ზულფიკარ ალი ბჰუტო

ზულფიკარ ალი ბჰუტო (დ. 5 იანვარი, 1928, სინდჰი, პაკისტანი — გ. 4 აპრილი, 1979, რავალპინდი, პაკისტანი) — პაკისტანის პოლიტიკური მოღვაწე, პაკისტანის პრეზიდენტი (1971-1973 წწ.), პრემიერ-მინისტრი (1973-1977 წწ.), საგარეო საქმეთა მინისტრი (1963-1966 წწ.). დაამხეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ზულფიკარ ალი ბჰუტო
ზულფიკარ ალი ბჰუტო
პაკისტანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 დეკემბერი, 1971 – 13 აგვისტო, 1973
წინამორბედიაღა მუჰამედ იაჰია ხანი
მემკვიდრეფაზალ ილახი ჩოუდხური

პაკისტანის მე-9 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აგვისტო, 1973 – 5 ივლისი, 1977
წინამორბედინურულ ამინი
მემკვიდრემუჰამად ხან ჯუნეჯო

პაკისტანის ეროვნული ასამბლეის სპიკერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 1972 – 15 აგვისტო, 1972
წინამორბედიაბდულ ჯაბარ ხანი
მემკვიდრეფაზალ ილახი ჩოუდხური

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 1963 – 31 აგვისტო, 1966

დაბადებული5 იანვარი, 1929
სინდჰი, პაკისტანი
გარდაცვლილი4 აპრილი, 1979
რავალპინდი, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიაპაკისტანის სახალხო პარტია
მეუღლენუსრატ ბჰუტო
შვილებიშაჰნავაზი, მურთაზი, ბენაზირი
რელიგიაშიიტური ისლამი

ბავშვობა

რედაქტირება

დაიბადა 1928 წლის 5 იანვარს ლარკანაში მდიდარი მუსულმანის (ბრიტანეთის ინდოეთი, ამჟამად პაკისტანი), პაკისტანელი პოლიტიკოსის შაჰ ნავაზ ბფუტის ოჯახში. განათლება მიიღო ინდოეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

1947 წელს შევიდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. 1949 წელს იგი გადავიდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომლის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც წარმატებით დაამთავრა 1950 წელს. ამავე წელს შევიდა კრაისტჩერჩის ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1957 წელს მუშაობა დაიწყო გაეროში პაკისტანის წარმომადგენლობაში. 1963 წელს გახდა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1966 წელს დაიმსახურა პრეზიდენტ აიუბ ხანის კრიტიკა ტაშკენტის დეკლარაციაზე ხელმოწერის გამო, რის შემდეგაც დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1967 წელს დააარსა ოპოზიციური პაკისტანის სახალხო პარტია.

იგი გამოდიოდა ლოზუნგით „ისლამი ჩვენი რწმენაა, დემოკრატია — ჩვენი მმართველობის ფორმა, ხოლო სოციალიზმი — ჩვენი ეკონომიკური სისტემა“.

1970 წელს საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო ხმების უმრავლესობა დასავლეთ პაკისტანში, მაგრამ გაიმარჯვა პარტია ავამი ლიგამ, რომელიც მხარს უჭერდა აღმოსავლეთი პაკისტანის ავტონომიას. აიუბ ხანის შემცვლელმა იაჰია ხანმა არჩევნების შედეგები გამოაცხადა ბათილად, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი, რომელიც დასრულდა ბანგლადეშის შექმნით. იაჰია ხანი იძულებული იყო გადამდგარიყო. პრეზიდენტის ტანამდებობა დაიკავა ზულფიკა ალი ბჰუტომ.

პრეზიდენტი

რედაქტირება

ახალ პრეზიდენტს წინა პრეზიდენტისაგან გადმოეცა ბანგლადეშის პრობლემა. მას შემდეგ რაც ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრებმა აღიარეს ბანგლადეშის დამოუკიდებლობა, პაკისტანმა დატოვა თანამეგობრობის რიგები. 1972 წელს მიაღწია შეთანხმებას ინდირა განდისთან გაეყვანა ჯარები ქაშმირის სასაზღვრო რაიონებიდან. ბჰუტომ გააუქმა სამხედრო მდგომარეობა. 1973 წელს ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ რადგან პრეზიდენტის თანამდებობა გახდა სუფთა ცერემონიალური, დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ასევე ეკავა საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტები.

საკუთარ ხელში ძლიერი ხელისუფლების თავმოყრის შემდეგ გამოაცხადა ისლამური სოციალიზმის კურსის მხარდაჭერა. დაიწყო მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება, აშშ-ის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენისაგან თავის დაღწევა. 1973 წელს პაკისტანმა გამოაცხადა სეატოდან გასვლა. 1972 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სსრკ-ში.

გადატრიალება

რედაქტირება

1977 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა პაკისტანის სახალხო პარტიამ. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. პასუხად ბჰუტომ დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი მღელვარება. 1977 წლის 5 ივლისს ზულფიკარ ალი ბჰუტო დააპატიმრეს. გადატრიალებას ხელმძღვანელობდა მუჰამედ ზია-ულ ჰაკი. სამი კვირის შემდეგ დააპატიმრეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს ბჰუტოს ქალიშვილს ბენაზირს.

ტრიბუნალი

რედაქტირება

1977 წელს ზულფიკარ ალი ბჰუტო დააკავეს პოლიტიკური მკვლელობის ბრალდებით. მისი სასამართლო პროცესი დაიწყო 1977 წლის 24 ოოქტომბერს. 1979 წელს პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სიკვდილით დასჯას.

მიუხედავად რომის პაპის იოანე პავლე II-ის, გაეროს გენერალური მდივნის, ამერიკის პრეზიდენტის, სსრკ-ის გენერალური მდივნისა და სხვა ოფიციალური პირების თხოვნისა 4 აპრილს ზულფიკარ ალი ბჰუტო რავალპინდში საიდუმლოდ ჩამოახრჩვეს. მისი სიკვდილით დასჯა გამოაცხადეს 9 საათის შემდეგ, რის შემდეგაც მალევე დაიწყო საპრიოტესტო გამოსვლები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება