ოტია დადიანიოდიშის მთავარი 1728-1758, ბეჟან I დადიანის ძე. 1730 ფაქტობრივად აუჯანყდა ოსმალებს და მონაწილეობა არ მიიღო მათ ლაშქრობაში, რომელიც აფხაზეთსა და აზოვის ციხეს შორის მცხოვრები მთიელი ტომების დამორჩილებას ისახავდა მიზნად. ამის გამო ოსმალებმა ოდიშის სამთავრო დაარბიეს და ილორის წმ. გიორგის ეკლესია დაწვეს. თურქთა ამ ლაშქრობაში იმერეთის მეფე ალექსანდრე V იღებდა მონაწილეობას. შურისსაძიებლად ოტია დადიანი დაუკავშირდა იმერეთის ფეოდალთა ერთ ჯგუფს და მამუკა ბატონიშვილის ტახტზე აყვანას შეეცადა. ჩიხორთან ბრძოლაში 1732 წელს ოტია დადიანი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი იძულებული გახდა საჭილაო გადაეცა იმერეთის მეფისათვის. ამის შემდეგ ოტია დადიანი ერთხანს განაგრძობდა ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მან იმერეთის ფეოდალებთან ერთად 1740 წელს ააოხრა იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი ციხესიმაგრე ვარციხეში. შემდეგ ოტია დადიანმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ალექსანდრე V-სა და მის მემკვიდრე სოლომონ I-თან. ამ უკანასკნელს მეორე ცოლად ოტია დადიანმა თავისი ასული მარიამი მიათხოვა. 1757 წელს ოტია დადიანმა სოლომონ I-ს გაუგზავნა მაშველი ლაშქარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხრესილის ბრძოლაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;