ლია ახალაძე
ლია ახალაძე (დ. 14 იანვარი, 1966, სამტრედია) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ლია ახალაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 იანვარი, 1966 (58 წლის) |
დაბ. ადგილი | სამტრედია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფიის განხრით. 1999 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII სს“. 1995 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ჯერ ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006-2008 წლებში თსუ სოხუმის ფილიალისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2011 წლიდან განათლების ფაკულტეტის დეკანი.
შრომები
რედაქტირებაიკვლევს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს, ისტორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 3 მონოგრაფია, 1 სასკოლო და 2 მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის თანაავტორობით.
დაჯილდოებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მადლობის სიგელით, იაკობ გოგებაშვილის სახლობის მედლით და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.