სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი II.

გიორგი II დადიანი (გ. 1384) — ოდიშის ერისთავი 1345-1384 წლებში. ჰქონდა მანდატურთუხუცესის ტიტული. გიორგი დადიანს ერისთავობა მისცა გიორგი ბრწყინვალემ.

გიორგი II დადიანს, საკუთრივ ოდიშის საერისთავოს გარდა, ემორჩილებოდა გურიის საერისთავო და სვანეთის საერისთავოს ერთი ნაწილი (ბალს ქვემო სვანეთი). მისი ვაჟით, კახაბერით, დაიწყო გურიის საერისთავოს ბოლო დინასტია გურიელები. გიორგი II დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის ბედიის სამონასტრო კომპლექსის განახლებაში. მისი ფრესკა დედასთან, დედოფალ მარეხთან ერთად, გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე. მან დიდი ღვაწლი დასდო ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. დაკრძალულია ხობის მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.
  • ახალაძე ლ.. ბედიის ტაძრის ეპიგრაფიკა. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო (ლაპიდარული და ფრესკული წარწერები). თბილისი, 2005.
  • სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას საერთო რედ., თბ., 1999.
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წგ. 2, ტფ., 1914;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.