ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ავამი ლიგა (ბენგ. বাংলাদেশ আওয়ামী লীগბანგლადეშის სახალხო ლიგა) — ბანგლადეშის  მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია. დაარსდა აღმოსავლეთ პაკისტანში 1949 წელს.[1][2]

ავამი ლიგა
ბენგ. বাংলাদেশ আওয়ামী লীগ
ავამი ლიგა
ავამი ლიგა
ხელმძღვანელობა
ლიდერი შეიხ ჰასინა
ისტორია
დამფუძნებელი ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი
დაფუძნდა 23 ივნისი 1949
პოზიციები
იდეოლოგია მემარცხენე ცენტრიზმი
ცენტრიზმი
სოციალიზმი
სეკულარიზმი
ბენგალური ნაციონალიზმი
ლიბერალიზმი
სოციალ-ლიბერალიზმი
ეკონომიკური ლიბერალიზმი
ახალგაზრდული ფრთა ლიგა ჯუბო
შტაბ-ბინა ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში, დაკა
http://www.albd.org/

ავამი ლიგის დამფუძნებლებს შორის იყვნენ ბენგალელი ნაციონალისტები მოულანა აბდულ ჰამიდ ხან ბაშანი და შამსულ ჰუქი. ლიგას მოგვიანებით შეუერთდა ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი (პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრი 1956-1957 წლებში). ავამი ლიგა ჩამოყალიბდა დაკაში მუსლიმთა სახალხო ლიგის სახელწოდებით, როგორც ბენგალური ალტერნატივა დასავლეთ პაკისტანში დომინანტური მუსლიმური ლიგისა, რომელიც დისკრიმინაციას უწევდა აღმოსავლეთ პაკისტანის მოსახლეობას.[3]

პარტიამ სწრაფად მოიპოვა დიდი სახალხო მხარდაჭერა აღმოსავლეთ პაკისტანში ბენგალური ენის სტატუსისადმი წარმოებული კამპანიით. 1953 წელს პარტიის სახელწოდებიდან   ამოიღეს სიტყვა "მუსლიმი", რათა არ დაეფრთხოთ ინდუსი  მოსახლეობა. 1954 წელს ავამის ლიგის გაერთიანებულმა ფრონტმა, ორ სხვა სოციალისტურ და ერთ მუსლიმურ პარტიასთან ერთად, დიდი გამარჯვება მოიპოვა პროვინციული საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნებში.[4]

 
შეიხ19 ჰასინა. პარტიის ლიდერი 1981 წლის 21 თებერვლიდან

მემარჯვენე ფრთა, რომელიც ავამის ლიგის სათავეში იყო, შევიდა მთავრობის შემადგენლობაში, ჯერ აღმოსავლეთ პაკისტანში, ხოლო 1956 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, მისმა პოლიტიკამ არ დააკმაყოფილა პარტიაში მემარცხენე და დემოკრატიული ელემენტები და 1957 წელს მათ ჩამოაყალიბეს ეროვნული სახალხო პარტია ("ეროვნული ავამის ლიგა") აღმოსავლეთ ბენგალის სულიერი ლიდერის აბდულ ჰამიდ ბ(ჰ)აშანის ხელმძღვანელობით. სუჰრავარდი მალევე გადადგა ცენტრალური მთავრობის მეთაურის პოსტიდან, თუმცა აღმოსავლეთ პაკისტანში ავამი ლიგა დარჩა მმართველ პარტიად 1958 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებამდე, როდესაც ის, სხვა პარტიებთან ერთად, სამხედრო დიქტატურამ აკრძალა. ავამი ლიგამ განაახლა თავისი საქმიანობა 1962 წელს, პარტიების აკრძალვის მოხსნის შემდეგ, გამოეხმაურა მუჰამედ აიუბ ხანის რეჟიმის წინააღმდეგ.

 
ავამი ლიგის ახალი ოფისი. ბანგლადეში, დაკა

საბოლოოდ, ავამი ლიგა სათავეში ჩაუდგა ბენგალელთა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. მუჯიბურ რაჰმანის ხელმძღვანელობით ავამი ლიგამ მოიგო ომი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის. ბანგლადეშის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ავამი ლიგამ მოიგო პირველი საერთო არჩევნები 1973 წელს.[5]

1975 წლის ივნისში ავამი ლიგა გაერთიანდა ერთ პარტიად კომუნისტურ და სახალხო პარტიებთან და ეწოდა ბასკალი (ბანგლადეშის კრიშაკ სრამიკ ავამი ლიგა). მისი საბოლოო მიზანი იყო ქვეყანაში სოციალისტური წყობის აშენება. 1975 წლის აგვისტოში მუჯიბურ რაჰმანის მკვლელობის შემდეგ ის ფაქტობრივად დაიშალა. ავამი ლიგის  წევრების მიმართ   რეპრესიები გატარდა.  პარტიის ბევრი ლიდერი დახვრიტეს ან ციხეში ჩააგდეს. 1990 წელს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, ავამი ლიგა კვლავ გახდა ბანგლადეშის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე.[6]

1981 წლიდან პარტიის მეთაურია შეიხა ჰასინა ვაზედი, პრემიერ მინისტრი 1996-2001 წლებში და 2009 წლიდან. იგი ა ხელისუფლებაში დაბრუნდა 2008 წლის არჩევნების შემდეგ დიდი ალიანსის სათავეში, რომელშიც ასევე შედიოდნენ კონსერვატიული ნაციონალისტური  პარტია ჯატია, ნაციონალ-სოციალისტური პარტია, ბანგლადეშის მაოისტური მუშათა პარტია და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია.[7][8]

  1. Jahan, Rounaq (1 August 2014). "Political Parties in Bangladesh" www.cmi.no. Retrieved 10 June 2022. The Awami League which led the struggle for national liberation, self-describes itself as the ‘proliberation force’ in Bangladesh politics committed to promoting secular and social democratic values associated with the nation’s foundational principles: nationalism, democracy, secularism and socialism.
  2. "Bangladesh: Political Trends and Key Players" (PDF). Observer Research Foundation.
  3. "BSS-13 AL's new office building to be inaugurated tomorrow" დაარქივებული 2022-11-27 საიტზე Wayback Machine. . Bangladesh Sangbad Sangstha. Archived from the original on 28 December 2020. Retrieved 13 January 2019.
  4. DeRouen, Karl Jr.; Heo, Uk (2007). Civil Wars of the World: Major Conflicts Since World War II. Santa Barbara, Calif.: ABC-CLIO. p. 594. ISBN 978-1-85109-919-1.
  5. The Azad, 22 April 1954
  6. "Bangladesh has little to celebrate after the most violent election day in its history". The Guardian. 15 January 2014. ISSN 0261-3077. Archived from the original on 28 December 2020. Retrieved 6 April 2017.
  7. Husher, Hasan Jahid (31 December 2008). "Hasina wants to work with opposition". The Daily Star. Archived from the original on 28 December 2020. Retrieved 31 December 2008.
  8. "Birth of AL: Funds from sale of pens, watches paved the way". The Daily Star. 22 October 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავამი_ლიგა“-დან