შეიხ მუჯიბურ რაჰმანი (ბენგ. মুজিবুর রহমান, დ. 17 მარტი, 1920, ტონგიპარა, ფარიდპურის ოლქი, აღმ. ბენგალი — გ. 15 აგვისტო, 1975, დაკა, ბანგლადეში) — ბანგლადეშის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

მუჯიბურ რაჰმანი
მუჯიბურ რაჰმანი
ბანგლადეშის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აპრილი, 1971 – 12 იანვარი, 1972
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეაბუ საიდ ჩოუდჰური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 იანვარი, 1972 – 26 იანვარი, 1975
წინამორბედიტაჯუდინ აჰმედი
მემკვიდრემანსურ ალი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი, 1975 – 15 აგვისტო, 1975
წინამორბედიმუჰამედ მოჰამადულაჰი
მემკვიდრეხონდაკარ მოშტაქ აჰმედი

დაბადებული17 მარტი, 1920
ტონგიპარა, ფარიდპურის ოლქი, აღმ. ბენგალი
გარდაცვლილი15 აგვისტო, 1975 (55 წლის)
დაკა, ბანგლადეში
შვილებიქამალი, ჯამალი, რუსელი, ჰასინა და რეჰანა.

პაკისტანის შექმნის შემდეგ იყო ბენგალის ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე აღმოსავლეთ ბენგალში. 1949 წელს პარტია ავამი ლიგის (სახალხო ლიგა) ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1966-1974 წლებში პარტიის თავმჯდომარე. 1971 წლის დასაწყისში აღმოსავლეთ პაკისტანში მეთაურობდა ბენგალის ეროვნულ მოძრაობას, რომლის შედეგადაც შეიქმნა ბანგლადეში. 1972–1975 იყო ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი, 1975 წლის იანვარ-აგვისტოში პრეზიდენტი. მასვე 1971–1972 ეკავა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თანამდებობა.

1975 წლის 15 აგვისტოს სამხედრო გადატრიალების დროს მუჯიბურ რაჰმანი მოკლეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება