შამანდავლე დადიანი

(გადამისამართდა გვერდიდან შამადავლე დადიანი)

შამანდავლე დადიანი[1]ოდიშის ერისთავი 1470-1474 წლებში. ატარებდა გურიელის, სვანთა ერისთავისა და მანდატურთუხუცესის ტიტულებსაც. დიდი მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვანი საეკლესიო დოკუმენტის „მცნებაჲ სასჯულოჲს“ შედგენაში, რომლის ძალითაც დასავლეთ საქართველოს ეკლესია ერთიანი ქართული ეკლესიისაგან დამოუკიდებელი შეიქმნა.

ხოლო შემდგომად დაიპყრა ბაგრატ მეფემან იმერეთი და თავისუფლებასა ზედა მთავართა მათ დადიანსა, გურიელსა და შარვაშიძესა ხელი მოუწერა. ხოლო ჟამსა ამას მიიცვალა ლიპარიტ დადიანი და იქმნა დადიანად ძე მისი შამანდავლე. მოკვდა შამანდავლე წელს ქრისტესით 1474 და იქმნა დადიანად ბიძა შამანდავლესი ვამეყ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კალანდია გ., "შამანდავლე დადიან-გურიელის უცნობი გამოსახულება", ჟურნ. ისტორიანი N4 (134) : ზამთარი, 2024, გვ. 27-34