რობერტ კენედი
რობერტ ფრენსის „ბობი“ კენედი (ინგლ. Robert Francis "Bobby" Kennedy; დ. 20 ნოემბერი, 1925 — გ. 6 ივნისი, 1968) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე და დემოკრატი სენატორი.
რობერტ კენედი Robert Kennedy | |
რობერტ კენედი თეთრ სახლში, 1964 წელი | |
სენატორი ნიუ-იორკიდან | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1965 – 6 ივნისი, 1968 | |
აშშ-ის 64-ე გენერალური პროკურორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1961 – 3 სექტემბერი, 1964 | |
პრეზიდენტი | ჯონ კენედი ლინდონ ჯონსონი |
დაბადებული | 20 ნოემბერი, 1925 ბრუკლაინი, მასაჩუსეტსი |
გარდაცვლილი | 6 ივნისი, 1968 (42 წლის) ლოს-ანჯელესი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ეთელ კენედი |
რელიგია | კათოლიკე |
სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და შემდგომ ვირჯინიის სამართლის უნივერსიტეტში. მუშაობდა იუსტიციის დეპარტამენტში და მსახურობდა სენატის რამდენიმე კომისიაში, სანამ გახდა იუსტიციის მინისტრი მისი ძმასთან – ჯონთან – 1961 წ. იგი გადადგა 1964 წელს, მისი ძმის მკვლელობის შემდეგ. 1964 წელს იგი ნიუ-იორკიდან აირჩიეს აშშ-ის სენატის წევრად. 1964 წელს მან ააგო თავისი საარჩევნო კამპანია ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ.
1968 წელს კენჭს იყრიდა პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან, მაგრამ კალიფორნიის პრაიმერის მოგების შემდეგ, 5 ივნისს, იგი მოკლა არაბმა ემიგრანტმა სირჰან სირჰანმა. მისი ცოლი, ეთელი, დარჩა 11 შვილით, მათგან მეთერთმეტე დაიბადა რობერტის მკვლელობის შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოლოთაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 466.