სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ინგლ. Southeast Asia Treaty Organization — SEATO) — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კოლექტიური უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, იგივე მანილის პაქტის მიხედვით 1954 წლის 8 სექტემბერს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. ფორმალური ინსტიტუტები დაარსდა 1955 წლის 19 თებერვალს პარტნიორების შეხვედრაზე ბანგკოკში. ორგანიზაციის შტაბ-ბინაც მდებარეობდა ბანგკოკში. SEATO-ს წევრი გახდა რვა სახელმწიფო.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია Southeast Asia Treaty Organization | |
---|---|
აბრევიატურა | SEATO |
შეიქმნა | 8 სექტემბერი, 1954 |
გაუქმდა | 30 ივნისი, 1977 |
ტიპი | სამხერდო ალიანსი |
ემსახურება რეგიონს | სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია |
წევრები |
პარტნიორი ქვეყნები 2 ქვეყანა |
ქვეყანა | ტაილანდი |
ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აზიაში კომუნისტების წინსვლის შესაჩერებლად. როგორც წესი, სეატოს შექმნა ითვლება წარუმატებელ პროექტად, თუმცა მის მიერ დაფინანსებულმა კულტურულმა და საგანმანათლებლო პროგრამებმა ხანგრძლივი კვალი დატოვეს. SEATO დაიშალა 1977 წლის 30 ივლისს, მას შემდეგ რაც წევრების უმეტესობამ დატოვეს ორგანიზაციის რიგები.
გენერალური მდივნები
რედაქტირებასახელი და გვარი | ქვეყანა | მმართველობა |
---|---|---|
პოტე სარასინი | ტაილანდი | 5 სექტემბერი 1957- 22 სექტემბერი 1957 |
უილიამ ვორსი (მ/შ) | ავსტრალია | 22 სექტემბერი 1957 - 10 იანვარი 1958 |
პოტე სარასინი | ტაილანდი | 10 იანვარი 1958 - 13 დეკემბერი 1963 |
უილიამ ვორსი (მ/შ) | ავსტრალია | 13 დეკემბერი 1963 - 19 თებერვალი 1964 |
კონთი სუფამონხონი | ტაილანდი | 19 თებერვალი 1964 - 1 ივლისი 1965 |
ხესუს ვარგასი | ფილიპინები | 1 ივლისი 1965 - 5 სექტემბერი 1972 |
სუნთორნ ჰონგლადარომი | ტაილანდი | 5 სექტემბერი 1972 - 30 ივნისი 1977 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Blaxland, John C. (2006). Strategic Cousins: Australian and Canadian Expeditionary Forces and the British and American Empires. McGill-Queen's University Press. ISBN 978-0-7735-3035-5.
- Boyer, Paul; Clark, Jr., Clifford; Kett, Joseph; Salisbury, Neal; Sitkoff, Harvard; Woloch, Nancy (2007). The Enduring Vision, 6th AP, Houghton Mifflin. ISBN 978-0-618-80163-3.
- Encyclopaedia Britannica (India) (2000). Students' Britannica India, Volume Five. Popular Prakashan. ISBN 978-0-85229-760-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Copy of the Southeast Asia Collective Defense Treaty (Manila Pact); 8 September 1954, from Yale Law School