
ინგლისი
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1994–1996 ლუთონ თაუნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996–1997 ლუთონ თაუნი 1 (0)
1997–2003 არსენალი 35 (0)
2000   ნოტინგემ ფორესტი 1 (0)
2001   კრისტალ პალასი 7 (0)
2002   რედინგი 14 (0)
2003–2007 ბირმინჰემ სიტი 113 (5)
2007–2011 ვესტ ჰემ იუნაიტედი 131 (4)
2011–2013 სტოკ სიტი 15 (2)
2013   ბრაიტონი 18 (1)
2013–2014 ბრაიტონი 43 (2)
2014–2015 ლესტერ სიტი 5 (0)
2015–2016 მილტონ ქინს დონსი 3 (0)
სულ 386 (14)
ეროვნული ნაკრები
2003–2010 ინგლისი 21 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

ლუტონ ტაუნი

აფსონი დაიბადა ჰარტისმირში, საფოლკი. 1994 წელს ის გადავიდა „ლუთონ ტაუნის“ ახალგაზრდულ აკადემიაში. 1996 წლის აპრილში მან კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ძირითად გუნდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა 1996 წლის აგვისტოში „როტერემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.

არსენალი

1997 წლის მაისში აფსონი გადავიდა „არსენალში“ £2 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ, თუმცა გუნდის იმჟამინდელი მცველების ტონი ადამსის, სტივ ბულდის და მარტინ კიოუნის სტაბილური გამოსვლების და ტრავმების გამო აფსონმა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. 1999 წელს მან ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ერთი წელიწადი მთლიანად გაუცდა. 2000 წელს ის არენდით გაიგზავნა „ნოტინგემ ფორესტში“, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი „კრისტალ პალასში“.

„არსენალისთვის“ საჩემპიონო წლებში 2001–2002 სეზონში აფსონმა „მეთოფეთა“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, აქედან 14 მატჩი ჩემპიონატში, რამაც მას ოქროს მედლის გარანტია მისცა. 2002 წლის თებერვალში მან კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, გამოტოვა სეზონის დარჩენილი მატჩები და ასევე ლიგის თასი ფინალი, რომელიც „არსენალის“ გამარჯვებით დასრულდა. გამოჯანმრთელების შემდეგ 2002 წელს აფსონი არენდით გაიგზავნა „რედინგში“, სადაც აფსონმა კარიერაში პირველი პროფესიონალური გოლი გაიტანა: ეს მოხდა ლიგის თასიის მატჩში „კემბრიჯ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. ამ მომენტიდან „არსენალის“ დაცვის ხაზში ჩამოყალიბდა ახალი წყვილი სოლ კემბელის და კოლო ტურეს სახით, რის გამოც აფსონი ძირითადში ვეღარ ხვდებოდა. 2003 წლის იანვარში ის გაყიდეს „ბირმინგემ სიტიში“.

ბირმინგემ სიტი

2003 წლის იანვარში „ბირმინგემმა“ აფსონი სულ რაღაც £1 მლნ ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. 2006 წლის აპრილში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ მოსამზადებელ ბირმინგემულ დერბიში აფსონმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონი ნაადრევად დაასრულა. საბოლოოდ „ბირმინგემი“ ჩემპიონშიფში ჩამოქვეითდა. აფსონი კლუბში დარჩა და გამოჯანმრთელების შემდეგ დეკემბერში პირველი მატჩი „პლიმუთის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც „ლურჯებმა“ 3:0 მოიგეს, ხოლო ერთი გოლი კი სწორედ აფსონმა გაიტანა.

ვესტ ჰემ იუნაიტედი

2007 წლის 18 იანვარს „ბირმინგემ სიტიმ“ უარყო „ვესტ ჰემ იუნაიტედისაგან“ მიღებული £4 მილიონიანი წინადადება და საბოლოოდ გაუმჯობესებულ £6 მილიონიან წინადადებას დათანხმდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს: აფსონი „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ £6 მლნ ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა იმ პირობით, რომ ფეხბურთლის კარგი თამაშის შემთხვევაში ეს თანხა £7.5 მლნ ფუნტამდე გაიზრდებოდა. აფსონმა „ჩაქუჩებთან“ 4,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ბირმინგემის“ იმ დროინდელმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა განაცხადა, რომ მას არ უნდოდა აფსონი გაყიდვა და რომ ეს კლუბის დირექტორმა კარენ ბრედიმ აიძულა (რომელიც ახლა „ვესტ ჰემის“ ვიცე–პრეზიდენტია).

2007 წლის 29 დეკემბერს აფსონმა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში.

2008 წლის ივლისში ნომერი 6, რომელსაც აფსონი ატარებდა, სამუდამოდ გადაეცა კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელს ბობი მურს. ამის შემდეგ აფსონმა დაიწყო 15 ნომრიანი მაისურის ტარება. 2009 წლის აგვისტოში კლუბიდან ლუკას ნილის წასვლის შემდეგ აფსონი გუნდის კაპიტნად დაინიშნა.

სანაკრებო კარიერა

აფსონმა ინგლისის 21 წლამდე ნაკრების რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო. 2002–2003 წლებში „ბირმინგემ სიტის“ კარგი გამოსვლის გამო აფსონი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს, სადაც აფსონმა თავისი პირველი მატჩი 2003 წლის მაისში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩაატარა. მომავალში „ბირმინგემის“ ფეხბურთელმა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ 7 მატჩი ჩაატარა.

2008 წლის თებერვალში ფაბიო კაპელომ აფსონი ინგლისის ნაკრებში გამოიძახა ამხანაგური მატჩისთვის შვეიცარიის წინააღმდეგ, რომელიც უემბლიზე გაიმართა. მან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, სადაც რიო ფერდინანდს შეუწყვილდა. ეს იყო ნაკრებში აფსონის რიგით მერვე მატჩი. ამის შემდეგ მან სრულად ჩაატარა მატჩი ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ, როცა ტრავმირებული იყო ჯონ ტერი.

ნაკრებში აფსონმა პირველი გოლი 2008 წლის 19 ნოემბერს გაიტანა ამხანაგურ მატჩში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით ანგარიშით 2–1 დასრულდა, ხოლო აფსონი კი ITV–ს ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სანაკრებო სტატისტიკა

ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ინგლისი
 
2003 6 0
2004 1 0
2005 0 0
2006 0 0
2007 0 0
2008 5 1
2009 6 0
2010 3 1
ჯამში 21 2

ტიტულები

არსენალი

რესურსები ინტერნეტში