კაცია II დადიანი
კაცია II დადიანი — ოდიშის მთავარი 1758-1788, ოტია დადიანის ძე.
1757 წელს ოდიშის დამხმარე ლაშქარს ხელმძღვანელობდა ხრესილის ბრძოლაში. 1770-1771 დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის კორპუსს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში (რუსული წყაროების ცნობით, საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა). 1780 კაცია II დადიანმა სოლომონ I-ის დახმარებით რუხის ბრძოლაში დაამარცხა აფხაზეთის მთავარი. შემდეგში იგი აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამთავრო სახლის შინაურ საქმეებში; ეხმარებოდა ზურაბ შარვაშიძეს თავისი ძმისწულის - ქელაიშ-აჰმედ-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაეხმარა დავით გიორგის ძეს იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში.
კაცია დადიანი მოხსენიებული იყო იერუსალიმის უფლის საფლავისთვის 1770 წელს შეწირულ მაცხოვრის ხატზე, რომელიც 1891-1892 წლებში ინახულა და აღწერა ნ. კონდაკოვმა[1]. მისი შვილი ბესარიონი იყო ჭყონდიდის ეპისკოპოსი 1828 წლამდე.[2]
ლიტერატურარედაქტირება
- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 444.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Кондаков Н., Археологичесое путешествие по Сирии и Палестине, 1904, ст. 276-279
- ↑ თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 28.