საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო (აშშ)

ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო (ინგლ. Food and Drug Administration; FDA) — აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ფედერალური სააგენტო. FDA პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვასა და ხელშეწყობაზე სურსათის უვნებლობის, თამბაქოს პროდუქტების, დიეტური დანამატების, რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პრეპარატების (მედიკამენტების), ვაქცინების, ბიოფარმაცევტული საშუალებების, სისხლის გადასხმის, სამედიცინო მოწყობილობების, ელექტრომაგნიტური გამოსხივების კონტროლისა და ზედამხედველობის, კოსმეტიკური ნაწარმის, ცხოველთა საკვების[2] და ვეტერინარული პროდუქტების კონტროლის გზით.

აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო
Food and Drug Administration
უწყების შესახებ
შეიქმნა 30 ივნისი, 1906
თანამშრომლები 18 000 (2022)[1]
ყოველწლიური ბიუჯეტი US$6.5 მლრდ (2022)[1]
უწყების ხელმძღვანელი ჯანეტ ვუდკოკი, აღმ. დირექტორი
მთავარი დოკუმენტი (და ა. შ.)
საიტი
fda.gov

FDA ძირითადად მოქმედებს „სურსათის, წამლებისა და კოსმეტიკური საშუალებების შესახებ ფედერალური კანონის (FD&C)“ მიხედვით, მაგრამ სააგენტო ასევე აღასრულებს სხვა კანონებს, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის აქტის „361-ე“ პუნქტის მიხედვით, ისევე როგორც მათთან დაკავშირებულ რეგულაციების დაცვით. ამ მარეგულირებელი სამუშაოების დიდი ნაწილი პირდაპირ არ არის დაკავშირებული საკვებთან ან წამლებთან, მაგრამ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლაზერის, მობილური ტელეფონების და პრეზერვატივის რეგულირება, ასევე დაავადების კონტროლს სხვადასხვა კონტექსტში არეგულირებს საყოფაცხოვრებო შინაური ცხოველებიდან დაწყებული ადამიანის სპერმის დონაციით დასრულებულ საკითხებს.

FDA-ს ხელმძღვანელი არის სურსათისა და წამლების კომისარი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი სენატის რჩევითა და თანხმობით. კომისარი ანგარიშვალდებულია ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივანს. დღეისთვის ამ თანამდებობას იკავებს ჯანეტ ვუდკოკი, რომელიც 2021 წლის 20 იანვრიდან კომისრის მოვალეობის შემსრულებელია.[3]

FDA-ს შტაბ-ბინა მდებარეობს უაიტ-ოკში, მერილენდის შტატში.[4] სააგენტოს ასევე 223 ოფისი და 13 ლაბორატორია გააჩნია, რომლებიც განლაგებულია ქვეყნის 50 შტატში, ასევე ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოში.[5] 2008 წლიდან FDA-მ დაიწყო თანამშრომლების გაგზავნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთში, კოსტა-რიკაში, ჩილეში, ბელგიასა და გაერთიანებულ სამეფოში.[6]

  1. 1.0 1.1 FY 2022 FDA Budget Request. FDA. ციტირების თარიღი: 14 January 2022
  2. Animal Food & Feeds. Food and Drug Administration. ციტირების თარიღი: March 14, 2015
  3. Kaplan, Sheila (20 January 2021). „Hahn Leaves F.D.A.; Woodcock Named Acting Commissioner“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2022.
  4. White Oak Campus Information. Food and Drug Administration (February 9, 2011). ციტირების თარიღი: May 12, 2017
  5. FDA Overview. Food and Drug Administration. ციტირების თარიღი: August 30, 2012
  6. FDA's International Posts: Improving the Safety of Imported Food and Medical Products. Food and Drug Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 10, 2010. ციტირების თარიღი: თებერვალი 5, 2022.