სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია

(გადამისამართდა გვერდიდან სეატო)

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ინგლ. Southeast Asia Treaty Organization — SEATO) — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კოლექტიური უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, იგივე მანილის პაქტის მიხედვით 1954 წლის 8 სექტემბერს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. ფორმალური ინსტიტუტები დაარსდა 1955 წლის 19 თებერვალს პარტნიორების შეხვედრაზე ბანგკოკში. ორგანიზაციის შტაბ-ბინაც მდებარეობდა ბანგკოკში. SEATO-ს წევრი გახდა რვა სახელმწიფო.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია
Southeast Asia Treaty Organization
აბრევიატურა SEATO
შეიქმნა 8 სექტემბერი, 1954
გაუქმდა 30 ივნისი, 1977
ტიპი სამხერდო ალიანსი
ემსახურება რეგიონს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
წევრები
პარტნიორი ქვეყნები
ქვეყანა ტაილანდი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია რუკა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია რუკა

ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აზიაში კომუნისტების წინსვლის შესაჩერებლად. როგორც წესი, სეატოს შექმნა ითვლება წარუმატებელ პროექტად, თუმცა მის მიერ დაფინანსებულმა კულტურულმა და საგანმანათლებლო პროგრამებმა ხანგრძლივი კვალი დატოვეს. SEATO დაიშალა 1977 წლის 30 ივლისს, მას შემდეგ რაც წევრების უმეტესობამ დატოვეს ორგანიზაციის რიგები.

გენერალური მდივნები

რედაქტირება
სახელი და გვარი ქვეყანა მმართველობა
პოტე სარასინი   ტაილანდი 5 სექტემბერი 1957- 22 სექტემბერი 1957
უილიამ ვორსი (მ/შ)   ავსტრალია 22 სექტემბერი 1957 - 10 იანვარი 1958
პოტე სარასინი   ტაილანდი 10 იანვარი 1958 - 13 დეკემბერი 1963
უილიამ ვორსი (მ/შ)   ავსტრალია 13 დეკემბერი 1963 - 19 თებერვალი 1964
კონთი სუფამონხონი   ტაილანდი 19 თებერვალი 1964 - 1 ივლისი 1965
ხესუს ვარგასი   ფილიპინები 1 ივლისი 1965 - 5 სექტემბერი 1972
სუნთორნ ჰონგლადარომი   ტაილანდი 5 სექტემბერი 1972 - 30 ივნისი 1977

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება