სამეგრელოს მთავრები

(გადამისამართდა გვერდიდან ოდიშის მთავრები)

დადიანები — ფეოდალური საგვარეულო საქართველოში (გვარ-სახელი ნაწარმოები უნდა იყოს საკუთარი სახელისაგან „დადი“). სავარაუდოა, რომ დადიანები და ვარდანისძენი ერთი საგვარეულოს ორი განშტოება იყო. წერილობითი წყაროებით ამ საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო იოანე (ივანე) დადიანი, რომელსაც 1046 ამბებთან დაკავშირებით მოიხსენიება „მატიანე ქართლისაჲ“. XII საუკუნის 80-იანი წლებისათვის დადიანები დასავლეთ საქართველოს უძლიერესი ფეოდალები იყვნენ (დადიანი, ბედან (ბედიან), დადიანი, ვარდან). XII-XV საუკუნეებში დადიანებს ეჭირათ ოდიშის და, სავარაუდოა, სამოქალაქოსა და ზოგჯერ სვანეთის ერისთავობაც.

სამეგრელოს მთავრები
გერბი
პერიოდი XVII - XIX საუკუნეები
დევიზი Hос Noli Tangere
ტიტული ოდიშის ერისთავი, სამეგრელოს მთავარი, იმერეთის მეფე
განშტოებები გურიელები
ქვეშევრდომობა საქართველოს სამეფო, ოდიშის სამთავრო, რუსეთის იმპერია
სამფლობელოები სამეგრელო, აფხაზეთი, სვანეთი, ლეჩხუმი, გურია,
სასახლეები ზუგდიდის სასახლე

XIV საუკუნის 20-იან წლებში დადიანების საგვარეულოს ერთი წევრი გურიის ერისთავიც გახდა; საგვარეულოს ერთი შტო, ბედან (ბედიან) დადიანის (XIII საუკუნის შუა წლები) ხანიდან მაინც, მემკვიდრეობით ფლობდა ოდიშის ერისთავობას. 1557 წელს ამ შტოს წარმომადგენელი ლევან I დადიანი დამოუკიდებელი მთავარი გახდა. ამის შემდეგ „დადიანი“ ოდიშის მთავრის ტიტულის აღმნიშვნელ ცნებად გადაიქცა. XVII საუკუნის 90-იან წლებში დადიანების პირველი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ლევან IV დადიანი იძულებული შეიქმნა ოდიში მიეტოვებინა და სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი გიორგი ლიპარტიანი (კაცია ჩიქოვანის ძე) გახდა. ჩიქოვანთა (ჩიქვანთა) გვარიდან დადიანის ტიტული პირველად კაცია I-მა, გიორგი ლიპარიტიანის ძემ, მიიღო (1704). ამრიგად, ოდიშის დადიანების მეორე დინასტიის ფუძემდებლები გიორგი ლიპარტიანი (გიორგი IV) და მისი ძე კაცია I იყვნენ. თანდათანობით დადიანი ოდიშის მთავრის ტიტულთან ერთად გიორგი IV-ის ძის ბეჟან I-ის შთამომავლების გვარ-სახელად გადაიქცა. ოდიშის სამთავროს გაუქმების შემდეგ „დადიანი“ მხოლოდ გვარის აღმნიშვნელ სახელად დარჩა. 1802 წელს რუსეთის მეფის სუბიექტი ხდება და რუსეთის იმპერიის პრინცის ტიტული ენიჭება.

დადიანების, სოხუმისა და ქართული ძალაუფლების სიმობოლო (დროშა) — ხელის მტევანი. [1]

1804 წლის ზაფხულში სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის ავტონომიური ნაწილი გახდა. ოდიშის ბოლო მთავარი-დადიანი დავით დადიანი იყო, რომელიც 1853 წელს გარდაიცვალა. დავითის უფროსი ვაჟი 7 წლის იყო, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ ის სამეგრელოს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, მმართველად კი დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე დანიშნა. 1867 წლის 4 იანვარს ნიკოლოზ დადიანი სრულწლოვანი გახდა და იმავე დღესვე სამეგრელოს ტახტის მემკვიდრემ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ს სასარგებლოდ სამეგრელოს მთავრის ტახტზე უარი განაცხადა. მისი „თხოვნა“ სასწრაფოდ დააკმაყოფილეს და დადიანთა ახალმა დინასტიამ პოლიტიკური ხელისუფლება ფორმალურადაც დაკარგა.

სამეგრელოს ერისთავები და მთავრები

რედაქტირება
 
დადიანების სასახლე ზუგდიდში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 3;
  • ბერძენიშვილი ნ., ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964;
  • ინგოროყვა პ., რუსთაველიანას ეპილოგი, თხზ. კრ., ტ. 1, თბ., 1963;
  • სოსელია ო., სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966;
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 3, გვ. 329, თბ., 1978
  • კაკაბაძე ს ., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წგნ 1. გვ. 65. ტფილისი., 1921;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯ. გამახარია, ლ. ახალაძე, დ. ჯოჯუა, აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები (საკითხავი წიგნი), გამომცემლობა "მერიდიანი", 2018. — გვ. 330, 331-332, ISBN 978-9941-25-542-7.