მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

უინსტონ ჩერჩილი
უინსტონ ჩერჩილი

უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (დ. 30 ნოემბერი 1874 — გ. 24 იანვარი 1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).

უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორეთი. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.

დღის სურათი

ლოვენის რატუშის ფანჯრები
ლოვენის რატუშის ფანჯრები
ლოვენის რატუშის ფანჯრები

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


10 მაისი — ამ დღეს...

პამიდორი
პამიდორი
  • 1497 : ამერიგო ვესპუჩის მეორე მოგზაურობა დაიწყო ახალ მსოფლიოში.
  • 1503 : ქრისტეფორე კოლუმბი და მისი ეკიპაჟი პირველი ევროპელები გახდნენ კაიმანის კუნძულებზე, რომელთაც მათ „Las Tortugas“ დაარქვეს მრავალრიცხოვანი ზღვის კუების გამო.
  • 1810 : თბილისიდან რუსებს გაქცეულმა სოლომონ II-მა ახალციხეს შეაფარა თავი.
  • 1824 : ლონდონში ეროვნული გალერეა გაიხსნა საზოგადოებისთვის, კოლექციონერი ჯონ ჯულიუს ენგერსტაინის ყოფილ ბინაში.
  • 1857 : კოლონიურ ინდოეთში სეპოის აჯანყება დაიწყო ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის მმართველობის წინააღმდეგ.
  • 1871 : ფრანკფურტის ზავით დასრულდა საფრანგეთ-პრუსიის ომი.
  • 1893 : აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პომიდორს (სურათზე) ხილის ნაცვლად ბოსტნეულის სტატუსი მიანიჭა.
  • 1924 : ედგარ ჰუვერი აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პირველი დირექტორი გახდა.
  • 1940 : უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 1981 : საფრანგეთის პრეზიდენტად ფრანსუა მიტერანი აირჩიეს.
  • 2010 : ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ წევრებად მიიწვია ესტონეთი, ისრაელი და სლოვენია.
  • 2011 : „Microsoft“-მა ინტერნეტ-სატელეფონო მომსახურების „Skype“-ის $8.5 მილიარდად შესყიდვის შესახებ განაცხადა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა