ჯონ ჯულიუს ენგერსტაინი

ჯონ ჯულიუს ანგერსტაინი (დ. 1732 — გ. 22 იანვარი, 1823)[1]ლონდონის მკვიდრი, წარმოშობით რუსი ბიზნესმენი და მეცენატი, ლლოიდის წევრი. იგი იყო სახვითი ხელოვნების მოტრფიალე და კოლექციონერი. 1824 წელს მისი სურათების კოლექციის უმეტესობა გაიყიდა მისივე მამულში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ლონდონის ეროვნულ გალერეას.[2]

ჯონ ჯულიუს ანგერსტაინი, ტომას ლოურენსის ნახატი შესრულებული დაახ. 1790 წელს.

ანგერსტაინი დაიბადა ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ხოლო ლონდონში დაახლოებით 1749 წელს დასახლადა. მცდარი ვარაუდით, იგი იყო რუსეთის იმპერატრიცების ეკატერინე II-ის ან ელისაბედ I-ის უკანონო შვილი. ოჯახური ტრადიცია კი მის მშობლებად დედოფალ ანასა და ლონდონელ ბიზნესმენ ენდიუ პოულეტ თომპსონს მიიჩნევს. ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ მისი პირველი სამსახური თხუთმეტი წლის ასაკში თომპსონის საბუღალტრო კანტორაში იყო.[1]

  1. 1.0 1.1 Palmer, Sarah (2004). „John Julius Angerstein (1732–1823)“, Oxford Dictionary of National Biography. Oxford, England: Oxford University Press. 
  2. W. G. Constable (აპრილი, 1924). „The Foundation of the National Gallery“. The Burlington Magazine (44): 158–159, 162–167, 170–72. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)