მუჰამედ აიუბ-ხანი
მუჰამედ აიუბ-ხანი (დ. 14 მაისი, 1907, ჰარიპური, პაკისტანი — გ. 19 აპრილი, 1974, ისლამაბადი, პაკისტანი) — პაკისტანის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი. პაკისტანის მეორე პრეზიდენტი (1958-1969 წწ.), პრემიერ-მინისტრი (1958 წ.), შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. პრეზიდენტობა წარმატებული სამხედრო გადატრიალების ძალით ჩამოართვა პირველ პრეზიდენტ ისკანდერ მირზას. სახალხო დემონსტრაციებმა და მუშათა გაფიცვებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საპროტესტო აქციებს აღმოსავლეთ პაკისტანში, გამოიწვია მისი იძულებით გადადგომა.
მუჰამედ აიუბ-ხანი | |
პაკისტანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ოქტომბერი, 1958 – 25 მარტი, 1969 | |
წინამორბედი | ისკანდერ მირზა |
მემკვიდრე | აღა მუჰამედ იაჰია ხანი |
პაკისტანის მე-8 პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ოქტომბერი, 1958 – 28 ოქტომბერი, 1958 | |
წინამორბედი | ფეროზ-ხან ნუნი |
მემკვიდრე | ნურულ ამინი |
დაბადებული | 14 მაისი, 1907 ჰარიპური, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 19 აპრილი, 1974 ისლამაბადი, პაკისტანი |
პოლიტიკური პარტია | პაკისტანის მუსულმანთა ლიგა |
შვილები | გოჰარ აიუბ ხანი |
რელიგია | შიიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამუჰამედ აიუბ-ხანი დაიბადა ქალაქ ჰარიპურში, ეთნიკურად ეკუთვნის პუშტუნებს[1]. 1926 წელს აიუბ-ხანი შევიდა სანდჰურსტის სამეფო სამხედრო კოლეჯში. 1928 წელს იგი გახდა ბრიტანეთის არმიის მეორე ლეიტენანტი[2]. 1930 წლის 2 მაისს მას ლეიტენანტის, ხოლო 1937 წლის 2 თებერვალს კაპიტნის წოდება მიენიჭა[3][4].
1947 წელს, როდესაც შეიქმნა პაკისტანი, აიუბ-ხანი ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ძალებს და აღმოსავლეთ პაკისტანს (ამჟამად ბანგლადეში). იგი მემკვიდრეობით სამხედროა, მისი მამა მუჰამედი მსახურობდა დიდი ბრიტანეთის არმიაში მაიორის წოდებით. აიუბ-ხანმა დაამთავრა ალიგარჰის მუსულმანური უნივერსიტეტი, შემდეგ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო სასწავლებელი. იმ პერიოდისათვის, როდესაც პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა აიუბ-ხანი იყო ყველაზე უფროსი ოფიცერი წოდების მიხედვით. 1951 წელს დაინიშნა პაკისტანის არმიის მთავარსარდლად. 1954 წლიდან 1956 წლამდე ეკავა პაკისტანის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, ხოლო 1958 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა სამხედრო რეჟიმის მეთაური. 1960 წელს რეფერენდუმის შედეგად ფორმალურად მოახერხა თავისი მმართველობის ლეგალიზება.
სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ წამოიწყო ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომს.
ქვეყანაში ახორციელებდა პროამერიკულ კურსს, მისი მმართველობის პერიოდში შედგა პაკისტანის გაწევრიანება ისეთ პრო-ამერიკულ ორგანიზაციებში, როგორიცაა ბაღდადის პაქტი (რომელსაც შემდეგ სენტო ეწოდა) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციაში. იგი ახორციელებდა დაჩქარებული ეკონომიკური ზრდისა და ზომიერი რეფორმის პოლიტიკას. მან მიაღწია პაკისტანის მეორე კონსტიტუციის მიღებას, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიფარგლებოდა ე. წ. „ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებით”.
1967 წელს ზულფიკარ ალი ბჰუტომ ჩამოაყალიბა პაკისტანის სახალხო პარტია და შეუტია აიუბ-ხანის ადმინისტრაციის ეკონომიკურ, რელიგიურ და სოციალურ პოლიტიკას საერთოეროვნული ვიზიტის განმავლობაში[5]. აღნიშნულის გამო ბჰუტოს დაკავებამ კიდევ უფრო გააღიზიანა პოლიტიკური ოპოზიცია[5].
1968 წლის მაისში მუჰამედ აიუბ-ხანი მძიმედ დაავადდა და დაკარგა კონტროლი ქვეყანაზე. 1969 წლის მარტში აიუბ-ხანი გადადგა თანამდებობიდან პოლიტიკური ოპოზიციის ზეწოლის შედეგად.
მუჰამედ აიუბ-ხანი გარდაიცვალა 1974 წლის 19 აპრილს საკუთარ ვილაში ისლამაბადის მახლობლად[6][7][8]. აიუბ-ხანი კარგად ფლობდა ურდუს, ინგლისურს და რეგიონალურ ენას — ჰინდკოს[9].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jaffrelot, Christophe (2004) A history of Pakistan and its origins. Anthem Press, გვ. 69. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
- ↑ Leonard, Thomas M. (27 October 2005) Encyclopedia of the Developing World (en). Psychology Press, Leonard. ISBN 9781579583880. ციტირების თარიღი: 3 November 2016.
- ↑ "No. 33613". The London Gazette. 6 June 1930. p. 3572.
- ↑ "No. 34381". The London Gazette. 19 March 1937. p. 1827.
- ↑ 5.0 5.1 Wynbrandt, James (2009) A Brief History of Pakistan. Infobase Publishing, გვ. 196. ISBN 9780816061846. ციტირების თარიღი: 4 November 2016.
- ↑ „Ex President of Pakistan Ayub Khan, Dies“. Lawrence Journal-World (ინგლისური) (Vol.116 No.95). Islamabad, Pakistan. AP. 20 April 1974. p. 13. ციტირების თარიღი: 21 August 2016.
- ↑ „Ayub Khan dead at 67“. Star-News (Vol. 44 No. 28). UPI. 20 April 1974. ციტირების თარიღი: 21 August 2016.
- ↑ „Field Marshal Ayub Dead; Ex‐President of Pakistan“. The New York Times. 21 April 1974. ციტირების თარიღი: 21 August 2016.
- ↑ The Political Dilemmas of Military Regimes (1985), by Christopher S. Clapham, George D. E. Philip, p. 203.