ნიკო დადიანი

(გადამისამართდა გვერდიდან დადიანი, ნიკო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დადიანი.

ნიკო დავითის ძე დადიანი (დ. 4 იანვარი, 1847, ზუგდიდი ― გ. 23 იანვარი, 1903, სანქტ-პეტერბურგი) — სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (1853-დან), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878).

ნიკო დადიანი

განათლება პარიზში მიიღო. მისი მცირეწლოვნების გამო სამთავროს განაგებდა დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად სამეგრელოში მთავრობა გაუქმდა. 1868 წელს დადიანმა უარი თქვა (დე-იურე) სამეგრელოს მთავრის უფლებებზე. 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1877 წლიდან პოლკოვნიკი. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ რუსეთის მთავრობამ დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ჭილაია ს., შვილები (ქრონიკა), თბ., 1973;