რობერტ ფრენსის კენედი (უმცროსი)
რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი (ინგლ. Robert F. Kennedy Jr. დ. 17 იანვარი , 1954 , ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ადვოკატი, რადიოდიქტორი, ეკოაქტივისტი, ანტივაქსერული მოძრაობის წარმომადგენელი. კენედების ოჯახის წევრი, რობერტ ფრენსის კენედის ვაჟი და აშშ პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმისშვილი .
რობერტ ფრენსის კენედი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ინგლ. Robert F. Kennedy Jr. |
დაბადების თარიღი |
17 იანვარი, 1954 (69 წლის) ვაშინგტონი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება |
ჰარვარდის უნივერსიტეტი (ბაკალავრი) |
საქმიანობა | რადიო წამყვანი, ბიოგრაფი, ანტივაქსერული მოძრაობის აქტივისტი, ბლოგერი, უნივერსიტეტის ლექტორი, პოლიტიკოსი, იურისტი |
პარტია | დემოკრატიული პარტია (აშშ) |
რელიგია | ქრისტიანობა, კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
ემილი ბლეკი (1982-1994) |
შვილ(ებ)ი | 6 |
მშობლები |
მამა: რობერტ კენედი დედა: ეთელ სკეიკელ კენედი |
ნათესავები |
ჯონ ფიცჯერალდ კენედი (ბიძა); სენატორი ტედ კენედი (ბიძა) |
ჯილდოები | ამერიკული წიგნის პრემია (2005) |
საიტი | [1] |
რობერტ კენედიმ მიიღო მრავალმხრივი განათლება. მუშაობდა გარემოსდაცვით საკითხებზე, კერძოდ, იურისტად წყლის რესურსების და წყლის დაბინძურების პრობლემებზე. მისი საქმიანობა წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო მდინარე ჰუდსონთან და მის დამცველ ორგანიზაციებთან. მათ შორის იყო Riverkeepera და მოგვიანებით საერთაშორისო ორგანიზაცია Waterkeeper Alliance, რომელსაც კენედი ხელმძღვანელობდა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა განახლებადი ენერგიის არაერთ კომპანიასთან. 2005 წლის შემდეგ და განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის დროს, კენედი გახდა ანტივაქსერული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, რომელმაც გამოიყენა თავისი სახელი და რეპუტაცია ვაქცინების სავარაუდო საშიშროებაზე ყურადღების გასამახვილებლად — იგი ამტკიცებდა, რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს. ასევე ავრცელებდა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს.
ადრეული წლები
რედაქტირებარობერტ ფრენსის კენედი დაიბადა ვაშინგტონში სენატორ რობერტ კენედი უფროსის და ეთელ სკაკელ კენედის ოჯახში. იგი თერთმეტი შვილიდან მესამე იყო. ბიძის, ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ 9 წლის მოზარდმა პრეზიდენტის დედისგან შეიტყო. როგორც თავად იხსენებს, მკვლელობის შემდეგ მამასთან ერთად ტიროდა.[1] 14 წლის იყო, როდესაც 1968 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მამა, სენატორი რობერტ კენედი მოკლეს. რობერტმა ისაუბრა და წაიკითხა ნაწყვეტები მამის გამოსვლიდან არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მისი გარდაცვალების ხსოვნისადმი მიძღვნილი მესის დროს.[2][3]
მამის დაკარგვის შემდეგ რობერტს როგორც სახლში, ასევე კანონთან პრობლემები შეექმნა. ის დააპატიმრეს მარიხუანას შენახვისა და მაწანწალობისთვის.[4] თხუთმეტი წლის ასაკში კენედი გარიცხეს ნიუ-იორკის შტატის მილბრუკის სკოლიდან ცუდი ქცევისა და დაბალი აკადემიური მოსწრების გამო.[5]
კონექტიკუტის პომფრეტის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, კენედიმ განაგრძო სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, დაამთავრა ჰარვარდის კოლეჯი 1976 წელს ამერიკის ისტორიასა და ლიტერატურაში ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით. შემდეგ მან მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი ვირჯინიის უნივერსიტეტში და სამართლის მაგისტრის ხარისხი პეისის უნივერსიტეტში.
იურისტის კარიერა
რედაქტირება1983 წელს რობერტმა მუშაობა დაიწყო ოჯახის დიდი ხნის მეგობრის ნიუ-იორკის ოლქის პროკურორის, რობერტ მ. მორგენტაუს ოფისში. 1983 წლის ივლისში რობერტმა მეორე მცდელობით ჩააბარა ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა გამოცდა. ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ ის გაათავისუფლეს სამსახურიდან და გააძევეს საოლქო პროკურორის ოფისიდან [6] ნარკოტიკების მოხმარების გამო. ის ადვოკატთა კოლეგიას დაუბრუნდა 1985 წელს.[7][8]
1983 წლის სექტემბერში, როდესაც რაპიდ სიტიში (სამხრეთ დაკოტა) გაჩერებული თვითმფრინავის საპირფარეშოში შეუძლოდ გახდა, კენედის ჰეროინის შენახვაში წაუყენეს ბრალი. 1984 წლის თებერვალში მან ბრალი აღიარა და მიესაჯა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ.[9]
1984 წელს 1500-საათიანი საზოგადოებრივი სამსახურეობრივი სამუშაოს შესრულების ფარგლებში შეუერთდა Riverkeeper-ს, რომელიც 1966 წელს დაარსდა ნიუ-იორკელი მეთევზეების მიერ. ის მუშაობდა სარჩელზე Hudson River Polluters-ის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი საქმის შესრულების შემდეგ ორგანიზაციამ დაიქირავა მთავარ მრჩევლად. Riverkeeper-ში ყოფნისას რობერტმა სამსახურში მიიღო მეგობარი უილიამ ვეგნერი, რომელსაც შავარდენზე ნადირობისას დაუახლოვდა. ვეგნერი ბრალდებული იყო ავსტრალიიდან კვერცხების კონტრაბანდაში ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონების დარღვევით. რობერტ ბოილმა, Riverkeeper- ის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, გაათავისუფლა ვეგნერი, მაგრამ კენედიმ ის ხელახლა აიყვანა სამუშაოდ, რის გამოც პროტესტის ნიშნად საზოგადოების გამგეობის რვა წევრმა სხდომა დატოვა და საზოგადოების შემადგენლობიდან გავიდა.[10]
რობერტ კენედიმ წყლის კონსერვაციის ადგილობრივი ჯგუფებისთვის დააარსა სათაო საკოორდინაციო და მხარდამჭერი ორგანიზაცია სახელწოდებით Waterkeeper Alliance [11] და მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა მისი თავმჯდომარის პოსტს. 2020 წელს კენედი გადადგა Waterkeepr Alliance-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამ დროისთვის ორგანიზაცია აერთიანებდა 350 ჯგუფს 48 ქვეყანაში.[12]
1987 წლიდან კენედი მსახურობდა სამართლის პროფესორად და კლინიკის გარემოსდაცვითი დავების თანადირექტორად პეისის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.[13] კლინიკა მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოში მოსინჯონ საკუთარი ძალები მდინარე ჰუდსონის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ასევე მსახურობს ბუნებრივი რესურსების თავდაცვის საბჭოს უფროს ადვოკატად არაკომერციულ ორგანიზაციაში, რომელიც დაფუძნებულია ნიუ იორკში ,[14] ასევე მუშაობს გარემოსდაცვითი კანონების გაუმჯობესებასა და მიწის ექსპლუატაციის შეზღუდვაზე.
პოლიტიკა
რედაქტირებაგარემოსდამცველი აქტივისტი
რედაქტირება1998 წელს რობერტ კენედიმ, კრის ბარტლმა და ჯონ ჰოვინგმა მანჰეტენზე შექმნეს ჩამოსასხმელი წყლის კომპანია, რომელმაც მოგებიდან შემოსული მთელი თანხა გადასცა Waterkeeper Alliance-ს.[15] კომპანიას სახელი ეწოდა ტბის — Lake Tear of the Clouds მიხედვით, საიდანაც მოედინება მდინარე ჰუდსონი.[16] წყალი იყიდებოდა Keeper Springs-ის ბრენდის სახელით.[17] 1999 წელს კენედიმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკის მაშინდელმა მერმა, რუდი ჯულიანმა, თავისი პოლიტიკური ამბიციები ნიუ-იორკის სასმელი წყლის დაცვაზე მაღლა დააყენა, რადგან ვერ უზრუნველყო 1997 წლის ხელშეკრულების შესრულება, რომელიც დააარეგულირებდა ქალაქის სასმელი წყლით მომმარაგებელი წყალსაცავების გარშემო არსებულ მშენებლობას.
2001 წლის აპრილში, რობერტ კენედი თანამებრძოლების ჯგუფთან ერთად დააკავეს ბანაკ გარსიაში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სასწავლო ცენტრში, პუერტო რიკოში კუნძულ ვიკესზე უკანონო შეჭრისთვის. ისინი აპროტესტებდნენ კუნძულის გამოყენებას სამხედრო-სასწავლო მიზნებისთვის. ამ ინციდენტმა წვრთნების 3 საათზე მეტით ხნით შეჩერება გამოიწვია. მიუხედავად მისი ადვოკატის, ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორის მარიო კუომოს მცდელობისა, 2001 წლის 18 ივლისს კენედის მოსამართლე ჰექტორ ლუფიტმა 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.[18][19] 2013 წლის თებერვალში, კენედი თავის ვაჟთან, კონორთან ერთად დააკავეს თეთრი სახლის წინ სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო, როდესაც მართავდნენ აქციას კისტოუნის ნავთობსადენის წინააღმდეგ.
2005 წლის 16 დეკემბერს The New York Times-ის სარედაქციო სტატიაში, კენედიმ განაცხადა:[20]
პოლიტიკოსის პოზიციამ გამოიწვია ზოგიერთი გარემოსდამცველის აღშფოთება.[21]
2005 წელს, კონსერვატორი მწერლის პიტერ შვაიცერის წიგნში ნათქვამია, რომ კენედი, სავარაუდოდ, იღებდა ჰონორარს ორი საოჯახო ნავთობის საბურღი კომპანიისგან, ხოლო იყენებდა კერძო თვითმფრინავებს გლობალური დათბობის საფრთხეების შესახებ ლექციების ჩასატარებლად.[22]
2007 წლის 7 ივლისს კენედი გამოჩნდა ნიუ ჯერსის Live Earth ფესტივალზე. მისმა გამოსვლამ უარყო ენერგეტიკული ინდუსტრიის სავარაუდო პოზიცია, რომ ეკონომიკა და გარემოსდაცვითი პოლიტიკა ურთიერთგამომრიცხავია.[23] . გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: "და მე ყველას გიხილავთ ბარიკადებზე." აბორტის საკითხზე მოძრაობა Pro-Life-ის მხარდამჭერია.[24] კენედი ასევე შედის ალერგიის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის დირექტორთა საბჭოში.
რობერტ კენედიმ შეიტანა წვლილი ლონდონში დაფუძნებული გარემოსდაცვითი ჟურნალის Above 2009 წლის სადებიუტო ზაფხულის ნომრის სტატიის «The Energy of Bobby Kennedy, Jr.» შექმნაში.
2010 წლის მაისში, ჟურნალ Time- ის მიერ კენედი დასახელდა "პლანეტის ერთ-ერთ გმირად" იმ წვლილისთვის, რომელიც გაუწია კომპანია Riverkeeper-ს მდინარე ჰუდსონის აღდგენაში [25] .
2011 წლის ივნისში კენედი გამოჩნდა ბილ ჰენის დოკუმენტური ფილმის „უკანასკნელი მთა“ რამდენიმე სცენაში, მწერალ ჰენითან და პიტერ როდსთან ერთად. ფილმი ასახავს ბრძოლას აპალაჩიაში ადგილობრივ მოსახლეობასა და წიაღისეული საწვავის დიდ კომპანიას შორის. 2012 წლის ოქტომბერში კენედიმ სატელეფონო ინტერვიუ მისცა გაზეთ Politico- ს, სადაც მან მოუწოდა გარემოსდამცველებს, თავიანთი საჩივრები გადაეტანათ აშშ-ს კონგრესში და არა პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან. კენედი თვლიდა, რომ ობამა "ვერ ქაჩავდა" აშშ-ის კონგრესის გამო, "რაც აქამდე არასდროს მომხდარა ამერიკის ისტორიაში". კენედის სურდა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეტი ყურადღება ყოფილიყო გამახვილებული კლიმატის ცვლილებაზე.[26]
2013 წლის 3 ოქტომბერს ფრანკლინისა და მარშალის კოლეჯში გამოსვლისას კენედიმ გამოთქვა რწმენა, რომ არჩევანი ეკონომიკასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას შორის არის „მცდარი არჩევანი“.[27]
რობერტ ფრენსის კენედის ადრეული გარემოსდაცვითი ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ორ ფილმში, რომლის რეჟისორია ლეს გუტმანი: The Hudson Riverkeepers და The Hudson Riverkeepers.
2014 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში Climate Depot -თვის მიცემულ ინტერვიუში რობერტ კენედიმ პოლიტიკოსები, რომლებიც არ რეაგირებენ კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე, საკუთარი ინტერესების განხორციელებაში დაადანაშაულა. მან განაცხადა:
„ეს ბიჭები ხედავენ მხოლოდ ძმები კოხების პრეტენზიებს და უგულებელყოფენ ყველა რაციონალურ მტკიცებულებას და ამტკიცებენ, რომ გლობალური დათბობა არ არსებობს“
|
მან დაადანაშაულა ძმები კოხები „ჩვენი ატმოსფეროს დაბინძურებაში“ და დაადასტურა, რომ მათ თვლიდა მოღალატეებად, რომლებიც ციხეში უნდა ჩასვან.[28] მისი აზრით:[29]
2014 წლის ოქტომბერში კენედიმ მხარი დაუჭირა ერიკ შნაიდერმანის ხელახალ არჩევას ნიუ-იორკის შტატის გენერალურ პროკურორად ამ უკანასკნელის გარემოსდამცველებისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მოტივით. კენედიმ ოპტიმიზმი გამოთქვა შნაიდერმანთან მისი მეორე ვადით პარტნიორობის შესახებ:
„მოუთმენლად ველი ერიკთან პარტნიორობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ მნიშვნელოვან საქმეში და ვამაყობ, რომ მხარს ვუჭერ მის ხელახლა არჩევას.“
|
კენედის მხარდაჭერა გააკრიტიკა პრეს-მდივანმა ჯონ კეჰილმა, GOP-ის კანდიდატმა, რომელიც იბრძოდა შნეიდერმანის წინააღმდეგ.[30]
2015 წლის თებერვალში კენედი იყო ჰარვარდის ცნობილ კურსდამთავრებულთა რიგებში ნატალი პორტმანითან, დარენ არონოფსკისთან და სიუზან ფალუდისთან ერთად, რომლებმაც დაწერეს ღია წერილი და მოითხოვეს ჰარვარდის უნივერსიტეტისგან უარი განეცხადებინა 35,9 მილიარდი დოლარის შემოწირულობებზე ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის კომპანიებისგან.
ანტივაქსერული მოძრაობის აქტივისტი
რედაქტირებარობერტ კენედი დიდი ხანია სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პოლიტიკოსი ანტივაქსერული მოძრაობის აქტიური და გავლენიანი აქტივისტია. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ არაკომერციულ ორგანიზაციას Children's Health Defence (თავდაპირველად World Mercury Project), რომელიც ავრცელებს ყველა სახის ინფორმაციას ვაქცინების მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის სავარაუდო რისკების შესახებ და ვაქცინაციას ბავშვთა ქრონიკული დაავადებების ეპიდემიის“ მიზეზად ასახელებს. ორგანიზაციამ დიდი ინვესტიცია ჩადო თავის საქმიანობაში — 2019 წელს სოციალურ ქსელ Facebook- ზე იყო ანტივაქსერული რეკლამის ერთ-ერთი უმსხვილესი დამკვეთი.[31] ტიმ კოლფილდმა, ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორმა, აღნიშნა, რომ კენედი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ანტივაქსერულ მოძრაობაში
მისი დიდი სახელი და კარგი რეპუტაცია, რომელიც წლების განმავლობაში მოიპოვა ეკოლოგიური აქტივობით, უხსნის მას არაერთ კარს ”მას აქვს მეტი შესაძლებლობა, რომ მიიღოს ადგილი ნებისმიერ მაგიდასთან, ხოლო მისი ხმა იდიდ ნდობას აიმსახურებს.
რობერტ კენედიზე დიდი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგმა სარა ბრიჯსმა, რომლის ვაჟს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს; ბრიჯსმა, რომელიც თავად ერთგული ანტივაქსერია, დაარწმუნა კენედი წაეკითხა არაერთი პუბლიკაცია ვერცხლისწყლის შემცველი კონსერვანტის თიომერსალის საშიშროების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ იწვევს აუტიზმს და გამოეყენებინა საკუთარი გავლენა და ეკოაქტივიზმი მარეგულირებელ ორგანოებზე ზემოქმედებისთვის. როგორც რობერტ კენედი იხსენებდა: ბრიჯსი გამოჩნდა მისი სახლის ვერანდაზე ფურცლების შეკვრით და უარი განაცხადა წასვლაზე, სანამ კენედი არ გაეცნობოდა ინფორმაციას სრულად.[32] კენედი შეუერთდა ანტივაქსერულ მოძრაობას და მაშინვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე 2005 წლის ივნისში, გამოაქვეყნა სტატია Rolling Stone-სა და Salon.com- ში სათაურით "სასიკვდილო იმუნიტეტი", სადაც მთავრობა დაადანაშაულა თიომერსალის შემცველ ვაქცინებსა და ბავშვთა აუტიზმს შორის არსებული კავშირის დაფარვაში.[33] სტატია შეიცავდა უამრავ ფაქტობრივ შეცდომას, რამაც Salon.com აიძულა ხუთჯერ შეეცვალა შინაარსი, ხოლო 2011 წლის 16 იანვარს საბოლოოდ სტატია მთლიანად ამოიღეს. ნაშრომის უარყოფა მოტივირებული იყო მცდარი და თაღლითური მეცნიერული მტკიცებულებების დაგროვებით, რომლებიც საფუძვლად დაედო ვაქცინების აუტიზმთან დაკავშირებას.[34] Rolling Stone-მა ადრე დააზიანა კენედის სტატიის ბმული დაახლოებით 2010 წელს ვებსაიტის ხელახალი დიზაინის დროს, მაგრამ სტატია არ წაიშალა.[33][35] თავად ავტორმაც შეინახა სტატია საკუთარ ვებგვერდზე.[36]
2014 წელს კენედიმ გამოუშვა წიგნი სახელწოდებით Thiomersal: Let the Science Speak, სადაც კვლავ იცავდა საკუთარ შეხედულებებს. 2015 წლის აპრილში კენედიმ ხელი შეუწყო ფილმის Trace Amounts გამოშვებას, სადაც გამოკვეთილია აუტიზმის კავშირი ვაქცინაციასთან. პოლიტიკოსმა ეს საკითხები განიხილა 24 აპრილს თოქ-შოუში Real Time with Bill Maher . საკრამენტოში, კალიფორნიაში გამართულ სკრინინგზე პოლიტიკოსმა ვაქცინაციის მიერ აუტიზმის გამოწვევის სავარაუდო შემთხვევები ჰოლოკოსტს შეადარა.[37] 2017 წლის 15 თებერვალს, კენედიმ, მსახიობ რობერტ დე ნიროსთან ერთად, გამართა პრესკონფერენცია და შესთავაზა ფულადი პრიზი 100,000 აშშ დოლარის ოდენობით ნებისმიერ პიროვნებას, ვინც დაამტკიცებდა, რომ ვერცხლისწყალზე დაფუძნებული კონსერვანტების შემცველი ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, უსაფრთხოა .
2017 წელს ის პრეზიდენტად არჩეულმა რესპუბლიკელმა დონალდ ტრმპმა ვაქცინაციის უსაფრთხოების საპრეზიდენტო პანელზე მიიწვია, რამაც სამეცნიერო საზოგადოების და ამერიკის ჯანდაცვის ექსპერტების უკმაყოფილება გამოიწვია. 2021 წელს "ინსტაგრამმა" კენედის ანგარიში გააუქმა, მას შემდეგ, რაც მან კოვიდ-19-ის პანდემიაზე ზედიზედ რამდენჯერმე დეზინფორმაცია გაავრცელა.
2017 წლის იანვარში კენედიმ გამოაცხადა, რომ კონტაქტი ჰქონდა აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მიიღო შეთავაზება ვაქცინების უსაფრთხოების ახალი ფედერალური კომისიის თავმჯდომარეობის შესახებ.[38] კენედი დაუკავშირდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მისცა მათ მასალები ვაქცინების საშიშროების და მათი აუტიზმთან კავშირის შესახებ.[39] თავად ტრამპი ადრე ეხმიანებოდა იდეებს ვაქცინების აუტიზმთან კავშირის შესახებ. ფედერალურ დონეზე კომისიის შექმნის იდეა გააკრიტიკა სამეცნიერო საზოგადოებამ. ამგვარად, ჟურნალ Nature- ის რედაქტორებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ფედერალური ორგანო უკვე ჩართული იყო ვაქცინების უსაფრთხოების ზედამხედველობაში, მათ შორის ექსპერტთა კომიტეტი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში და სურსათისა და წამლების ადმინისტრაციაში. წლების განმავლობაში ვერც ერთმა კვლევამ ვერ დაასაბუთა კენედის პროპაგანდის შედეგად დასახელებული კავშირი აუტიზმსა და თიომერსალს შორის და თავად თიომერსალი აღარ იხმარებოდა კონსერვანტად არცერთ გამოყენებულ ვაქცინაში. 350-ზე მეტმა ამერიკულმა სამედიცინო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა პედიატრიის ამერიკული აკადემიის მიერ ინიციირებულ საპროტესტო მიმართვას ტრამპისადმი, რომელშიც გამოხატული იყო მათ უპირობო მხარდაჭერა ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშრებით.[40] თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰოუპ ჰიქსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ „აუტიზმის კომისიის“ შექმნას განიხილავს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არის მიღებული.[41] 2018 წელს კენედიმ პრესას განუცხადა: „ჩვენ ვერანაირ წინსვლას ვერ მივაღწიეთ“, მან ვერ შეძლო ტრამპთან შეხვედრა და მთავრობა აღარ ავლენდა ინტერესს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.[42]
2019 წლის გაზაფხულზე, კენედის ოჯახის სამმა წევრმა — დამ კეიტლინ კენედი-ტაუნსენდმა, ძმამ ჯოზეფ პატრიკ კენედი II-მ და დისშვილმა მეივ კენედი-მაკკინმა გამოაქვეყნეს ღია წერილი Politico- ში, სადაც დაგმეს რობერტ კენედი უმცროსის ანტივაქსერული საქმიანობა. ისინი წერდნენ, რომ უყვართ "ბობი", როგორც პიროვნება და უაღრესად აფასებენ მის აქტიურობას გარემოსდაცვით საკითხებში, მაგრამ გმობენ მის ამჟამინდელ საქმიანობას, როგორც "ინსტიტუციებზე [ჯანმრთელობის სისტემის] თავდასხმის კამპანიის ნაწილს", და რომ ამ საქმიანობას სამწუხარო შედეგები მოჰყვება. ამერიკელებს ვაქცინების უფრო ეშინიათ, ვიდრე დაავადებების. მათ გაიხსენეს, რომ კენედის ოჯახის წინა თაობები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ, იბრძოდნენ ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად და არ ანადგურებდნენ მას.[43] რობერტ კენედი უმცროსის კიდევ ერთი დისშვილი, ექიმი კერი კენედი-მელცერი, ასევე წერდა New York Times- ში: „მე მიყვარს ჩემი ბიძა ბობი. მისით აღფრთოვანებული ვარ მრავალი მიზეზის გამო და პირველ რიგში მისი მრავალწლიანი ბრძოლის გამო სუფთა გარემოსთვის. მაგრამ როდესაც საკითხი ეხება ვაქცინებს, ის ცდება. ” [44]
2020 წელს COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე, რობერტ კენედი გახდა პანდემიისა და ვაქცინის შეთქმულების თეორიების მქადაგებელი. სოციალური მედიაში აქტიურობის შემდეგ კენედის მიმდევართა რიცხვი გაიზარდა 229,000-დან 665,000-მდე 2020 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე. 2021 წელს, არაკომერციული ორგანიზაცია ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (Center for Countering Digital Hate— CCDH) მიერ კენედი შევიდა"დეზინფორმატორთა ათეულში" — თორმეტ ყველაზე გავლენიან აქტივისტს შორის, რომლებიც ერთად წარმოადგენდნენ სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებულ ანტივაქსერების 65%-ს.[45][46] 2021 წლის თებერვალში კენედი დაიბლოკა სოციალურ ქსელ Instagram- ზე COVID-19 პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო .[47]
კენედიმ აშშ-ს პრეზიდენტების ტრამპისა და ბაიდენის სამედიცინო მრჩეველი და კორონავირუსის წინააღმდეგ საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ენტონი ფაუჩი დაადანაშაულა ფარმაცევტულ კომპანიებთან შეთანხმებაში. მისი აზრით, ფაუჩი, სავარაუდოდ, ნაწილობრივ ფლობს პატენტს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Moderna ვაქცინაზე და მდიდრდება მისი რეალიზაციით. ფაუჩიმ უარყო ეს ბრალდებები.[48] კენედის ხშირი სამიზნე გახდა მილიარდერი ბილ გეიტსი — მან წარმოაჩინა გეიტსი, როგორც დოქტორი ვილი ოსტინ პაუერსის ფილმების სერიიდან ამასთანავე გამოაქვეყნა გეიტსის ფოტო თავის ინსტაგრამზე წარწერით „ჩვენ მთელ თქვენს ფულს ჩიპზე დავდებთ და თუ ვაქცინაზე უარს იტყვით, ჩვენ გამოგირთავთ ჩიპს და თქვენ შიმშილით მოკვდებით“ [49] და დაადანაშაულა გეიტსი იმაში, რომ სურს თავად მოახდინოს ადამიანების "ჩიპირება" კანქვეშ მიკროჩიპების ჩანერგვით, ან „გენეტიკური მოდიფიცირება.“ კენედი ამტკიცებდა, რომ ბილ გეიტსი აკონტროლებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და დააწესა მისი ვაქცინაციის პოლიტიკა, რამაც გამოიწვია მხოლოდ დაავადებების გავრცელება — სავარაუდოდ, თანამედროვე მსოფლიოში პოლიომიელიტის შემთხვევების ნახევარი გამოწვეულია გეითსის ვაქცინებით.[50] 2020 წლის აპრილში სოციალურ ქსელში გავრცელდა კენედის დაუსაბუთებელი პრეტენზია, რომ " ბილ გეიტსის ფონდის " მიერ პოლიომიელიტის ვაქცინის ცდების შედეგად ინდოეთში პარალიზებული იყო "496,000 ბავშვი" — ფაქტობრივად, ჯანმო-ს თანახმად, პოლიომიელიტი ინდოეთში 2014 წლისთვის აღმოიფხვრა და შემთხვევები, როდესაც პოლიომიელიტის ვაქცინა იწვევს ფაქტობრივ პოლიო დამბლას, ძალზე იშვიათია.[51] კენედი შეუერთდა შეთქმულების თეორიებს 5G მობილური კომუნიკაციების საშიშროების შესახებ და აცხადებდა, რომ 5G იწვევს კიბოს, დნმ-ის დაზიანებას და "აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში " .
2020 წლის 29 აგვისტოს კენედი სიტყვით გამოვიდა ბერლინში გერმანიის კონსპირაციული ჯგუფის Querdenken 711-ის მიერ ორგანიზებულ მრავალათასიან მიტინგზე, სადაც ცდოლობდნენ მიეწვიათ გავლენიანი პიროვნებები, მათ შორის დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, მაგრამ მოწვეულთაგან ყველაზე ცნობილი რობერტ კენედი იყო. ბერლინელებთან სიტყვით გამოსვლისას კენედიმ ისაუბრა 5G-ის, ბილ გეიტსის და „საყოველთაო თვალთვალის“ წინააღმდეგ.
2021 წლის მარტში, კენედიმ ღია წერილი გაუგზავნა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომ COVID-19 ვაქცინები "იწვევენ ზიანს და სიკვდილს". ეყრდნობოდა რა საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს ვაქცინის გვერდითი რეაქციების ანგარიშის სისტემიდან (VAERS). "ზიანში" იგულისხმებოდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ და აღიარებულ გვერდით რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი და ცხელება. კენედიმ თქვა, რომ იგი მიიჩნევს VAERS სისტემას არასრულყოფილად, რომელიც მალავს ვაქცინების ზიანის ნამდვილ მასშტაბებს. მან მოითხოვა ბაიდენის ჩარევა და წესრიგის აღდგენა.
ხედვა 2004 და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
რედაქტირებაკენედი მხარს უჭერდა ჯონ კერის 2004 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც აქტიურ მოღვაწეს ეკოლოგიასთან მიმართებაში და აკრიტიკებდა ჯორჯ ბუშს.[52] Rolling Stone-ის 2006 წლის 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით " 2004 წლის არჩევნები მოპარული იყო?", კენედი ასკვნის, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპარა 2004 წლის არჩევნები.[53] მისი ინტერპრეტაცია და მეთოდოლოგია გააკრიტიკა Slate.com-ის ხელმძღვანელმა ფარჰად მანჯუმ.[54] მანჯუს კრიტიკას კენედიმ დეტალურად უპასუხა.[55]
2007 წლის ბოლოს კენედიმ [56] და მისმა — დებმა კერიმ და კეტლინმა [57] განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ ჰილარი კლინტონს .
რობერტ კენედი ასევე მონაწილეობდა კლინტონის სარეკლამო კამპანიაში სეზარ ჩავესის შვილიშვილთან ერთად.[58] 2008 წლის ოქტომბერში, რადიო გადაცემაში, სადაც მიღწევებისთვის დააჯილდოვეს, ინტერვიუს დროს აღნიშნა ბარაკ ობამას არჩევის აუცილებლობა.
შეხედულებები 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
რედაქტირებაკენედიმ მხარი დაუჭირა ბარაკ ობამას ხელახლა არჩევას. ობამაც და მიტ რომნიც ცდილობდნენ, გაეხადათ აშშ ნაკლებად დამოკიდებული უცხოურ ნავთობზე შიდა ენერგორესურსების შემდგომი განვითარების გზით. თუმცა კენედი პრეზიდენტ ობამასა და რომნის გეგმებს ფუნდამენტურად განსხვავებულად მიიჩნევდა. მას სჯეროდა, რომ რომნის ინტერესის სფეროს უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა თავისი მოკავშირეების დახმარება ტრადიციულ ენერგეტიკაში.
შეხედულებები კონ კენედის მკვლელობისა და უორენის კომისიის შესახებ
რედაქტირება2013 წლის 11 იანვრის საღამოს ჩარლი როუზმა ინტერვიუ ჩაწერა რობერტ კენედი უმცროსთან და მის დასთან — რორისთან დალასის ვინსპერ ოპერაში. ეს იყო მერის მაიკ როულინგის ერთწლიანი პროგრამის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის ცხოვრებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას. რობერტ ფ. კენედი უმცროსმა განაცხადა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი არ იყო პასუხისმგებელი მისი (რობერტ უმცროსი) ბიძის, პრეზიდენტის ჯონ ფ. კენედის მკვლელობაზე; მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მამა, რობერტ კენედი, "სრულიად დარწმუნებული იყო", რომ ეს არ იყო ოსვალდი. მისი აზრით, უორენის კომისიის მოხსენება იყო "დაბალი დონის თაღლითობა".[59]
რობერტ ფ. კენედი უმცროსმა, რომელმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, განაცხადა, რომ მისი რწმენით, „ბიძამისის მკვლელობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობდა“, რასაც „60 წლის განმავლობაში მალავდა“.
შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე
რედაქტირებარობერტ კენედი უმცროსი ვრცლად წერდა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. „ღარიბი ჩილე“ (ინგლ. Poor Chile) გამოქვეყნდა 1974 წელს Atlantic Monthly-ში, სადაც მან განიხილა გადატრიალება ჩილეს პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს წინააღმდეგ.[60] პოლიტიკოსის კალამს ეკუთვნის სარედაქციო სტატია გენერალ ზია-ულ-ჰაკის მიერ პაკისტანის პრეზიდენტის ზულფიკარ ალი ბჰუტოს სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.[61][62] 1975 წელს The Wall Street Journal-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც აკრიტიკებდა მკვლელობების საგარეო პოლიტიკის იარაღად გამოყენებას.[63] 2005 წელს მან დაწერა სტატია Los Angeles Times- ისთვის, სადაც დაგმო წამების მეთოდების გამოყენება პრეზიდენტ ბუშის დროს.[64] სენატორმა ედვარდ კენედიმ ეს სტატია გამოაქვეყნა აშშ-ს კონგრესის ოფიციალურ პუბლიკაციაში " Congressional Record ." [65]
2013 წელს კენედიმ გამოაქვეყნა სტატია «Rolling Stone»-ში, სადაც ნათელი მოჰფინა პრეზიდენტ ჯონ კენედის ბრძოლას საკუთარ სამხედრო და დაზვერვის აპარატთან, ამერიკის სამხედრო და იმპერიალისტურ ძალად გადაქცევისგან თავის ასაცილებლად.[66]
2016 წლის 23 თებერვალს ჟურნალმა Politico-მ გამოაქვეყნა მისი სტატია სირიაში სამოქალაქო ომის გამომწვევ მიზეზებზე. კენედიმ გააკრიტიკა ბარაკ ობამას, ჯოზეფ ბაიდენის, ჰილარი კლინტონისა და ჯონ კერის პოლიტიკა სირიასთან მიმართებაში. ასევე — აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი (აშშ პრეზიდენტი 1953-1961 წლებში, ჯონ ფ. კენედის წინამორბედი), ძმები დალესები (სახელმწიფო მოღვაწეები 1950-იან წლებში — ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელი ალენ დალესი და სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერ დალესი ), აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, ბუშები ( ჯორჯ ბუში და ჯორჯ ბუში ), დიკ ჩეინი, ტედ კრუზი, მარკო რუბიო (ტედ კრუზი და მარკო რუბიო რესპუბლიკელი სენატორები არიან, რომლებიც ცდილობდნენ მონაწილეობა მიეღოთ 2015-2016 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ პრაიმერში დამარცხდნენ დონალდ ტრამპთან). სტატიაში ის ამტკიცებდა, რომ სირიის რეჟიმი უფრო პროგრესული, ზომიერი და სეკულარულია, ვიდრე სუნიტური მონარქიები, რომ აშშ-ს მტრობა სირიის მიმართ გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ პრეზიდენტმა ასადმა უარყო მილსადენის მშენებლობა კატარიდან, რომელიც სარგებელს მოუტანდა მათ ადგილობრივ სუნიტ მონარქიებთან ერთად და ამჯობინა ირანიდან ლიბიის გავლით მილსადენის მშენებლობა, რომელიც სასარგებლო იქნებოდა რუსეთისთვის. მან განაცხადა, რომ სირიაში აჯანყება ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოების ერთობლივი ძალისხმევით მზადდებოდა და ამ პოლიტიკამ ISIS-ის წარმოშობა გამოიწვია. ამის საპირისპიროდ, კენედი მოუწოდებდა შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამების იდეალების დაბრუნებას და სამხედრო ნავთობის მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას.
პოლიტიკური პრეტენზიები
რედაქტირებარობერტ კენედიმ არჩევითი თანამდებობის დაკავება პირველად 2000 წელს გადაწყვიტა, როდესაც მას სურდა კენჭი ეყარა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის პოსტზე ნიუ-იორკიდან.[67] შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო 2005 წლის გენერალური პროკურორის არჩევნებში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო ლიდერი გამხდარიყო, რობერტმა კვლავ გადაწყვიტა არ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში მისი იმდროინდელი სიძის, ენდრიუ კუომოს ფაქტორის გათვალისწინებით, რომელთანაც არ სურდა დაპირისპირება.[68]
2007 წელს მიცემულ ინტერვიუში " O, The Oprah Magazine "-თან მან განაცხადა, რომ შეეძლო ნიუ-იორკის სენატორის პოსტზე კენჭი ეყარა, თუ ჰილარი კლინტონი გაათავისუფლებდა ადგილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით.[69] ეს თანამდებობა მამამისს ეკავა მანამ, სანამ არ მოკლავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კლინტონმა არჩევნებში წაგების შემდეგ დატოვა სენატორის თანამდებობა სახელმწიფო მდივნის პოსტის სანაცვლოდ, 2008 წლის 2 დეკემბერს რობერტმა განაცხადა, რომ არ სურდა სენატში არჩევა, რადგან ეს ძალიან ბევრ დროს მოითხოვდა, რომელიც მას სურდა ოჯახთან ერთად გაეტარებინა.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანია
რედაქტირება2023 წლის 3 მარტს ნიუ-ჰემფშირში სიტყვით გამოსვლისას კენედიმ განაცხადა, რომ განიხილავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას:[70]
„მე ვფიქრობ ამაზე. მე გადავლახე ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც მდგომარეობდა იმაში რომ ჩემმა მეუღლემ მწვანე შუქი ამინთო.“
|
2023 წლის 5 აპრილს პოლიტიკოსმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატიული პარტიიდან.[71] ამ ნაბიჯით რობერტ კენედი უმცროსი გახდა ოჯახის მეოთხე წევრი, რომელიც იყრის კენჭს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე.[72][73][74]
როგორც თავად არნიშნავს
ჟურნალისტური საქმიანობა
რედაქტირებაკენედის მაიკ პაპანტონიოსთან ერთად მიჰყავდა გადაცემა "ცეცხლის რგოლი", რომელიც გადიოდა რადიოსადგურზე. Air America Radio (ამჟამად გათიშულია), მიუხედავად იმისა, რომ კენედის სპაზმური დისფონია (ხმის კანკალი, რომლის დროსაც მეტყველება რთული გასარჩევია) [75] აწუხებს. "ცეცხლის რგოლი" ამჟამად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს.
რობერტ ფრენსის კენედიმ დაწერა რამდენიმე წიგნი და სტატია გარემოსდაცვით საკითხებზე. მისი სტატიები იბეჭდებოდა ისეთ პუბლიკაციებში, როგორიცაა The New York Times, The Washington Post, Los Angeles Times, Wall Street Journal, Newsweek, Rolling Stone, Atlantic Monthly, Esquire, The Nation, Outside magazine და The Village Voice.
პოლიტიკოსი ასევე არაერთი წიგნის და სტატიის ავტორია.
ოჯახური ცხოვრება
რედაქტირებარობერტ კენედი სამჯერ იყო დაქორწინებული.
პირველი ქორწინება ემილი რუთ ბლეკთან 1982 წლის 3 აპრილს გაიმართა.[76] წყვილს შეეძინა ორი შვილი: რობერტ ფრენსის კენედი III (დაიბადა 1984 წელს) და კეტლინ კენედი (დაიბადა 1988 წლის 13 აპრილს). წყვილი დაშორდა 1994 წლის 25 მარტს.
ემილისთან განქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ, 1994 წლის 15 აპრილს, კენედი დაქორწინდა მერი კეტლინ რიჩარდსონზე. ცერემონია გაიმართა სამეცნიერო გემზე, რომელიც იკვლევდა ჰუდსონს.[77] მათ შეეძინათ ოთხი შვილი: კონორ რიჩარდსონ კენედი (დაიბადა 1994 წელს), კირა ლემოინ კენედი (დაიბადა 1995 წელს), უილიამ ფინბარ კენედი (დაიბადა 1997 წელს) [78] და ეიდენ კაომან ვიკეს კენედი (დაიბადა 2001 წელს). 2010 წლის 12 მაისს კენედიმ მერისაგან განქორწინება მოითხოვა. სამი დღის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის.[79] 2012 წლის 16 მაისს მერი იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ სახლში, მის საკუთრებაში, ნიუ-იორკში, კისკოს მთაზე; ვესტჩესტერის ოლქის ექიმმა გარდაცვალება შეაფასა, როგორც თვითმკვლელობა ასფიქსიით გამოწვეული დახრჩობის ნიადაგზე.[80]
რობერტ კენედი მესამედ დაქორწინდა მსახიობსა და რეჟისორ შერილ ჰაინსზე . ნიშნობა გამოცხადდა 2014 წლის აპრილის ბოლოს და ქორწილი შედგა 2014 წლის 2 აგვისტოს, კენედის კომპლექსში ჰიანისპორტში, მასაჩუსეტსში. [81]
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1983 წელს 29 წლის კენედი დააკავეს რაპიდ სიტიში, სამხრეთ დაკოტას აეროპორტში ჰეროინის შენახვისთვის. მის ხელბარგში 182 მგ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.[9] კენედიმ აღიარა დანაშაული. სასამართლო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსამართლე მარშალი პ. იანგი, რობერტს მიუსაჯა ორწლიანი პირობითი პატიმრობა, პერიოდული ნარკოტესტირება, ანონიმური ნარკოტიკების საზოგადოებაში მკურნალობა და 1500 საათი საზოგადოებრივი სამუშაო.[9]
კენედი იყო ნიუ-იორკის შავარდენთა ასოციაციის პრეზიდენტი.[82] ის ასევე არის რაფტინგის მოყვარული, ჩატარებული აქვს ჯომარდობის რამდენიმე ტური კანადასა და ცენტრალურ ამერიკაში. [14][83] ის გამოჩნდა IMAX-ის დოკუმენტურ ფილმში Grand Canyon Adventure: River at Risk, სადაც ცურავს გრანდ კანიონის გასწვრივ თავის ქალიშვილთან და ანთროპოლოგ უეიდ დევისთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კონსერვატიული პორტალი: რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი: ჯონ კენედის მკვლელობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობდა (9 მაისი, 2023 წ.)
- კვირის პალიტრა: რობერტ კენედი-უმცროსი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და მას ბაიდენის მომხრეებიც ენდობიან - რა ვიცით 1963 წელს მოკლული პრეზიდენტის ძმისშვილზე (2023, 21 აპრილი)
- თბილისი Post: «USA Today» (აშშ): „რობერტ კენედი-უმცროსმა მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გამოაცხადა. მას ჯო ბაიდენის მომხრეებიც ენდობიან“ (21 აპრილი, 2023)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Robert F. Kennedy Jr. on JFK's Assassination: 'We Were All Crying'“. Parade. 2013-11-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-14. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
- ↑ Storrin, Matt (1969-06-07). „Folk Mass Honors RFK“. Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 2023-07-14.
- ↑ „Robert Kennedy's Words Sung In Mass Marking Assassination“. The New York Times. 1970-06-07.
- ↑ „Robert Kennedy, 17, Fined for Loitering; Pleads No Contest“. The New York Times. 1971-08-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-16. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
- ↑ Oppenheimer, p. 498.
- ↑ Dunlap, David W.; Perlez, Jane (1985-06-04). „NEW YORK DAY BY DAY; A Quiet Victory For Robert F. Kennedy Jr“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-07. ციტირების თარიღი: 2017-09-30.
- ↑ „Robert Kennedy Jr. Admits He Is Guilty In Possessing Heroin“. The New York Times. 1984-02-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-13. ციტირების თარიღი: 2017-09-30.
- ↑ „JFK Jr. Takes Bar Exam for Third Time“. Los Angeles Times. 1990-07-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-18. ციტირების თარიღი: 2016-03-12.
- ↑ 9.0 9.1 9.2 „AROUND THE NATION; Kennedy Son Given Probation in Drug Case“. The New York Times. 1984-03-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-25. ციტირების თარიღი: 2017-09-30.
- ↑ Worth, Robert (2000-06-22). „Eight at Riverkeeper Resign over Kennedy's Hiring of a Rare-Egg Smuggler“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-01. ციტირების თარიღი: 2017-09-30.
- ↑ Waterkeeper Alliance. Waterkeeper.org. ციტირების თარიღი: 2012-05-17.
- ↑ Robert F. Kennedy, Jr. Resigns as Waterkeeper Alliance President. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Staff დაარქივებული 2007-02-18 საიტზე Wayback Machine. , law.pace.edu
- ↑ 14.0 14.1 Robert F. Kennedy Jr დაარქივებული 2007-02-07 საიტზე Wayback Machine. , robertfkennedyjr.com
- ↑ The Idea დაარქივებული 2006-10-31 საიტზე Wayback Machine. , keepersprings.com.
- ↑ Charlie Rose, A conversation about the Hudson River pollution with Robert F. Kennedy, Jr. and John Cronin დაარქივებული 2008-02-18 საიტზე Wayback Machine. , charlierose.com.
- ↑ Official website დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine. , Keeper Springs.
- ↑ „Kennedy Gets Noted Defense, And 30 Days“. The New York Times. 2001-07-07.
- ↑ „US Navy resumes Vieques war games“. BBC News. 2001-08-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-04-09. ციტირების თარიღი: 2016-03-14.
- ↑ An Ill Wind Off Cape Cod დაარქივებული 2014-11-06 საიტზე Wayback Machine. , The New York Times, December 16, 2005.
- ↑ The Wind and the Willful დაარქივებული 2008-09-17 საიტზე Wayback Machine. , grist.org, January 1, 2006.
- ↑ {{{სათაური}}}. — 272 p, ISBN 0-385-51349-6.
- ↑ RFK JR – Live Earth YouTube-ზე.
- ↑ Paulson, Michael (2005-03-15). „A natural devotion“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ Rosenblatt, Roger (1999-07-19). „In Search of the Beauty And Mystery of Home“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-11. ციტირების თარიღი: 2010-05-22.
- ↑ Dixon, Darius (2012-10-12). „Robert F. Kennedy Jr.:Don't Blame Obama for green failures“. Politico.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-12. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
- ↑ Cusick, Marie (2013-10-03). „Robert F. Kennedy Jr. calls natural gas a "catastrophe"“. StateImpact Pennsylvania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-05. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
- ↑ Chumley, Cheryl K. (2014-09-23). „Robert Kennedy Jr.: We need laws to 'punish global warming skeptics'“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-20. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
- ↑ „Robert F. Kennedy Jr.: "The Only Thing We Have in Our Power is People Power!"“. 2014-09-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-01. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
- ↑ Lovett, Ken (2014-10-07). „Robert Kennedy Jr. endorses Eric Schneiderman for reelection“. New York Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
- ↑ Sun, Lena H. (November 15, 2019). „Majority of anti-vaccine ads on Facebook were funded by two groups“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-17. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Jonathan Jarry. (2021-01-16) The Anti-Vaccine Propaganda of Robert F. Kennedy, Jr.. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ 33.0 33.1 R. F. Kennedy, Jr.. (2005-06-20) Deadly Immunity (corrected). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-22. ციტირების თარიღი: 2023-07-14.
- ↑ {{{სათაური}}}.
- ↑ Oransky, Ivan. (2011-01-16) Salon retracts 2005 Robert F. Kennedy, Jr. piece on alleged autism-vaccine link. ციტირების თარიღი: 2011-10-27.
- ↑ Kennedy Jr., Robert F.. (2005-06-16) Deadly Immunity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-06. ციტირების თარიღი: 2015-06-18.
- ↑ Jeremy B. White (2015-04-07). „Robert Kennedy Jr. warns of vaccine-linked ‘holocaust’“. Sacramento Bee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-11. ციტირების თარიღი: 2015-04-09.
- ↑ Phillip, Abby. (2017-01-10) Vaccine skeptic Robert Kennedy Jr. says Trump asked him to lead commission on ‘vaccine safety’. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Allen, Arthur. (2017-02-15) RFK Jr. says Trump still wants 'vaccine safety commission'. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Lena H. Sun. (2017-02-08) More than 350 organizations write Trump to endorse current vaccines’ safety. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Allen, Arthur. (2017-01-11) Trump team denies new vaccination commission after Kennedy claims post. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ David Smith. (2018-02-21) Trump appears to abandon vaccine sceptic group denounced by scientists. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Kathleen Kennedy Townsend, Joseph P. Kennedy II, Maeve Kennedy McKean. (2019-05-08) RFK Jr. Is Our Brother and Uncle. He’s Tragically Wrong About Vaccines.. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Kennedy Meltzer, Kerry. (2020-12-30) Opinion | Vaccines Are Safe, No Matter What Robert Kennedy Jr. Says. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Shannon Bond. (2021-05-13) Just 12 People Are Behind Most Vaccine Hoaxes On Social Media, Research Shows. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ The Disinformation Dozen | Center for Countering Digital Hate. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Instagram bans Robert F Kennedy Jr over Covid vaccine posts (2021-02-11). ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ EST, Peter Carbonara On 2/28/21 at 11:46 PM. (2021-02-28) Robert F. Kennedy Jr. Accuses Dr. Fauci, Without Evidence, of Profiting from COVID Vaccines. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Porterfield, Carlie. (2020-08-15) Debunked Bill Gates Conspiracy Gets A Boost From RFK Jr., Marla Maples. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Shane O'Brien. (2020-05-07) Robert Kennedy Jr. claims Bill Gates 'owns the WHO'. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Daniel Funke. (2020-04-23) Facebook posts "The Gates Foundation "tested a polio vax in India between 2000 & 2017 and paralysed 496,000 children.". ციტირების თარიღი: 2021-05-14.
- ↑ Welch, Craig (2003-10-29). „RFK Jr. blasts Bush, champions Kerry“. The Seattle Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
- ↑ Was the 2004 Election Stolen? დაარქივებული 2006-06-02 საიტზე Wayback Machine. , Rolling Stone.
- ↑ Was the 2004 election stolen? No. დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine. , Salon News, June 3, 2006.
- ↑ Was the 2004 election stolen? RFK responds დაარქივებული 2009-12-13 საიტზე Wayback Machine. , Salon News, June 6, 2006.
- ↑ Robert F. Kennedy, Jr. endorses Hillary Clinton დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. , CNN, November 29, 2007.
- ↑ Kennedy Family Split On Endorsements დაარქივებული 2013-05-13 საიტზე Wayback Machine. , CBS News, December 16, 2007.
- ↑ Beth Fouhy (2008-02-02). „Clinton Ads Feature Kennedy, Chavez Kin“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-06. ციტირების თარიღი: 2008-02-02.
- ↑ RFK children speak about assassination in Dallas. The Big Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-08. ციტირების თარიღი: 2014-10-23.
- ↑ Kennedy Jr., Robert F. (February 1974). «Poor Chile». Atlantic Monthly.
- ↑ Kennedy Jr. Robert F. (February 25, 1979). «Plea to Pakistan». The Washington Post.
- ↑ Kennedy Jr., Robert F. (February 23, 1979). «Legacy at Stake in Pakistan». The Boston Globe.
- ↑ Kennedy Jr., Robert F. (Robert F. Kennedy, Jr. (December 16, 1975) «Politics and Assassinations». The Wall Street Journal
- ↑ Kennedy Jr., Robert F. (December 17, 2005). «America’s anti-torture tradition». Los Angeles Times.
- ↑ Congressional Record Index. (Vol 151 — Part 23). January 4, 2005 — December 30, 2005. by Senator Edward M. Kennedy. P.2054
- ↑ Kennedy Jr., Robert F. (November 20, 2013). «John F. Kennedy’s Vision of Peace». Rolling Stone.
- ↑ Moore, Martha T. (2005-01-18). „RFK Jr. ponders attorney general run“. Usatoday30.usatoday.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-04. ციტირების თარიღი: 2014-10-23.
- ↑ Hicks, Jonathan P. (2005-01-25). „Robert Kennedy Won't Run for State Attorney General“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2014-10-20.
- ↑ Tony Allen-Mills (2007-01-21). „Kennedy Jr. eyes Hillary’s Senate seat“. The Sunday Times. London. ციტირების თარიღი: 2008-02-02.[მკვდარი ბმული]
- ↑ Thomas Phippen. (2023-03-03) Robert F. Kennedy Jr 'thinking about' launching Democratic challenge to Biden for 2024 White House nomination. ციტირების თარიღი: 2023-04-21
- ↑ Anti-vaccine activist RFK Jr. challenging Biden in 2024 (2023-04-05). ციტირების თარიღი: 2023-04-21
- ↑ Robert F. Kennedy Jr. files paperwork to run for president as a Democrat | CNN Politics (2023-04-05). ციტირების თარიღი: 2023-04-21
- ↑ Robert F. Kennedy Jr. running for president in 2024. ციტირების თარიღი: 2023-04-21
- ↑ FEC Form 2 for Report FEC-1696043. ციტირების თარიღი: 2023-04-21
- ↑ Leibovich, Mark (2006-06-25). „Another Kennedy Living Dangerously“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-04. ციტირების თარიღი: 2007-01-23.
- ↑ „Robert F. Kennedy Jr. Weds Law Classmate“. The New York Times. 1982-04-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-29. ციტირების თარიღი: 2014-10-23.
- ↑ Brozan, Nadine (1994-04-20). „Chronicle“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-11. ციტირების თარიღი: 2012-05-17.
- ↑ Brozan, Nadine (1997-11-13). „Chronicle“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-29. ციტირების თარიღი: 2014-10-23.
- ↑ „Bobby Kennedy Jr. sues wife for divorce“. The Journal News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-15. ციტირების თარიღი: 2010-07-13.
- ↑ „Robert F. Kennedy Jr.'s Wife, Mary Richardson Kennedy, Dead“. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-16. ციტირების თარიღი: 2012-05-16.
- ↑ „Robert Kennedy Jr. weds actress Cheryl Hines at Kennedy compound“. CNN. 2014-08-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
- ↑ Robert F. Kennedy Jr დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , metroactive.com
- ↑ Waterkeeper Board Members დაარქივებული 2014-12-30 საიტზე Wayback Machine. , Waterkeeper Alliance