ჟერარდ პიკე
ჟერარდ პიკე ი ბერნაბეუ (კატ. Gerard Piqué i Bernabeu [ʒəˈɾar piˈke i βərnəˈβew]; დ. 2 თებერვალი, 1987, ბარსელონა) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჟერარდ პიკე ი ბერნაბეუ[1] | ||
დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | ბარსელონა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 194 სმ.[2] | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1997–2004 | ბარსელონა | ||
2004–2005 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004–2008 | მან. იუნაიტედი | 12 | (0) |
2006–2007 | → სარაგოსა | 22 | (2) |
2008–2022 | ბარსელონა | 397 | (29) |
ეროვნული ნაკრები | |||
2002–2003 | ესპანეთი 16 წლ. | 7 | (2) |
2004 | ესპანეთი 17 წლ. | 8 | (3) |
2006 | ესპანეთი 19 წლ. | 8 | (3) |
2007 | ესპანეთი 20 წლ. | 5 | (1) |
2006–2008 | ესპანეთი 21 წლ. | 12 | (1) |
2009–2018 | ესპანეთი | 102 | (5) |
2004– | კატალონია | 10 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
2004 წელს, პიკე „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, სადაც 4 წელი გაატარა, შემდეგ კი ჟოზეპ გვარდიოლას მიერ დამოძღვრილ „ბარსელონაში“ დაბრუნდა, ამჯერად ძირითად გუნდში. პიკესთან ერთად კლუბი გახდა პირველი ესპანეთიდან, რომელმაც მოახერხა ერთ სეზონში სამი ჯილდოს მოპოვება ტრიპლეტის შესრულება. პიკე იმ სამ ფეხბურთელს შორისაა (მარსელ დესაი და პაულუ სოუზა), რომლებმაც ორი წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 11 თებერვალს. ნაკრებთან ერთად შეძლო 2010 წლის მსოფლიოს და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპიკე პატარა ასაკიდან ჩაირიცხა „ბარსელონაში“, ხოლო 10 წლის ასაკში „აველინ ბ“-ს წევრი გახდა. მას შემდეგ გაიარა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი. „კადეტ ბ“-ში თამაშის დროს პიკეს მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც მას „ბარსელონაში“ დაბრუნების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწის როლში დახვდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პიკემ უნივერსალურობამდე მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, არც გოლების გატანას ერიდებოდა.
2003-04 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა მშობლიურ კლუბთან გამომშვიდობება და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგება გადაწყვიტა. მისი დებიუტი შედგა ინგლისში გადასვლიდან სამ კვირაში, როდესაც „მანჩესტერი“ კერლინგის თასზე „ქრიუ ალექსანდრას“ დაუპირისპირდა. ფერგისუონის გუნდში პიკე 2005-06 წლების სეზონამდე გაჩერდა, შემდეგ კი „რეალ სარაგოსაში“ იქნა განათხოვრებული. არაგონულ კლუბში პიკე უმეტესად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. 2006-07 წლებში, „სარაგოსას“ შემადგენლობაში, მან 22 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 18-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. იმ სეზონში პიკეს გუნდში გაბრიელ მილიტოსთან ერთად უწევდა თამაში. ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით მისი თანაგუნდელი „ბარსელონაშიც“ გახდა. 2007-08 წლების სეზონი პიკემ კვლავ „მანჩესტერში“ გაატარა და როგორც პრემიერლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა. უმაღლეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე კი კატალონიელმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა მოახერხა.
2008-09 წლების სეზონში პიკე კატალონიურ კლუბში დაბრუნდა. „ბარსელონაში“ დაბრუნებიდან პირველივე სეზონში მან დაამტკიცა, რომ პეპ გვარდიოლა მასზე იმედებს ტყუილად არ ამყარებდა. მალევე, პიკე კლუბის შეუცვლელ ფიგურად იქცა და ტრიუმფალურ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში თავი გატანილი გოლით სამჯერ გამოიჩინა. პიკე როგორც დაცვითი ფუნქციების კარგი შესრულებით, ასევე შეტევების წამოწყებით და მათ დასკვნით ეტაპზე კარგი თამაშითაც გამოირჩეოდა. ამის ნათელი მაგალითია სანტიაგო ბერნაბეუზე, „რეალ მადრიდთან“ 6:2 მოგებულ შეხვედრაში მის მიერ გატანილი ბოლო გოლი. ასევე წარმატებას მიაღზია სანაკრებო დონეზეც. ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდთან ერთად მონაწილეობას იღებდა კანადაში გამართულ 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 19 წლამდელთა ნაკრებში პოლონეთის 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა) და 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად საფრანგეთის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე (ესპანეთი ფინალში დამარცხდა) მონაწილეობდა. 2009 წლის 6 თებერვალს შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, ინგლისის წინააღმდეგ. ოფიციალურ დონეზე კი 2009 წლის კონფედერაციის თასზე, სამხრეთ აფრიკაში ითამაშა.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- პრემიერ ლიგა (1): 2007–08
- ინგლისის სუპერთასი (1): 2007
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2007–08
- ესპანეთის ლა ლიგა (9): 2008–09, 2009–10, 2010–11, 2012–13, 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2022–23
- ესპანეთის თასი (7): 2008–09, 2011–12, 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2020–21
- ესპანეთის სუპერთასი (6): 2009, 2010, 2011, 2013, 2016, 2018
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (3): 2008–09, 2010–11, 2014–15
- უეფა-ს სუპერთასი (3): 2009, 2011, 2015
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3): 2009, 2011, 2015
სანაკრებო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჟერარდ პიკე“ ვიკისაწყობში.
- ჟერარდ პიკე დაარქივებული 2019-12-08 საიტზე Wayback Machine. — ფიფა-ს ჩანაწერი
- ჟერარდ პიკე — უეფა-ს ჩანაწერი
- ჟერარდ პიკე — „ბარსელონას“ ოფიციალური საიტი
- ჟერარდ პიკე — BDFutbol
- ჟერარდ პიკე — National-Football-Teams.com
- ჟერარდ პიკე — Transfermarkt
- ჟერარდ პიკე — Soccerway
- ჟერარდ პიკე — StretfordEnd.co.uk
სქოლიო
რედაქტირება- ↑ FIFA World Cup South Africa 2010: List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA) (4 ივნისი 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-17. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი 2013.
- ↑ Gerard Piqué profile. FC Barcelona. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2019.