ენტონი ფაუჩი (ინგლ. Anthony Stephen Fauci; დ. 24 დეკემბერი, 1940, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მეცნიერი და იმუნოლოგი, რომელიც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორი და პრეზიდენტის მთავარი სამედიცინო მრჩევლია.

ენტონი ფაუჩი
ენტონი ფაუჩი
აშშ-ის პრეზიდენტის სამედიცინო მრჩეველი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 იანვარი, 2021
პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი
წინამორბედირონი ჯექსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ნოემბერი, 1984 – დღემდე
წინამორბედირიჩარდ კრაუზი

დაბადებული24 დეკემბერი, 1940 (1940-12-24) (84 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობააშშ-ის დროშა აშშ
შვილები3

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ექიმის სახით ფაუჩი ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს ამერიკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის სექტორში და რონალდ რეიგანის შემდეგ აშშ-ის ყველა პრეზიდენტის მრჩეველი იყო.[1] 1984 წლიდან არის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აივ/შიდსის კვლევაში და იმუნოდეფიციტის სხვა დაავადებების მკურნალობაში, როგორც მკვლევარი და როგორც NIAID-ის ხელმძღვანელი. 1983 წლიდან 2002 წლამდე ფაუჩი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული მეცნიერი ყველა სამეცნიერო ჟურნალში.[2] 2008 წელს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშმა, შიდსისგან დახმარების პროგრამაზე მუშაობისთვის ის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა, რომელიც აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა.[3]

COVID-19 პანდემიის დროს, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, როგორც თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ წამყვან წევრად მუშაობდა. ტრამპი ხშირად ეწინააღმდეგებოდა ფაუჩის რჩევას, ხოლო ტრამპის მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ფაუჩი ცდილობდა პოლიტიკურად შეარყიოს ტრამპის პოზიციები არჩევნებში. ზოგიერთი კი ამტკიცებდა, რომ ის მონაწილეობდა ვირუსის შექმნაში, ჩინურ ლაბორატორიაში.[4][5][6] ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ფაუჩიმ დაიწყო მუშაობა თეთრი სახლის COVID-19 რეაგირების ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად. ფაუჩი ასევე მუშაობს ბაიდენის მთავარ სამედიცინო მრჩევლად.[7][8]

  1. Alba, Davey; Frenkel, Sheera. Medical Expert Who Corrects Trump Is Now a Target of the Far Right (March 28, 2020). ციტირების თარიღი: April 9, 2020
  2. „Anthony S. Fauci Awarded the Highest Honor of the Association of American Physicians“. National Institutes of Health. April 15, 2007. ციტირების თარიღი: January 26, 2022. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. „Fauci: The Virus Hunter“. PBS (Special Documentary). 2021.
  4. Alba, Davey; Frenkel, Sheera. Medical Expert Who Corrects Trump Is Now a Target of the Far Right. The New York Times (March 28, 2020).
  5. Swanson, Ian. (July 13, 2020) White House goes public with attacks on Fauci.
  6. No, Dr. Anthony Fauci did not fund research tied to COVID-19 'creation' (February 1, 2021).
  7. Choi, Matthew. (December 3, 2020) Biden asks Fauci to stay on Covid team, become chief medical adviser. ციტირების თარიღი: December 7, 2020
  8. Baltimore, Kenya Evelynin (December 4, 2020). „Fauci accepts offer of chief medical adviser role in Biden administration“. The Guardian. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: December 7, 2020.