ისკანდერ მირზა
ისკანდერ მირზა (ურდუ اسکندرمیرز; დ. 15 ნოემბერი, 1899, მურშიდაბადი, ინდოეთი — გ. 15 ნოემბერი, 1969, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — პაკისტანელი პოლიტიკური მოღვაწე. პაკისტანის უკანასკნელი გენერალ-გუბერნატორი (1955-1956 წწ.) და პირველი პრეზიდენტი (1956-1958 წწ.).
ისკანდერ მირზა | |
პაკისტანის გენერალ-გუბერნატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 აგვისტო, 1955 – 23 მარტი, 1956 | |
წინამორბედი | გულამ მუჰამადი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 მარტი, 1956 – 27 ოქტომბერი, 1958 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | მუჰამად აიუბ-ხანი |
დაბადებული | 15 ნოემბერი, 1899 მურშიდაბადი, ინდოეთი |
გარდაცვლილი | 15 ნოემბერი, 1969 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაისკანდერ მირზა დაიბადა 1899 წელს დასავლეთ ბენგალში. სასწავლებლად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში და იქ ელფინსტოუნის კოლეჯში დაეუფლა სამხედრო საქმეს. დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ, 1919 წელს, შევიდა ბრიტანეთის ინდოეთის შეიარაღებულ ძალებში. 1926 წელს ისკანდერმა თავი დაანება სამხედრო სამსახურს, გადავიდა ინდოეთის პოლიტიკურ სამსახურში და გაიგზავნა ჩრდილო-დასავლეთ სასზღვრო პროვინციაში, როგორც კომისრის თანაშემწე. ისკანდერ მირზა კომისარი გახდა 1931 წელს. ინდოეთის პოლიტიკური სამსახურის კომისრის რანგში თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ფედერალურად მართული ტომების ტერიტორიაზე. პაკისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მას ასევე ეკავა ბრიტანეთის ინდოეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა[1].
ისკანდერ მირზა დაინიშნა ახლად ჩამოყალიბებული პაკისტანის პირველ თავდაცვის მინისტრად და ეს თანამდებობა ეკავა შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 1954 წლის მაისში დაინიშნა აღმოსავლეთი პაკისტანის (ამჟამად ბანგლადეში) გუბერნატორად. თანამდებობის დაკავების შემდეგ მან ღიად განაცხადა, რომ უყოყმანოდ გამოიყენებდა ძალას პროვინციაში ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლების აღკვეთის მიზნით. გუბერნატორის თანამდებობაზე მისი პირველი ნაბიჯი იყო 319 ადამიანის დაპატიმრების ორდერის გაცემა, მათ შორის იყო ავამი ლიგის ორი ლიდერი მუჯიბურ რაჰმანი და იუსუფ ალი ჩოუდჰური. ივნისის შუა რიცხვებში დაპატიმრებულთა რაოდენობამ 1 051-ს მიაღწია, მათ შორის იყო ეროვნული ასამბლეის 33 წევრი და დაკის უნივერსიტეტის ორი პროფესორი.
1954 წლის ოქტომბრიდან 1955 წლის აგვისტომდე ისკანდერ მირზა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 1955 წლის 7 აგვისტოს პაკისტანის გენერალ-გუბერნატორი გულამ მუჰამადი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორი თვით შვებულებაში გაუშვეს, მირზა შეუდგა მისი მოვალეობის შესრულებას, ისკანდერმა მუჰამად ალი ჩოუდჰური ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. 1956 წელს მიიღეს პაკისტანის ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას გენერალ-გუბერნატორის მაგივად ეწოდა პრეზიდენტი. თუმცა ქვეყნის მეთაურის მოვალეობები და უფლებამოსილება ამ ეტაპზე არ შეცვლილა. დამფუძნებელმა ასამბლეამ ისკანდერ მირზა ერთხმად აირჩია პაკისტანის პრეზიდენტად[1].
1958 წელს ისკანდერ მირზამ გამოაქვეყნა 1956 წლის კონსტიტუციის შეცვლის პროკლამაცია. შესაბამისსად დაიშალა პარლამენტი და ქვეყანაში პირველად დამყარდა სამხედრო რეჟიმი. ამავე დროს პრეზიდენტმა ისკანდერ მირზამ მუჰამად აიუბ-ხანი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნა. აიუბ-ხანმა არ ისურვა პრეზიდენტის მარიონეტობა და 1958 წლის 27 ოქტომბერს ისკანდერ მირზა აიძულა დაეტოვებინა ქვეყანა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.
ისკანდერ მირზამ თავისი ცხოვრების დარჩენილი პერიოდი ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გაატარა. გარდაიცვალა 1969 წლის 15 ნოემბერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Shahab, Qudrat-Ullah (2005). Shahabnama, 21st, Karachi: Sang-e-Meel. ISBN 969-35-0025-3.
- Mirza, Humayun (2002). From Plassey to Pakistan. Washington, D.C.: University Press of America. ISBN 978-0-7618-1509-9.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Iskander Mirza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-09. ციტირების თარიღი: 2012-02-27.