სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი I.

გიორგი I დადიანი ( გ. 1323) — ოდიშის ერისთავი, ბედან (ბედიან) დადიანის ძე.

ცხოვრება რედაქტირება

პირველად 1293 წელს იხსენიება ოდიშის ერისთავად, მაგრამ როდის მიიღო ეს ტიტული უცნობია. იგი აქტიურად მონაწილეობდა შინაფეოდალურ ომებში, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაიწყო დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ. გიორგი I დადიანის დროს ოდიშის საერისთავოში აიგო ხობის ტაძარი. იგი ეკლესიით ხელში გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდ. კედელზე შესაბამისი წარწერით, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი I დადიანი ატარებდა მანდატურთუხუცესის ტიტულს. მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ორ აღაპში. გიორგი I დადიანმა ოდიშის საერისთავოს ცხუმის საერისთავო მიუერთა და ოდიშის საერისთავოს დასავლეთი საზღვარი მდინარე კოდორიდან ანაკოფიის წყლამდე (დღევანდ. მდ. ფსირცხა) გადაიტანა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 27.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1967, [ტ.] 3;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962;
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას საერთო რედ., თბ., 1999.