კაცია I დადიანი
კაცია I დადიანი (გ. 1710) — ოდიშის მთავარი 1704-1710 წლებში. 1704 წელს მამამ გიორგი IV-მ, დადიანის ტიტული მიანიჭა, თუმცა სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი თვითონ იყო. რამდენიმე წლის შემდეგ კაცია I დადიანმა მამა ოდიშიდან გააძევა და სამთავროს მართვას შეუდგა, მაგრამ მალე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 444.
წინამორბედი: გიორგი IV |
ოდიშის მთავარი 1704 - 1710 |
შემდეგი: გიორგი IV |