ფაბიუ ალეშანდრე და სილვა კოენტრანი (პორტ. Fábio Alexandre da Silva Coentrão; 11 მარტი, 1988) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, „რიუ ავეს“ მარცხენა მცველი. ასევე შეუძლია ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიც.

ფაბიუ კოენტრანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფაბიუ ალეშანდრე და სილვა კოენტრანი
დაბადების
თარიღი
11 მარტი, 1988 (1988-03-11) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ვილა დე კონდე, პორტუგალია
სიმაღლე 178 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი/ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 15
ახალგაზრდული კარიერა
2001–2006 რიუ ავე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2007 რიუ ავე 29 (5)
2007–2011 ბენფიკა 52 (4)
2008ნასიონალი (იჯარით) 16 (2)
2008რეალ სარაგოსა (იჯარით) 1 (0)
2009რიუ ავე (იჯარით) 16 (3)
2011–2018 რეალ მადრიდი 58 (1)
2015–2016მონაკო (იჯარით) 15 (3)
ეროვნული ნაკრები
2005 პორტუგალია 18 წლ. 1 (0)
2006–2007 პორტუგალია 19 წლ. 10 (5)
2007 პორტუგალია 20 წლ. 7 (4)
2009 პორტუგალია 21 წლ. 7 (6)
2010 პორტუგალია 23 წლ. 1 (0)
2009–2017 პორტუგალია 52 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ფაბიუსთვის პირველი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი გახდა „რიუ ავე“, მშობლიური ქალაქიდან, ვილა დე კონდედან, რომელთანაც კონტრაქტი 2004–05 წლის სეზონამდე ჰქონდა. პორტუგალიის პირველ ლიგაში ფაბიუს დებიუტი 2005 წლის 14 ოქტომბერს შედგა 17 წლის ასაკში; სეზონში მან სულ 3 შეხვედრა ჩაატარა. „რიუ ავე“ მე–16 ადგილზე გავიდა და მეორე ლიგაში დაქვეითდა. მომდევნო 2005–06 წლის სეზონში კოენტრანმა ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, ჩაატარა 25 შეხვედრა და გაიტანა 4 გოლი[2].

2007 წელს კოენტრანმა „ბენფიკასთან“ 6–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ახალ კლუბში დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგის მე–3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „კოპენჰაგენის“ წინააღმდეგ, ის მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე. სულ 2007 წელს ჩემპიონატში 3 შეხვედრა ჩაატარა, 2008 წლის იანვარში კი არენდით მოხვდა „ნასიონალის“ რიგებში.

2008 წლის აგვისტოში გავრცელდა ხმები, რომ მისი არენდით აყვანა ჰოლანდიურ როტერდამის „ფეიენორდს“ სურდა[3]. კლუბები ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტის დეტალებზე, ფაბიუ კი ესპანურ „სარაგოსაში“ გადავიდა არენდით[4]. „სარაგოსაში“ მან მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის 82–ე წუთზე გამოვიდა მოედანზე „დეპორტივო ალავესთან“ შეხვედრაში, რომელიც 4:2 დასრულდა. საბოლოოდ პორტუგალიელი არენდით მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და სეზონის დარჩენილი ნაწილი „რიუ ავეს“ რიგებში გაატარა.

კოენტრანი სეზონის დასრულების შემდეგ არენდიდან „ბენფიკაში“ დაბრუნდა. მთავარი მწვრთნელი ჟორჟ ჟესუში ფაბიუს ძირითად შემადგენლობაში აყენებდა. „ბენფიკა“ ბოლო 6 წლის მანძილზე პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. შემდეგ „არწივებმა“ თასის მოგებაც შეძლეს. სეზონში კოენტრანმა ყველა ტურნირზე 45 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 2010–11 წლის სეზონი „ბენფიკამ“ შესანიშნავად ჩაატარა პორტუგალიის ჩემპიონატში და ევროთასებზეც. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლისაბონელები მე–3 ადგილზე გავიდნენ და ევროპის ლიგაზე გადაერთნენ, სადაც ნახევარფინალამდე მივიდნენ და „ბრაგასთან“ დამარცხდნენ.

რეალ მადრიდი

რედაქტირება

2011 წლის 5 ივლისს, „რეალ მადრიდმა“ კოენტრანის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა[5].

ფაბიუს „რეალში“ დებიუტი „ლოს–ანჯელეს გალაქსის“ წინააღმდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, სადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო. პირველი ოფიციალური მატჩი ფაბიუმ „ბარსელონასთან“ ჩაატარა ესპანეთის სუპერთასზე, სადაც 54–ე წუთზე ანხელ დი მარიას ნაცვლად შევიდა მოედანზე, 91–ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. „რეალი“ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა 4:5 წააგეს.

2011 წლის 28 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაშიც, მისი ყოფილი კლუბის, „რეალ სარაგოსას“ წინააღმდეგ, სადაც „მადრიდმა“ „სარაგოსა“ 6-0 გაანადგურა. ფაბიუმ მთლიანი შეხვედრა ჩაატარა. ჟოზე მოურინიუმ ის ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა. მას ბოლო წუთების გატარება მარცხენა მცველის პოზიციაზე მოუწია, რადგან მარსელო მოედნიდან გავიდა. ლა–ლიგაში ფაბიუმ 20 მატჩი ითამაშა. კლუბის შიგნით კარგი მდგომარეობა იყო, რადგან „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „სამეფო კლუბმა“ ეს 32–ჯერ შეძლო.

ესპანეთის თასზე ფაბიუმ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 „ბარსელონას“ წინააღმდეგ მეოთხედფინალურ სტადიაზე. „რეალი“ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან.

16 ივლისს უეფამ, თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა იმ 32 ფეხბურთელის სია, რომელთაც ჰქონდათ პრეტენზია ევროპაში პირველობაზე. ამ სიაში მოხვდა ფაბიუ კოენტრაუც[6].

ახალი სეზონი „რეალმა“ წარმატებით დაიწყო. „გალაქტიკოსმა“ „ბარსელონას“ სძლია სუპერთასზე ორ რაუნდიან დაპირისპირებაში. (სტუმრად 3:2 დამარცხდა, სახლში 2:1 მოიგო) ფაბიუმ ბარსელონაში სრული შეხვედრა ჩაატარა.

ლა–ლიგის პირველ ტურში ის მოედანზე „ვალენსიას“ წინააღმდეგ გავიდა სათამაშოდ, მეორე მატში „ხეტაფესთან“ შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს. არბიტრის შეურაცყოფისთვის ის 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს[7]. ეროვნული ნაკრების შეხვედრაში მან ტრავმა მიიღო და ის კლუბს მხოლოდ მე–11 ტურის შეხვედრაში დაუბრუნდა. 11 ნოემბერს მისი გუნდი „ლევანტეს“ დაუპირპირდა სტუმრად და მძიმე ბრძოლაში მადრიდელებმა 1:2 იმარჯვეს.

16 დეკემბერს „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ ფაბიუმ პირველი გოლი გაიტანა პრიმერა დივიზიონში.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

2007 წლის ზაფხულში, ფაბიუ პორტუგალიის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად გაემგზავრა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე. მან 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც კოენტრანი „ბენფიკაში“ მოხვდა, ის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან 4 შეხვედრა ჩაატარა.

პორტუგალიის ნაკრები წარმატებით გამოვიდა 2011 წელს ევრო 2012–ის შესარჩევ ეტაპზე, დაიკავა ჯგუფში მეორე ადგილი და შემდგომ ეტაპზე, ორ მატჩიან ბრძოლაში, ბოსნიის ნაკრები დაამარცხა. შესარჩევ ციკლში ფაბიუმ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა[8].

ევრო 2012–ზე ფაბიუმ ყველა, 5 შეხვედრა ჩაატარა. მან 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო. ამ ტურნირზე პორტუგალიელები ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ. ისინი ნახევარფინალში ესპანელებთან დამარცხდნენ 11 მეტრიანების სერიაში. ევროპის ჩემპიონატი ფაბიუმ შესანიშნავად ჩაატარა და სპეციალისტებისგან მაღალი შეფასება მიიღო. ტურნირის დასრულების შემდეგ ის ევრო 2012–ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა თანამემამულეებთან, პეპესთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად[9].

ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, კოენტრანმა ლუქსემბურგის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ორივე მატჩი ჩაატარა, სადაც პორტუგალიელებმა ანგარიშით, შესაბამისად 2:1 და 3:0 იმარჯვეს. მოსკოვში გამართულ მატჩში კოენტრანმა მე–20 წუთზე ტრავმა მიიღო. პორტუგალიამ ის შეხვედრა 1:0 წააგო. ამ ტრავმის გამო მან ირლანდიასთან შეხვედრა და კლუბის რამდენიმე თამაში გამოტოვა.[10].

ტიტულები

რედაქტირება
  ბენფიკა
  რეალ მადრიდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: