პიტერ ჰიგსი
პიტერ უერ ჰიგსი (ინგლ. Peter Ware Higgs; დ. 29 მაისი, 1929, ნიუკასლ-აპონ-ტაინი, ინგლისი — გ. 8 აპრილი, 2024, ედინბურგი, შოტლანდია) — ბრიტანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. იწინასწარმეტყველა შემდგომში ჰიგსის ბოზონის სახელით ცნობილი სუბატომური ნაწილაკის არსებობა. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (ფრანსუა ენგლერთან ერთად, 2013).
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება მიიღო ლონდონის უნივერსიტეტის კინგსის კოლეჯში (ბაკალავრი, 1950; მაგისტრი, 1951; დოქტორი, 1954). შემდგომი კვლევითი საქმიანობა ედინბურგის (1955-1956) და ლონდონის (1956-1958) უნივერსიტეტებში განაგრძო. კითხულობდა ლექციებს ლონდონის (1959-1960), შემდეგ ედინბურგის (1970 წლიდან) უნივერსიტეტში. 1980 წლიდან პენსიაზე გასვლამდე (1996) იყო ედინბურგის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი. ჰიგსი 2024 წელს საკუთარი სახლში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 94 წლის ასაკში.
სამეცნიერო კვლევები
რედაქტირებაჰიგსის სამეცნიერო კვლევის ინტერესი თავდაპირველად მოლეკულური ფიზიკა, კერძოდ მოლეკულების ვიბრაციული სპექტრები იყო. 1956 წელს მან დაიწყო მუშაობა კვანტური ველის თეორიაზე. 1964 წელს ჰიგსმა და მისგან დამოუკიდებლად სხვა რამდენიმე მეცნიერმა (ფრანსუა ენგლერი და რობერტ ბრაუტი, ჯერალდ გურალნიკი და კარლ ჰაგენი, ტომ კიბლი) წამოაყენეს შემდგომში ჰიგსის მექანიზმის სახელით ცნობილი თეორია, რომლის მიხედვითაც მასას ელემენტარული ნაწილაკები იძენენ სკალარულ ველთან ურთიერთქმედების შედეგად. ამასთანავე, ჰიგსმა გამოთქვა მოსაზრება დიდი მასის მქონე ნაწილაკის — ჰიგსის ბოზონის არსებობის შესახებ.
ჰიგსის იდეები ნაწილაკების ფიზიკაში ე. წ. სტანდარტული მოდელის და ელექტროსუსტი ურთიერთქმედების თეორიის ქვაკუთხედი გახდა. ჰიგსის ბოზონის არსებობის საბოლოო დადასტურება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კვლევების შემდეგ, 2013 წლის მარტში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მიერ გამოცხადდა. იმავე წელს ჰიგსს და ენგლერს ფიზიკაში ნობელის პრემია მიენიჭათ. ჰიგსს ასევე მიღებული აქვს სხვა არაერთი აკადემიური ჯილდო, მ. შ., ვოლფის (2004, რ. ბრაუტთან და ფ. ენგლერთან ერთად) და საკურაის პრემიები (2010, რ. ბრაუტთან, ფ. ენგლერთან, ჯ. გურალნიკთან, კ. ჰაგენთან და ტ. კიბლთან ერთად), სამეფო საზოგადოების კოპლის მედალი (2015).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Higgs, P W (1979). "Dynamical symmetries in a spherical geometry. I". Journal of Physics A: Mathematical and General. 12 (3): 309–323. doi:10.1088/0305-4470/12/3/006. ISSN 0305-4470.
- Higgs, Peter W. (27 May 1966). "Spontaneous Symmetry Breakdown without Massless Bosons". Physical Review. 145 (4): 1156–1163. doi:10.1103/PhysRev.145.1156. ISSN 0031-899X.
- Higgs, Peter W. (19 October 1964). "Broken Symmetries and the Masses of Gauge Bosons". Physical Review Letters. 13 (16): 508–509. doi:10.1103/PhysRevLett.13.508. ISSN 0031-9007.
- Higgs, P. W. (1959). "Quadratic lagrangians and general relativity". Il Nuovo Cimento. 11 (6): 816–820. doi:10.1007/BF02732547. ISSN 0029-6341.
- Higgs, Peter W. (15 November 1958). "Integration of Secondary Constraints in Quantized General Relativity". Physical Review Letters. 1 (10): 373–374. doi:10.1103/PhysRevLett.1.373. ISSN 0031-9007.
- Higgs, P. W. (1 March 1953). "Vibrational modifications of the electron distribution in molecular crystals. I. The density in a vibrating carbon atom". Acta Crystallographica. 6 (3): 232–241. doi:10.1107/S0365110X53000727. ISSN 0365-110X.
ლიტერატურა
რედაქტირება- Close, Frank (2023). Elusive: How Peter Higgs Solved the Mystery of Mass. Penguin Press. ISBN 978-0-14-199758-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პიტერ ჰიგსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- პიტერ ჰიგსი — Nobelprize.org (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 1.35 1.36 1.37 1.38 1.39 1.40 1.41 Peter Higgs: Curriculum Vitae — University of Edinburgh, 2019.
- ↑ Gregersen E. Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 5.0 5.1 5.2 Peter Higgs obituary — TheGuardian.com, 2024.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Catalog of the German National Library
- ↑ Peter Higgs, who proposed existence of Higgs boson particle, has died at 94, university says — ვაშინგტონ პოსტი.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/ernest-rutherford-medal-and-prize-recipients
- ↑ Paul Dirac Medal and Prize recipients — ფიზიკის ინსტიტუტი.
- ↑ J. J. Sakurai Prize for Theoretical Particle Physics — APS.
- ↑ Peter Higgs: honour for physicist who proposed particle — BBC Online, 2012.
- ↑ Fellow Detail Page: Professor Peter Higgs CH FRS — Royal Society.
- ↑ Announcing the 2023 Citation Laureates
- ↑ Premio Príncipe de Asturias de Investigación Científica y Técnica 2013
- ↑ The Nobel Prize amounts — nobelprize.org.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.