პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

-დათო_დათო

გამარჯობა, სავარჯიშოდ გამოიყენეთ ვიკიპედია:სავარჯიშო. სტატიებში ვარჯიში დაუშვებელია!--Rastrelli F 16:51, 25 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

რედაქტირება
გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

გთხოვთ დაიცვათ სტილი.--Rastrelli F 18:19, 25 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ე.ი. ფოტოს სტატიაში შესაყვანად საჭიროა ასეთი რამშეიყვანო [[ფოტოს სახელი|thumb|ფოტოს აღწერა]]. თუ გსურს ვიკიკოდებზე მეტის გაგება, ნახეთ ეს. ეხლა სურათის ატვირთვაზე – საერთო სერვერზე ატვირთვა მიზანშეწონილია, თუმცა შეგიძლია ქართული ვიკის სერვერზე ატვირთო. (მარხხნივ, "ინსტრუმენტები"-> "ფაილის დამატება"). ლიცენზია. ყველა ლიცენზია აქ არის წარმოდგენილი. აქედან შეგიძლიათ აარჩიოთ სასურველი ლიცენზია.--გიორგი  , 15:31, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

სქოლიო

რედაქტირება

სქოლიოში ტექსტის ჩასამატად გამოიყენე <ref>შენი ტექსტი</ref>. ასევე საჭიროა სტატიის ბოლოს ჩასვათ ასეთი კოდი – {{reflst}}. მაგალითი –<ref>–ების გამოყრნრბა- <ref>ვიკიპედია–თავისუფალი ენციკლოპედია</ref> მივიღებთ [1]. სქოლიოს მაგალითი - {{reflist}} მივიღებთ

  1. ვიკიპედია–თავისუფალი ენციკლოპედია

.

დავაზუსტებ სქოლიოზე. სტატიის ბოლოსკენ (უფრო სწორედ, მთავარი სტატიის შემდეგ, კატეგორიებამდე) ვწერთ


== სქოლიო ==

მის ქვეშ კი

{{სქოლიოს სია}}

--გიგი 16:38, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ვიკიფიცირება

რედაქტირება

ვიკიფიცირება ნიშნავს შიდა ბმულების მითითებას. რა არის შიდა ბმული – [[ ]] ამგვარი ფრჩხილი. ამ ფრჩხილში უნდა ჩაისმას სიტყვა – მაგ. [[ვიკიპედია]]მივიღებთ – ვიკიპედია. სიტყვა უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში. თუ ჩვენ გვჭირდება სიტყვის სხვა ბრუნვაში გამოყენება, ვიქცევით ამნაირად - [[ვიკიპედია|ვიკიპედიისა]]. დამატებითი ინფორმაციისვის შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედია:მასწავლებელი.--გიორგი  , 15:54, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ძალიან გთხოვ, ლიცენზირება ნუ გავიწყდება, ულიცენზიო სურათება შეიძლება წაიშალოს.--გიორგი  , 17:20, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

პ.ს. ფაილის სახელი უნდა იყოს ლათინური ასოებით დაწერილი. --გიორგი  , 17:21, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კარგი:) ე.ი. ესე იგი, თუ გსურს რომ ნებისმიერმა გამოიყენოს შენი სურათი (არამარტო ვიკიპედიაში, არამედ შესაძლოა სხვა ნებსმიერ ადგილას) სურათის გვერდზე ჩავი {{PD-self}} , ხოლო თუ გსურს რაიმე დამატებითი პირობს წაყენება – {{CopyrightedFreeUseProvided}} გამოიყენე ეს თარგი (გამოყენების მაგალით {{CopyrightedFreeUseProvided|თუ ნახსენები იქნება ავტორი }} )

პ.ს. ვიკიპედიაში უფრო მისაღებია {{PD-self}}–ის გამოყენება.--გიორგი  , 17:48, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გთხოვ მითითებული თარგები გამოიყენო სურათების ჩატვირთვისას. ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები--ცანგალა () 21:16, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ერთნაირ სურათებს ორჯერ ნუ ტვირთავ.--ცანგალა () 21:18, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი
სურათებს მიუწერე, თუ როდის გაქვს გადაღებული. ესეც საინტერესოა.--ცანგალა () 21:34, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი
ფაილი:Dmanisis naqalaqari1.jpg - მგონი ერთი სათაურით გაქვს ორი სურათი ჩატვირთული. გთხოვ ნახე ამ სურათზე რა წერია ბმული ფაილი...--ცანგალა () 21:41, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი
ნახე სტატია დმანისი - რაც შენ ფაილზე მიაწერე, როგორ მივუწერე ერთ-ერთ შენს მიერ ატვირთულ სურათს. მეორეს შენ გაუკეთე. წარმატებები.--ცანგალა () 22:12, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი
თვით სტატიაში მიაწერე. დმანისი. მე კი ჩავწერ, მაგრამ მინდა შენ ისწავლო.--ცანგალა () 22:21, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

სად? ვერანაირად ვერ ვხვდები.რამდენი ხანია ვეწვალები :( ქონდეს ასეთი სათაური: "დმანისი, ძველი ქალაქის ნაშთი" Serafita 22:29, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

სტატია დმანისი - პირველი სურათი არის შენი. აგრეთვე მესამე სურათიც. მესამეს მე ჩავუწერე, ხოლო პირველს შენ მიუწერე. როგორ? ძალიან ადვილია. შედი სტატიის რედაქტირებაში და ისე უნდა ჩაუწერო. მაგალითისთვის გადახედე სხვა სურათებს როგორ უწერიათ. აუცილებლად წელიც არის საინტერესო.--ცანგალა () 22:33, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი
ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს. მგონი რთული არ არის.  --ცანგალა () 23:04, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

Ok, ახლა კი alles klar, დიდი მადლობა! ჰო, მარტი შემშლია, აპრილში ვიყავი. ძალიან მაგრა კი ციოდა. Serafita 23:06, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ჯავახეთი

რედაქტირება

alles klar - ე. ი. გერმანული იცი.  . ახლა სტატია ჯავახეთი - ასე არ ივარგებს სტატიის დამატება. რატომ? შენ ხედავ სტატიაში არის ბმულები (რასაც ლურჯად ხედავ). აუცილებლად უნდა აკეთო ბმულები. ეს ვიკიპედიის წესია. შედი რედაქტირებაში და ნახავ ბმულების კეთების პრინციპს. ბმულები აუცილებლად სახელობით ბრუნვაში უნდა იყოს. უმარილო საჭმელი გემრიელი არ არის. ასე, რომ მარილი მოაყარე საქმეს.--ცანგალა () 23:11, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კარგი, ამის შემდეგ ნებსყოფით მოვეკიდები საქმეს: ნელა და ხარისხიანად. იმედი მაქვს, რომ ტექნიკურ საკითხებში დამეხმარები. დროებით. Serafita 23:20, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ქაჯის ციხე

რედაქტირება
სახელები სრულად. ვახუშტი ბატონიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ბმულები გააკეთე. --ცანგალა () 23:50, 26 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

სალამი, როგორც ვხედავ, გისწავლია ფაილის ატვირთვა. --მიშა () 06:19, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

სქოლიოს დაწერა

რედაქტირება

იქნებ მასწავლოთ სქოლიოს დაწერა? რაღაც სწორად არ გამომდის. Serafita 06:55, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი


დიდი სიამოვნებით. უპირველეს ყოვლისა სტატიაში (უმჯობესია სტატიის ბოლოს) ჩასვე ეს თარგი {{სქოლიოს სია}}, რათა გაკეთდეს ჩამონათვალი. შემდგომ გამოიყენეს ეს: <ref>ტექსტი, ანუ რაც გინდა რომ სქოლიოში ეწეროს</ref>, აი მაგალითი:

პამა<ref>რომელიც ერთიანდება გვარში კრაიტები</ref>, ასპიტისებრთა ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

მივიღებთ: პამა[1], ასპიტისებრთა ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

სქოლიო

  1. რომელიც ერთიანდება გვარში კრაიტები



სულ ესაა   წარმატებები :) პ.ს. თუ გაუგებრად დავწერე, შეგიძლია მომწერო და უკეთ აგიხსნი. --მიშა () 07:48, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

რას გვეტყვი?

რედაქტირება

ვიკიპედია:ყავახანა#თურქეთის ადმინისტრაციული დაყოფა - გთხოვ გადახედო. რატომ? რადგან შენ სტატიებში შემოიტანე ვილაიეთად. მე პირადად ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი (ამჟამად როგორ არის მიღებული საქართველოში). ცუდი არ იქნება თუ ყავახანაში შენ აზრს დააფიქსირებ. --ცანგალა () 09:40, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

მადლობა, მომავალში აღარ მოგაწვდი ინფორმაციას და შეგიძლია შენი აზრი საკუთრივ დააფიქსირო. ერთი თხოვნა მექნება გერმანული ტერმინოლოგიის გვერდით ქართული მნიშვნელობები მიაწერე. ეს ხომ ქართული ვიკიპედიაა. --ცანგალა () 13:21, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კვლავ ბმულების შესახებ

რედაქტირება

სტატიაში ჯავახეთი ბაიაზეთის ვილაიეთებიდან - აქ უნდა იყოს ერთი ბმული და თითოეულ სიტყვაზე ცალ-ცალკე. ე. ი. ბაიაზეთის ვილაიეთი. ეს ორი სიტყვა ერთად არის. ხოლო ერზრუმის უნდა დაუმატო ვილაიეთი. რამდენად ქართულია ბაიაზეთი და ერზრუმი გადახედე თარგი:თურქეთის პროვინციები. ვილაიეთი- იმ ყავახანის მიხედვით ვილაიეთი პროვინციად დავწერეთ. რამდენად სწორია ეს სხვა საკითხია. ცანგალა () 14:13, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ერზურუმი (პროვინცია) და არა ერზრუმი. ბაიაზეთი - რომელია? თარგში ვერ მივაგენი--ცანგალა () 19:29, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

მაშინ ტერმინებზე, კერძოდ კი ხშირად ნახმარ ტოპონიმებზე იმთავითვე უნდა იყოს შეთანხმება. "ერზურუმის" ბევრნაირი ვარიანტი არსებობს - "ერზრუმი", "არზრუმი", "ერზერუმი". სხვადასხვა წყაროში სხვადასხვანაირად იხმარება. თუმცა კი "ერზურუმი" ყველაზე იშვიათად გამიგია. 85.117.63.101 20:12, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

არსებობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები - ეს ალბათ გაგიგია. ამის მიხედვით არის შექმნილი ქსე (სამწუხაროდ ახალი წყაროები ნორმების არ გვაქვს), საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი. სამწუხაროდ წიგნების ცალკეული ავტორები, ჟურნალისტები თავიანთ წერილებში წერენ როგორც სურთ. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. თუ ახალი წყარო გაქვს, სადაც ქართული სალიტერატურო ენის ნორმები შეცვლილია გვითხარი. ერზურუმი (Erzurum), არზრუმი - ასე მოიხსენიებს ქსე. --ცანგალა () 20:21, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

სურათები

რედაქტირება

გამარჯობა Serafita, მაინტერესებს რატომ თვირთავ ერთი და იგივე სურათს რამდენიმეჯერ?--დათო_დათო (განხილვა) 21:13, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა,

ერთხელ რომ ავტვირთავ, საბოლოო ტექსტში მხოლოდ წარწერა ჩანს, ფოტო კი არა. ამიტომ ვტვირთავ ხელახლა.Serafita 21:24, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ამისათვის მრავალჯერ კი არ უნდა ატვირთო, არამედ სურათის სათაური შეცდომით არ უნდა შეიტანო სტატიაში.--ცანგალა () 08:40, 28 აპრილი 2009 (UTC)პასუხი


სქოლიო

რედაქტირება

გამარჯობა ისევ სქოლიოსთან დაკავშირებით. გასაგებია ეს შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; ელემენტი უნდა შეიცავდეს შინაარს.; $2 ფუნქცია. ამას რომ ვაკეთებ სასურველ ციტატას ბოლოს/შემდეგ, როგორც წესია უჩნდება სქოლიოს ნიშანი თავზე. მაგრამ ისევ და ისევ ვერაფერი გავუგე {{}} ნიშანს. სად უნდა ჩავსვა? რას ნიშნავს კონკრეტულად "სტატიის ბოლოს"? იქნებ დაწვრილებით ამიხსნათ? დიდი მადლობა

როდესაც რამე გაინტერესებს ან ყავახანაში ჩაწერე ან პირადად იმ მომხმარებელს დაუწერე ვინც შესძლებს პასუხის გაცემას. ასე საკუთარ თავს წერ.--ცანგალა () 20:33, 28 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კვლავ სურათების შესახებ

რედაქტირება

სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომწონს შენი სურათები. იცი რა უნდა გითხრა ფაილს როდესაც ჩატვირთავ, შემდეგ ფაილის სათაურს გაუკეთე კოპირება და წვალება აღარ მოგიხდება სტატიაში ჩასმისას. თუ არ დაიზარებ და სტატიებში ბმულებსაც თუ გაუკეთებ კარგი იქნება. --ცანგალა () 18:59, 29 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

მოხარული ვარ, რომ მოგწონს. ამიტომ "ქაჯის ციხეს" ჩემი ერთი საყვარელი ფოტოც დავამატე. ალბათ მოგეწონება. იმედია, ტექსტის სიმცირის გამო გვერდი არ გადაიტვირთება, თუმცა კი ბალანსი ნამდვილად არაა შენარჩუნებული. დიზაინზე როგორ უნდა ვიმოქმედო? თუ შემიძლია განლაგების შეცვლა (ფოტოს მარჯვნივ, მარცხნივ გადაადგილება), თუ ეს ადმინისტრაციის საქმეა? შეიძლება ინსტრუქციებში ბევრი სასარგებლო რამ წერია, რამაც შეიძლება მუშაობა გამიადვილოს, მაგრამ მათ საკითხავად ნებისყოფა არ მყოფნის. ძველი გზა ავირჩიე - შეცდომებზე ვსწავლობ. თუმცა კი საყვდურებსაც ხშირად ვიღებ ამის გამო.ბმულებს რაც შეეხება: აქაც ვერ ვითმენ და ყველგან მინდა რაღაცეები ჩავწერო. შესაბამისად, ბმულები გასაკეთებელი მრჩება. ასე არ მივატოვებ, გავაგრძელებ. თუმცა კი აქაც ჯობდა, იმთავითვე სრული ვერსიები ამეტვირთა. ამის გამო თუ არ "დავისჯები", მომავალში გამოვასწორებ.მაინტერესებს ერთი საკითხი, კერძოდ "ჯავახეთის" თემა. რუსულ ვერსიაში საკმაოდ მცირე რამ წერია, მგრამ არც ისე ერთობ მისაღები. როგორია ვიკიპედიას წესები? რას შვრებიან ამ დროს მომხმარებლები, როდესაც ტექსტი არაობიექტურია, ან მტკნარი სიცრუე? PS. ეს პასუხი აქ უნდა დამეწერა თუ საპასუხოდ სხვა გვერდი უნდა გამოვიყენო? იმედია, ასე საკუთარ თავთან არ მაქვს მიწერ-მოწერა.დიდი მადლობაSerafita 23:21, 29 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ვიკიპედიის ერთ–ერთი მთავარი დევიზია "იყავით გაბედულები" (რუსული – Правьте смело) თუ თვლი, რომ სტატია არაობეიქტურია, დაწერილია უამრივი შეცდომით, მასში დამახინჯებულია ფაქტები და ა.შ., შეგიძლია გაასწორო. რუსულ ვიკიპედიაში ძალიან მძლავრადაა მოკიდებული სომხური და ფაქტობრივად კონტრ–ქართული (სიტყვა ანტის გამოყენება არ მინდა) მოძრაობა. სომხური თანამედროვე და ძველი ისტორიკოსები საკმაოდ ამახინჯებენ ისტორიას, თუმცა ამას რუსულ ენაზე აკეთებენ. აქედან გამომდინარე, რუსულ ენაზე პრო სომხური ბევრი მასალაა. ჩვენ კი, ქართულადაც არ მოგვეპოვება საკმარისი მასალები :) ასე რომ, თუ ადაწყვეტ რუსული სტატიის ჩასწორებას, მოემზადე წინააღმდეგობის ქარიშხლისთვის. გარდა ამისა, იქნება უამრავი პსევდო წყარო, რომელთა წინააღმდეგობა მასალების უკმარისობის გამო ძალზედ რთულია.--გიორგი  , 05:03, 30 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

Serafita, გიორგიმ კარგად გითხრა "იყავით გაბედულები", მარცხნივ და მარჯვნივ სურათების გადატანა ნამდვილად შეგიძლია. მაგრამ წარმოიდგინე ერთი რამ ტექსტი როდესაც მცირე. ამ დროს ჯობია სურათების გალერეა გააკეთო როგორც მაგ. დავითგარეჯა. ისე სურათებს თუ Wikimedia Commons -ში ჩატვირთავ უკეთესი იქნება. სხვა ვიკიპედიაც გამოიყენებს. მაგ. ნახე ფაილი:David Gareja monastery complex.jpg იქ შენ კითხულოს თარგს სადაც წერია რომ ეს სურათი Wikimedia Commons-შია (ვიკისაწყობში). რაც შეეხება ჯავახეთს რუსულ ვიკიში. იქ თუ წაიკითხე სტატიის განხილვის გვერდი? რაც შეეხება ისტორიულ მონაკვეთს - იქ მე ჩავამატე თარგი, რომ სტატია ობიექტური არ არის. ალბათ ჯობია ჯერ შენი აზრი ადმინისტრატორებს გაუზიარო? რატომ? შენ რომ შეიტან ცვლილებებს სომხები კვლავ თავის ვარიანტს დააბრუნებენ. ამიტომ ჯობია ადმინისტრატორს გააცნო და შეეკითხო თუ როგორ მოიქცე? ტაქტიკურად მოგცევა ყოველთვის მომგებიანია. ru:Википедия:Запросы к администраторам . რუსულში რეგისტრირებული თუ არ ხარ აუცილებლად გაიარე რეგისტრაცია. დასჯით არავინ არ ისჯება, წარმოიდგინე ახალი მომხმარებლები ყველა შენსავით იქცევა და ძველები ყოველთვის ცოდოები ვართ რომ ყველას ყოველ წუთს გავახსენოთ ბმულები ნუ გავიწყდებააა.  ცანგალა () 11:29, 30 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

თორი

რედაქტირება

სტატიაში თორი - ნახე სურათს რა გავუკეთე გავადიდე, რითი? px-ჩანაწერით და ზევით ავიტანე. კიდევ ერთი რამ გავაკრვიოთ და გთხოვ შენ შეასწორო ბექა ჯაყელი - ბექა გადახედე, რომელ ბექა ჯაყელზეა საუბარი? --ცანგალა () 11:40, 30 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

უკვე დროა

რედაქტირება

Serafita, უკვე დროა ცოტა აქტიური გახდე. რას ნიშნავს? მიიღო მონაწილეობა ყავახანაში სხვადასხვა თემებში, სტატიების განხილვის გვერდებზე და ა. შ. ანანური (ძეგლი) - ნახე ეს სტატია. რატომ? აქ არის ორი სურათი, მაგრამ ერთი საუკუნით სხვაობაა. იქნებ მოგეპოვება შენ ასეთი ძველი სურათები სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით? საინტერესო იქნება. ბექა ჯაყელის შეცვლა არ დაგავიწყდეს.-ცანგალა () 20:46, 30 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კვლავ თხოვნა

რედაქტირება

პარხალი - გთხოვ ბმულები გადაამოწმო ხოლმე? რას ნიშნავს? ზოგჯერ ბმულები გადადის მრავალმნიშვნელობის გვერდზე და შესაბამისი ჩასვი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გაბრიელს. ბექა ჯაყელიც გთხოვ შეასწორო (ალბათ გახსოვს). --ცანგალა () 17:56, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი


გამარჯობა Zangala. გაბრიელ პატარაჲ ჩავასწორე, ბექა I ჩასწორებულია უკვე.
მაინტერესებს ფოტოები როგორ ჩავსვა იქ, სადაც მე მინდა? ვგულისხმობ დიზაინს (მარჯვნივ, მარცხნივ, შუაში). რაღაც არ გამომდის.
სამცხე-ჯავახეთის ძველ ფოტოებს რაც შეეხება, ამჟამად არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მოვიძიებ.
ერთი შეკითხვა კიდევ: როდესაც ფოტო ინტერნეტიდანაა გადმოტვირთული, მხოლოდ ლინკი უნდა მივუთითო?
PS. მიხარია, რომ მესხეთის თემაზე ბევრი სტატია გაქვს გაკეთებული. Serafita 18:15, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი
მარცხენა და მარჯვენა (სიტყვები უნდა ჩასვა left და right) - ძალიან გთხოვ დიზაინს გაუფრთხილდი. რაც შეეხება ფოტოებს ინტერნეტიდან - ცოტა ფრთხილად საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. სურათებთან დაკავშირებით მომხმარებელი:Island ან რასტრელს შეეკითხე (ე. ი. მათ უნდა მისწერო და არა შენს განხილვის გვერდზე დაწერო). ჯერ ადრეა, სანამ მეტ-ნაკლებად „დაგამხეცებ“ (არ გეწყინოს ასეთი მომართვა), მაგრამ იქნებ იფიქრო თუ სამცხე-ჯავახეთის მხარეს (ვგულისხმობ არა მხოლოდ ისტორიულს) კარგად იცნობ შექმნა პორტალი:სამცხე-ჯავახეთი. პორტალის ჩონჩხის გაკეთებაში მომხმარებლები დაგეხმარებიან. რომელი ერთი გითხრა მაგ. მომხმარებელი:George Mel. არსებობს ჯერჯერობით პორტალი:შიდა ქართლი პორტალი:კახეთი. ან დაიწყე და დამხეცდები  . იმედია ამჟამინდელ მაისის თვის ვიკიპროექტშიც (სტატიები რუსეთის შესახებ) დატოვებ შენს კვალს. --ცანგალა () 19:08, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი
სად უნდა ჩავსვა left და right?! როცა რამე არ მესმის, ასახსნელად სრული პასუხი მჭირდება თარგი:):( - ხომ ხედავ, "სმაილკაც" ვერ დამიწერია ხეირიანად.   --Serafita 23:13, 1 მაისი 2009 (UTC)--Serafita 23:13, 1 მაისი 2009 (UTC)--Serafita 23:13, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი
მე პირადად პარხალი სურათების განლაგება მომწონს. --ცანგალა () 19:12, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი
ვიკიპედია:სურათების რედაქტირება - რა ცუდია წესების გადახედვა რომ არ გიყვარს. სმაილები არ უშველის საქმეს.  . სურათებს შენ იღებდი?  -ცანგალა () 23:29, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი
მადლობა fuer die Tipps! თუ თვლი, რომ ყველაზე უგულისყურო და ზედმეტი კითხვების დამსმელი მონაწილე ვარ, შევეცდები გამოვასწორო.ფოტოებს მე თუ ვიღებდი? სად?ატვირთული ფოტოებიდან ყველა ჩემი გადაღებულია. მგონი ვუთითებ კიდეც. იმედი მაქვს, რომ სწორად ვუთითებ. გრეხილ ფრჩხილებში self-ს რომ ვსვამ, ხომ ნიშნავს, რომ ჩემი ფოტოა? --Serafita 10:56, 2 მაისი 2009 (UTC)პასუხი
ხარისხიან სურათებს ხარისხიანი ფოტოაპარატი სჭირდება. ხოლო ხარისხიან ფოტოაპარატებს ვრცელი ინხტრუქცია მოჰყვება. ე. ი. ფოტოაპარატის ხმარების ინსტრუქცია წაკითხული გაქვს? oder?  --ცანგალა () 11:49, 2 მაისი 2009 (UTC)პასუხი
eeecht?!........ კარგი, თუკი თვლი, რომ ჩემი ფოტოები სტატიებს ფონს უფუჭებს, მხოლოდ ტექსტებს ავტვირთავ. თუკი ჩემი ქართული Rechtschreibung-იც ცუდად მოგხვდება თვალში და მით უმეტეს სტატიის თემების არჩევაშიც უგემოვნო ვიქნები, შეგიძლია მშვიდად მითხრა. კარგ რჩევებს პატივს ვცემ!--Serafita 12:59, 2 მაისი 2009 (UTC)პასუხი
  --ცანგალა () 19:49, 2 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ბანა

რედაქტირება

სტატიაში ბანა - გადასამოწმებელია კარლო კოხის სახელი. ე. ი. კარლო თუ კარლ? ნახე ბმული კომლს სად გადაყევხარ.ნახე კომლის განხილვის გვერდი. --ცანგალა () 19:58, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი

Na und?!......   ვფიქრობ ერთმნიშვნელოვნად ოჯახის სინონიმია და ორგვარი დატვირთვა არ უნდა ქონდეს. ყოველ შემთხვევაში მე წყარო მაქვს მითითებული, ტერმინის სრულყოფილ განმარტებას კი სამწუხაროდ მომხმარებელს ვერ შევთავაზებ.--Serafita 22:05, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი
იქნებ ბანაში დუბლირებული სქოლიოები წამიშალო? მე ვერ ვშლი :( Serafita 20:46, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი

წინა აღმოსავლეთი

რედაქტირება

ამ სტატიას საერთაშორისო ბმულები სჭირდება. ვიკიპედია:ენათშორისი ბმულები. ერთი სათაური საკმარისია. ტექსტში არ არის საჭირო სტატიის სათაური.--ცანგალა () 22:19, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი

მაინტერესებს

რედაქტირება

ძალზე დამაინტერესა საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი I, თბილისი, 2005 წ. ავტორი.--ცანგალა () 21:53, 3 მაისი 2009 (UTC)პასუხი

[1] - ამ წიგნზეა საუბარი? სურათები ამ წიგნიდან არის? საავტორო უფლებები ხომ არ ირღვევა ვიკიპედიაში შემოტანით?--ცანგალა () 22:10, 3 მაისი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა ცანგალა,

მომკალი და ვერ ვხვდები ირიბი შეკითხვების დასმის არსს. იქნებ უფრო კონკრეტულად მკითხო? Bitte, klar und deutlich! --Serafita 06:49, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი

klar und deutlich: სურათები ამ წიგნიდან არის თუ შენი გადაღებულია? თუ ამ წიგნიდან არის საავტორო უფლებები ხომ არ ირღვევა ვიკიპედიაში შემოტანით? --ცანგალა () 11:07, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი
ცანგალა,

ხო, ეს [2] სწორედ ის წიგნია, საიდანაც ერთი სტატია ამოვიღე. სამწუხაროდ ახლა სამსახურში ვარ და ნამდვილად არ მაქვს შესაძლებლობა, გადავამოწმო ტექსტების ავტორები. უცნაურია, ისტორიული ძეგლების ტექსტებს, რომლებსაც შენ უთითებ, რომ ქსე-დანაა, ამ წიგნის ტექსტების იდენტურია. თუ საქართველოში ხარ და არ დაიზარებ, შეიარე პარნასში ან სხვა წიგნის მაღაზიებში. უეჭველად ექნებათ რომელიმე ფილიალში ეს წიგნი. ფოტოებსაც თვალს გადაავლებ. საწყენია, რომ ახსნა-განმარტებები მჭირდება. მართალია ვიკიპედიის წესებში ვერ ვერკვევი, მაგრამ საავტორო უფლებებისა მეტ-ნაკლებად გამეგება რაღაც. აი. ამ დროს 23:29, 1 მაისი 2009 (UTC) შემეკითხე, როგორც მახსოვს, უკვე, მე კი შესაბამისად გიპასუხე ამ 10:56, 2 მაისი 2009 (UTC) დროს. მგონი სრული პასუხი გაგეცი მაშინ. ხო, კიდევ. რიტორიკა ხარისხიან ფოტოებზე და ხარისხიან ფოტოაპარატებზე საჭირო არაა. ამაშიც მეტ-ნაკლებად ვერკვევი. გერმანიაში რომ ვცხოვრობდე, ხშირად მექნებოდა Schufa-ში მოხვედრის საშიშროება, რადგანაც ინსტრუქციებისა და დანართების კითხვისას მართლა უყურადღებო ვარ. Canon-ის ინსტრუქციას კი, მინდა გითხრა, საკმაოდ კარგად ვიცნობ! --Serafita 12:57, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი

სურათებთან დაკავშირებით კითხვა მას შემდეგ დამებადა, როდესაც ტექსტის იდენტურობას შევეხე (რასაც შენც აღნიშნავ ). ბოდიში სურათების დაეჭვების გამო. სურათებით ნამდვილად მოხიბლული ვარ. სამწუხაროდ დღესდღეობით წიგნის გადამოწმების საშუალება არ მაქვს.--ცანგალა () 13:36, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი
არა, სამწუხაროა, რომ შენ ეს კითხვა უფრო ადრე დაგებადა. --Serafita 13:57, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი
გეთანხმები, ინსტრუქციის (ფოტოაპარატის) კითხვიდან გამომდინარე ვიკითხე. იმიტომ რომ კარგი სურათი მხოლო ერთ ღილაკზე დაწკაპუნება არ არის. გუშინ კი დაემატა ამ წიგნთან დაკავშირებული ფაქტები. ტექსტის იდენტურობა სურათებზეც გადავიტანე. იმედია ნაპატიები ვარ.ცანგალა () 14:06, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი
  არაფერია, არ ღირს ამაზე ლაპარკი.

ხო, როგორც წიგნშია მითითებული, ტექსტები ენციკლოპედიური ხასიათისაა და მადლობას უხდიან ტექსტების (არ ვიცი, ყველა თუ იგულისხმება ამაში) მომზადებაში რამოდენიმე ქალბატონს. საოცარია, რატომ უნდა იყოს ტექსტები ქსე-ის ანალოგი? ამაში ცუდი არაფერია, მშვენიერი ტექსტებია. უბრალოდ 2005 წელს ახლის დაწერაც შეიძლებოდა.

იმედი მაქვს ჩემს სტატიებში ჩემი შეცდომები არ გამოგეპარება ხოლმე და მზად იქნები შენიშვნების მოსაცემად. მე საამისოდ მზად ვარ.

PS. სამცხე-ჯავახეთის პორტალს რაც შეეხება. ამაზე ვიფიქრებ. ჯერ-ჯერობით იდეის დონეზეა, მაგრამ მე თავად მინდა ვებ-გვერდის გაკეთება. იდეაში მხოლოდ ჯავახეთია. ვფიქრობ ჩაიდოს სერიოზული მასალები, რა თქმა უნდა ქართულად და შეძლებისდაგვარად სხვა ენებზეც (თუმცა ეს სწორედ იმაზე მინდა იყოს გათვლილი, რომ არაქართველმა ნახოს). იცი, ქართველი ავტორები მხოლოდ ქართულად წერენ. სამწუხაროდ დიდი სამეცნიერო დიასპორითაც არ გამოვირჩევით, სხვებისგან განსხვავებით. ეს ჩვენი სისუსტეა. ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, რეზიუმეს სახით მაინც რომ დაიდოს უცხო ენებზე ქართული მასალების ვარიანტები. ერთი სიტყვით, მთავარია მასალები იყოს. მათი ჭკვიანურად გამოყენება კი ყველგან შეიძლება. --Serafita 23:26, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი

საქართველოს სულიერი საგანძური - ქსე-დან არის. დღევანდელ საქართველოში შეიძლება სულიერიდან გამომდინარე „დაიტაცონ“ წიგნი და ამ დროს ქსე-ეს მასალებია. (მასალებთან კი არ მაქვს პრეტენზია, არამედ ფაქტთან). სასაცილოა თუ სატირალი არ ვიცი. მხოლოდ საქართველოს საგანძური რომ ყოფილიყო არ შეიძლებოდა? (რასაკვირველია შენ არ გეხება).

ახლა რაც შეეხება შენს პროექტს. საქართველოში ყველას უყვარს საკუთარი, პრეზიდენტი და არა ხელმძღვანელი ან თავმჯდომარე საზოგადოებებისა და ა. შ. საზოგადოებრივ მუშაობას არავინ ასრულებს. მე ჩემს აზრს გაგიზიარებ. მოდი გააკეთე აქ. ცოტა რთული იქნება როგორც ვხვდები. პორტალის ჩონჩხს გაგიკეთებენ ჩვედნი მომხმარებლები. გააკეთე და უპატრონე სამცხე-ჯავახეთის მხარეს (როგორც ვხვდები საინტერესოც არ იქნება, რადგან შენ ისტორიული ძეგლები გაინტერესებს). შეგიძლია სტატიები სხვა ენებშიც გააკეთო. ხოლო სურათებს გირჩევ ვიკისაწყობში ჩადო. ე. ი. ცენტრალურად (ყოველგვარი წესის დაცვით). ამით შენ საშუალებას აძლევ სხვა ენოვანმა ვიკიპედიებმაც გამოიყენონ შენი სურათი. ვინმეს თუ რამე დააინტერესებს მოგმართავს. შენი პირადი გვერდიც უფრო ინფორმაციული გახედე (და არა მხოლოდ ქართულ ვიკიში). ჩემი სურვილია ვიკიში გახდეს სამცხე-ჯავახეთი ინფორმაციული ქართველი მკითხველისთვის. შენი სურვილი კი პირადი გვერდის შექმნა. ვიკიში შენს მიერ დაწერილ სტატიებში სხვა მომხმარებლებიც ჩაერევა, შენს საკუთარ გვერდზე კი ყველაფერი შენ ხარ. ორი სხვადასხვა გზაა. არჩევანი კი შენ უნდა გააკეთო. ორივე გზაზე წარმატებები.   ცანგალა () 23:57, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი


მართალი ხარ. მართალია საბაზრო ეკონომიკა ვერ ავაწყვეთ, მაგრამ სამაგიეროდ ვიცით, კარგი იარლიყი როგორ მივაკრათ. ცუდია, როცა საქართველოში ყველაფრის გაყვანას გულზე ცდილობენ, გონებისთვის მერე ცოტა ადგილი რჩება. ეს კარგად გაყიდვად ”სულიერს“ რაც შეეხება. თუმცა, პოსტმოდერნული ეპოქისათვის ეს ჩვეულებივი ამბავია და ქართველები ”ენდემები“ არა ვართ ამ სამყაროში.
გვერდის შექმნის სურვილი დიდი ხანია მაქვს, მაგრამ, ვთვლი, რომ თუკი ორივეს გავაკეთებ, ეს ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. პირიქით, იარსებებს ორი გვერდი! ამასთან, ის მასალები, რომლებიც შეიძლება ჩემს ე.წ. ”პირად გვერდზე“ ჩავდო, სხვა ტიპის იქნება, რაც ვიკიპედიის ფორმატისათვის მოუხერხებელია. თან ორივეს სხვადასხვაგვარი მუშაობა ჭირდება. ე.წ. ”ჩემს პირად გვერდზე“ ავტომატურად შემეძლება ავტვირთო ამა თუ იმ ისტორიკოსის კვლევა, ნაწყვეტი მონოგრაფიიდან. ვიკიპედიას კი სხვაგვარი ტექსტი ჭირდება. მით უმეტეს ანალიტიკური ნაშრომი ხომ ვიკიპედიასათვის უცხოა! თან იმ ჩემს ე.წ. ”პირად გვერდს“ სხვა ფუნქციაც ექნება. მაპატიე, მაგრამ როგორი ენთუზიაზმითაც არ უნდა უდგებოდე ვიკიპედიის გამდიდრებას, ვიკიპედია სამეცნიერო ლიტერატურისათვის არაა მისაღები წყარო ციტირებისას. გესმის ალბათ, რასაც ვგულისხმობ. ისე კი სამცხე-ჯავახეთის მხარეზე კარგად ”გიმუშავია“.
მოკლედ, ყველაფერი შეიძლება, თუ კაცი მოინდომებს. ამ ერთი თვის განმავლობაში ნამდვილად გამიჭირდება, რადგანაც თავად მაქვს დასაწერი Bericht-ები ქართულად და გერმანულად, სამსახურის გვერდით კი ამას დიდი დრო მიაქვს. ახლა კი მთავარი ისაა, რომ ვიკიპედიის სტრუქტურაში ჩემთვის რაღაცეები ლაგდება და ვიცი ვის უნდა მივმართო, რატომ და მე თავად რისი გაკეთება შემიძლია.--Serafita 07:48, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
წარმატებები Bericht-ების დაწერაში. --ცანგალა () 17:57, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
 
მადლობთ!
რა ამის პასუხია და ძალიან არ მომწონს, ქართული ვიკიპედია (როგორც შენ გაიმეორე რამდენიმეჯერ !) საქართველოს დროით რომ არ მუშაობს.--Serafita 18:06, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
(როგორც შენ გაიმეორე რამდენიმეჯერ !) - ეს ვერ გავიგე? ამაზე მქონდა საუბარი?--ცანგალა () 18:15, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
ხო, შენიშვნა მივიღე ერთი-ორჯერ, რომ ეს "ქართული ვიკიპედიაა "(!). ამიტომ მგონი მართლწერის გარდა ცნება "ქართული" ასტრონომიულ დროზეც უნდა გავრცელდეს.   --Serafita 18:23, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
გასაგებია.--ცანგალა () 18:25, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

პასუხი:ფოტოს ატვირთვა - საავტორო უფლება

რედაქტირება

გამარჯობა Serafita, ინტერნეტიდან სურათის (ან სხვა მედია ფაილის) გადმოტანისას, პირველ რიგში აუცილებლად გადაამოწმეთ საავტორო უფლების საკითხი. თუ ცნობილია ფოტოს ავტორი (ან მასზე საავტორო უფლების მფლობელი), მაშინ საჭიროა მისი ნებართვა გამოყენებაზე, რასაც მოყვება პირობა გამოყენებაზე, მაგ. ვათავსებ საყოველთაო საკუთრებაში, ან სხვა რაიმე პირობით (იხ. თარგები:{{PD-author}}, {{Attribution}}, {{CopyrightedFreeUseProvided}}, {{Free use}}). თუ უცნობია ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი, მაშინ სურათი ვრცელდება ყოველგვარი პირობის გარეშე, ან ყოველგვარი პირობის დარღვევით. ასეთ დროს, ვებ-საიტის მფლობელთან/პასუხისმგებელ პირთან გადაამოწმეთ სურათის საკითხი. მაგ. ფაილი:Oshki saostigne darbazi.JPG ვნახე ერთ-ერთ საიტზე, ავტორი არ იყო მითითებული, შედეგად საკონტაქტო პირთან გადავამოწმე გამოყენების უფლებები და საკონტაქტო პირის წერილიდან ამონაწერი უფლებაზე, ფაილს მივუთითე სქოლიოს სახით.

რაც შეეხება სალიცენზიო თარგებს: სამივე სალიცენზიო თარგი, როგორც მიხვდით, ზოგადად განკუთვნილია საყოველთაო საკუთრებაში მყოფი მასალისთვის, იმ განსხვავებით, რომ თითეული მეტნაკლებად აკონკრეტებს მფლობელს. კერძოდ, ლიცენზია {{PD-self}} მიუთითებს საკუთარ სურათებზე (მედია ფაილებზე), როგორც იყენებდით კიდეც. ლიცენზია {{PD-user}} მიუთითებს ვიკიპროექტის მომხმარებელზე, რომელმაც ფაილი საყოველთაო საკუთრება გახადა (ამას გამოიყენებთ მაშინ, როცა რომელიმე მომხმარებლის მიერ გადაღებულ სურათს ატვირთავთ ან გამართავთ), ხოლო {{PD-author}} მიუთითებს სურათის ავტორზე, რომელმაც საყოველთაო საკუთრებაში ჩაუშვა ფაილი. იმედია ყველაფერი გასაგებად ავხსენი, თუ კვლავ სირთულეს წააწყდებით, მომწერეთ. Rastrelli F 06:56, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

სურათები, რომელთა გამოყენება გსურთ სტატიაში, ატვირთვას აღარ საჭიროებს, რადგან ვიკისაწყობში ყოფილა ატვირთული  . როდესაც სხვაენოვან ვიკიპედიებზე ნახულობთ სურათებს, დააკვირდით მითითებას მის ქვემოთ:
 
ეს ფაილი მდებარეობს Wikimedia Commons სერვერზე.
იხილეთ მისი აღწერის გვერდი იქვე ლიცენზიაზე ინფორმაციისთვის.
მართალია ქართულად სხვაგან არ ერწერება, მაგრამ დააკვირდით ლოგოს. თუ სურათი ვიკისაწყობშია ატვირთული, ამგვარის სტატიაში გამოყენებისთვის უბრალოდ სტანდარტულ კოდს მიმართეთ: [[ფაილი:სახელი|thumb|განიpx|აღწერა]] (მაგ. [[ფაილი:Maaloula001.jpg|thumb|200px|ტაძარი]]. თუ სურათს არ ახლავს ზემოთ მოყვანილი მითითება, მაშინ შეგიძლიათ იგი ქართულ ვიკიში ატვირთოთ თავიდან (იმ პრინციპით, რომელიც თავად მომწერეთ) იმავე ლიცენზიის გამოყენებით, რომელიც ახლავს მას (ამის გარკვევაში ყოველთვის დაგეხმარებით მე, ან სხვა საკითხში გარკვეული რედაქტორი).
P.S. რაც შეეხება ლიცენზიებს, არცერთი სურათი, თანახმად ლიცენზიისა, არ არის საყოველთაო საკუთრება, მაგრამ არის თავისუფალი ლიცენზიით გაშვებული (GNU FDL, სხვაგვარად ის ვიკისაწყობში 5 წთ-ზე მეტხანსაც კი ვერ დაჰყოფს  ).--Rastrelli F 17:25, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა Rastrelli!!!!
 წესების დარღვევაში გამოცდილება მაქვს უკვე და მეშინია სადმე "შავ სიაში" არ შემიყვანონ   --Serafita 18:10, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

საერთაშორისო ბმულები და ა. შ.

რედაქტირება

ამდენი საუბრის შემდეგ ვანდალიზმს მიჰყევი ხელი?  . სტატიაში მამულა - წაგიშლია, კატეგორია, საერთაშორისო ბმულები და თარგი. გთხოვ ყურადღებით. ეს ყველაფერი სტატიებში საჭიროა.--ცანგალა () 18:27, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

არა, მინდა შეგახსენო, რომ ვანდალიზმით დავიწყე. ახალი არაფერია. მამულა არ მესმის. მე მალულაზე დავწერე სტატია. ჰო, ყავახანაში დავწერე ჩემი აზრი PDF-ზე, მაგრამ მგონი ამ ყავახანაში არავინ შედის. კონკრეტულად რას ნიშნავს საერთაშორისო ბმული? ინსტრუმენტების ქვემოთ მარჯვენა ველში ენები რომაა? - ?!

PS. ამდენ კითხვას აუცილებლად უნდა უპასუხო თუ გაქვთ ადმინისტრატორებს რამე ლიმიტი? --Serafita 18:38, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

შემეშალა მალულას ვგულისხმობდი. საერთაშორისო ბმული - სხვაენოვან ვიკიპედიაზე გადაყავხარ. მეორე დავწერე მალულას განხილვის გვერდზე რაღაც ინფორმაცია. გადახედე. მომავალში აღარ გეტყვი ხოლმე რომ ჩაიხედო განხილვის გვერდზე. სხვა სტატიების განხილვის გვერდებზეც (თუ შენ ამას თვლი საჭირო) უნდა მიიღო მონაწილეობა. თქვა შენიშვნა და ა. შ.--ცანგალა () 18:45, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
გაეცანი საკუთარ ვანდალს მაშრიყი.--ცანგალა () 20:58, 6 მაისი 2009 (UTC)პასუხი

სურათების აღწერისას

რედაქტირება

გამარჯობა, სურათების აღწერისას ეცადე გამოიყენო თარგი {{ინფორმაცია}}, ეს თარგი ფაილებს ერთგვარ სტანდარტულ აღწერას აძლევს.--Rastrelli F 11:26, 12 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ბანა

რედაქტირება

გამარჯობა. მადლობას მიხდის იმიტომ, რომ ჯერ ვერ მოვიცალე მის მიერ განხორციელებული ტიპიური სომხური რევიზიონიზმის გასანეიტრალებლად. :) ბანას ტაძარი მართლაც სომხური მოდელითაა შექმნილი და ძალიან წააგავს ზვარტნოცს. აქედან გამოითქვა ვარაუდი რომ პირველად ამ ადგილზე ეკლესია იმიერ-ტაოში სომხური მმართველობის დროს უნდა აშენებულიყო მე-7 ს-ში. შემდეგ ქართველებმა თავიდან ააშენეს ადარნასე მე-2 დროს. ამის შემდეგ სომხებს ბანასთან შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ სერუჯის მსგავს მომხმარებლებს ძნელად თუ გააგებინებ ამას. როგორც კი დროს ვიხელთებ, შევეცდები შესაბამისი წყაროები მოვიშველიო. წარმატებები, --Kober 18:40, 14 მაისი 2009 (UTC)პასუხი


გილოცავთ!!!

რედაქტირება

თარგი:პასკალის დაბადების დღე ––– ფაილი:SoleteRayosÑajo.gif--(გ) 20:42, 18 ივნისი 2009 (UTC)პასუხი


ქაჯის ციხე

რედაქტირება

ამ სტატიაში შესავალი გაქვს გამოყოფილი და დასათაურებული. ვიკიპედიაში შესავალს არ ვასათაურებთ. ანუ სტატიის დასაწყისში ==შესავალი== უნდა მოაშორო :). პ. ს. კარგად არ მახსოვს, მაგრამ ქაჯთა ციხე ხომ არ ქვია? მე ასე ვიცოდი :) — დათო პასუხი 12:19, 20 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი :). კი შემეძლო შემეცვალა, მაგრამ ვიკიპედიაში ასე ვაკეთებთ ხოლმე, პატარა ხარვეზებს ავტორებს ვასწორებინებთ. მე რომ შემესწორებინა შესაძლოა ყურადღება არც კი მიგექციათ, ასე კი დაგამახსოვრდებათ და სხვა სტატიებში იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებთ. სახელს რაც შეეხება, რადგან წყაროც მითითებული გაქვს, ალბათ ქაჯის ციხეა მართლაც სწორი :). აბა, წარმატებები... — დათო პასუხი 08:00, 21 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ცარიელი გვერდები

რედაქტირება

გამარჯობა. ცარიელ გვერდებს ნუ ქმნით. - Island 14:03, 26 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

თუშეთი

რედაქტირება

სერაფიტა ფაილი:Tusheti August 2009 (164).JPG ეს რა სოფელია? ჩემს გვერდზე მომწერე თუ შეიძლება. --ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 05:41, 10 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

არა სერაფიტა მაგ გვერდზე არ მინახავს, როცა ატვირთე მაშინ ვნახე. ახლა ბუნებრივია, გასაგებია რომელიცაა. --ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 12:15, 10 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სერაფითა, გამარჯობათ, თავისუფალი ლიცნზიის მქონე სურათები ჯობია ატვირთოთ ვიკისაწყობში, რათა ინგლისურ, რუსულ და სხვა ვიკიპედიებშიც გამოვიყენოთ. წინასწარ მადლობა.-- იორგი(საუბარი) 16:58, 23 ოქტომბერი 2009 (UTC)პასუხი

ახალქალაქის სოფლები

რედაქტირება

Serafita გამარჯობა იქნებ კატეგორიები დაამატო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს და კიდევ ერთი იქნებ ასევე ქსე გამოიყენო ამავე სოფლებზე სტატიების წერისას.--ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 16:01, 1 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

მადლობა

რედაქტირება
დიდი მადლობა მოლოცვისთვის.--ცანგალა () 19:32, 7 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

კორხი

რედაქტირება

გთხოვ მხოლოდ ქსე არ მიუთითო, საჭიროა, ტომი, გვერდი, და წელი. თუ წერია ავტორის გვარიც. მაგ. სადროშო--ცანგალა () 12:01, 8 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

ახალქალაქის სოფლები

რედაქტირება

Serafita გამარჯობა. როდესაც სოფლებზე სტატიებს ვქმნიდი ამ გვერდიდან ვამატებდი ინფორმაციებს მოსახლეობის შესახებ. იქნებ შენც გამოიყენო. ნიმუშისთვის ეს სტატია ნახე. --ჯაბა ლაბაძე () 06:53, 12 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, აუცილებლად გამოვიყენებ. სერაფიტა 13:14, 12 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი


ფაილი:Petra-cixisdziri (4).JPG

რედაქტირება
 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Petra-cixisdziri (4).JPG-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

 იორგი(საუბარი) 14:49, 5 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

ფაილი:Petra-cixisdziri (3).JPG

რედაქტირება
 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Petra-cixisdziri (3).JPG-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

 იორგი(საუბარი) 14:49, 5 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

ფაილი:Petra-cixisdziri (1).JPG

რედაქტირება
 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Petra-cixisdziri (1).JPG-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

 იორგი(საუბარი) 14:49, 5 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

ფაილი:Petra-cixisdziri.JPG

რედაქტირება
 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Petra-cixisdziri.JPG-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

 იორგი(საუბარი) 14:49, 5 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი


ფაილი:Petra-cixisdziri (5).JPG

რედაქტირება
 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Petra-cixisdziri (5).JPG-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

 იორგი(საუბარი) 14:50, 5 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

ვიკიპედიაში არაფერი არ იშლება ეს ყველაფერი უნდა დააარქივო.--ჯაბა ლაბაძე () 15:20, 5 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

 , ok. სერაფიტა 16:57, 6 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

სერაფიტა. როდესაც სოფელზე ქმნი სტატიას თუ მსგავსი სახელის სოფელიც არსებობს მაშინ ფრილებში ვუწერთ (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), რომ განვასხვავოთ. აბა ნახე ახალსოფელი . წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე () 19:12, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

სერაფიტა გამარჯობა, აი თარგი გავაკეთე და გამოიყენე სოფლებზე სტატიების შექმნის დროს. {{ახალქალაქის მუნიციპალიტეტი}} --ჯაბა ლაბაძე () 19:57, 2 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ჰო, მეც მინდოდა დამატება, მაგრამ თარგის გაკეთება არ ვიცი :) მადლობ! სერაფიტა 20:03, 2 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

სკაპი გაქვს? გასწავლი სკაიპით. დამამატე. ჩემს გვერდზე წერია ჩემი სკაიპი. ჩემს სახელსა და გვარს რომ დააწკაპებ მერე დაინახავ. --ჯაბა ლაბაძე () 20:07, 2 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

სკაიპი სახლში არ მაქვს დაყენებული. ვირუსებმა შემომიტიეს ერთხელ და მას მერე აღარ ვაყენებ. სამსახურში დაგამატებ და იქნებ მერე მასწავლო. დიდი მადლობა! სერაფიტა 20:13, 2 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ბევრი სწავლება ამასაც არ უნდა. თარგი, რომაა ჩასმული ბოლოში ხომ ხედავ მაგას მარცხენა კუთხეში აწერია სამი ასო ხ, გ, რ. რ ასოს დააწექი. ეს რედაქტირებაა. დააკოპირე რაც მანდ იქნება და ჩასვი აი აქ {{ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი}} და მონაცემები შეცვალე. ცაწერე ნინოწმინდის სოფლები ანბანის მიხედვით და თარგიც მზადაა. ესაა სულ. --ჯაბა ლაბაძე () 20:24, 2 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

თარგის ჩასმა

რედაქტირება

სერაფიტა თარგის ჩასმის დროს სოფლის სტატიის ბოლოში საჭირო არაა მთლიანად ტექსტი ჩასვა. {{ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი}} აი ეს დააკოპირე თავის ფრჩხილებიანად და ეს ჩასვი. --ჯაბა ლაბაძე () 05:46, 3 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ფაილი:Davit gareji5.JPG

რედაქტირება
 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Davit gareji5.JPG-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. ნიკა () 15:55, 30 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ტაძრების შესახებ

რედაქტირება

ყავახანაში პასუხი გაგეცი, მაგრამ მინდა ეს ესტატიაც ნახო და ასე გააკეთო ის რაც იქ გირჩიე. — ჯაბა ლაბაძე () 07:26, 22 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ღართა

რედაქტირება

ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელი არის ღართა? — ჯაბა ლაბაძე () 07:25, 23 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

არა. არის ნასოფლარი და ეკლესია. მინდოდა შემექმნა ღართა მრავალმნიშვნელოვანით, რადგანაც ღართა როგორც სოფელი ყოფილა ხაშურშიც, მაგრამ ვერ გავაკეთე. სტატიას ჯერ ვერ დავდებ, მაგრამ მინდოდა მითითებული მაინც ყოფილიყო.— სერაფიტა განხილვაწვლილი 07:29, 23 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი შენიშვნა, იმედია არ გეწყინება აგარა ამ სტატიაში ჩაგისვამს ბმული აგარა (ასპინძის მუნიციპალიტეტი) და მიგიწერია ეკლესია ასპინნძის რაიონშიო. ვიკიპედიაში ფრჩხილებში მუნიციპალიტეტს ვუწერთ იმ შემთხვევაში თუ ეს სოფელია, ხოლო ეკლესიაზე შეგეძლო დაგეწერა აგარის ეკლესია (ასპინძა) ან კიდევ უბრალოდ აგარის ეკლესია, მაგრამ არა მუნიციპალიტეტი.— ჯაბა ლაბაძე () 07:31, 23 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

არა, როგორც წესია და საჭიროა, ისე უნდა იყოს. ეს რა არის, თავიდან სულ ყველაფერს ვურევდი ან ვშლიდი.— სერაფიტა განხილვაწვლილი 07:52, 23 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

სერაფიტა, ლიცენზიებტან დაკავშირებით მიმართე გიორგის, მე ნაკლებად კომპეტენტური ვარ ამ საქმეში, ისე მინდა გითხრა შენი სურათები ძალიან მომწონს. და კიდევ ბოდიში წერანდელი წერილისსთვის სხვამ მომწერა და ხელმოწერა არ დაუტოვებია. ბოლო ცვლილებებში შენი წერილი რომ ვნახე ვიფიქრე შენგან იყო მოწერილი.  ჯაბა ლაბაძე () 07:41, 23 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი, ეს ლიცენზია gaeser–მა მირჩია. მერე შენი რომ ვნახე, ვიფიქრე, უკეთესი იყო. დავტოვებ მაშინ ისევ ჩემსას, ე.ი. გიორგიმ კარგად მირჩია.

დოლისყანა

რედაქტირება

გამარჯობა Serafita. შემთხვევით დოლისყანის ტაძრის ფოტოები ხომ არ გაქვთ? ჩემს კლარჯეთულ კოლექციაში მხოლოდ რამდენიმე ფოტო აღმოვაჩინე სამწუხაროდ, რომლებიც ვიკიპედიისათვის ნაკლებად საინტერესოა. თუ დამეხმარებით, მადლობელი ვიქნები :). პატივისცემით, — დათო პასუხი 15:56, 25 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა დათო. მაქვს, მაგრამ კარგი ფოტოები არაა. ვნახოთ, მაინც ავტვირთავ. იქნებ ერთი მაინც გამოგადგეთ :) — სერაფიტა განხილვაწვლილი 06:43, 27 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
აი, დოლისყანის ფოტოები http://commons.wikimedia.org/wiki/Special:Contributions/Serafitaსერაფიტა განხილვაწვლილი 07:30, 27 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
მშვენიერი ფოტოებია! აუცილებლად გამოვიყენებ სტატიის გასაფორმებლად :). მადლობა! :) — დათო პასუხი 13:58, 27 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები

რედაქტირება

ასპანიძეების დარბაზი

რედაქტირება

სად წერია, რომ ეს დარბაზი მაინცადამაინც ასპანიძეებისაა? წყარო თუ შეიძლება.--Ouzo განხილვაწვლილი 10:49, 8 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ჯერ იქნებ მითხრა, რამ დაგაეჭვა? რამე განსხვავებული ინფორმაცია გაგაჩნია? და რატომ არ შეიძლება იყოს მაინცდამაინც ასპანიძეების? ჯერ ერთი, ფოტო ციტატა არაა რაიმე ტექსტიდან, წყაროები რომ მივუწერო. მეორეც, თავად სოფელზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე კარგი წყარო რა უნდა იყოს? — სერაფიტა განხილვაწვლილი 11:39, 8 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
მესხური დარბაზები არ არის შესწავლილი და გამოცემული?— Ouzo განხილვაწვლილი 12:36, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
არ ვიცი, ისტორიკოსი არ ვარ. მოკლედ, თუ საწინააღმდეგო ინფორმაცია გაგაჩნია შესაბამისი წყაროთი, შეგიძლია შეასწორო. — სერაფიტა განხილვაწვლილი 12:43, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ბარალეთი, კოთელია

რედაქტირება

პასუხი დავუწერე აქNodar Kherkheulidze განხილვა 12:00, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა. გთხოვთ შეიხედოთ ყავახანაში. არ მესმის თქვენი ასეთი მოქმედების. სურათები რა ფორმით იქნება, ამას ხომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა? ნოდარმა მხოლოდ ის სახე მისცა გალერეას, რომელიც უფრო მიღებულია და რომელიც უფრო კარგ ვიზუალურ სახეს აძლევს სტატიას, ამასთან, პირვანდელი გალერეის ერთ–ერთი სურათი სტატიას ვიზიულურად ამახინჯებდა თავისი ზომით. რაც შეეხება სურათების ამოღებას, მე ისინი კვლავ დავაბრუნე, რადგან სანამ ისინი ვიკისაწყობში ინახება, მათი გამოყენების უფლება გვაქვს. თუ აღარ გსურთ მათი გამოყენება რომელიმე ვიკიპედიაში, სწორედ საწყობში მოითხოვეთ წაშლა. — მიხეილ (მომწერე) 14:00, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გილოცავთ

რედაქტირება

Serafita, ვიკიპედიელების სახელით სულითა და გულით მოგილოცავ დაბადების დღეს. მრავალი კარგი ფოტოსურათით გაგემდიდრებინოს ვიკიპედია. საუკეთესო სურვილებით --ცანგალა () 18:41, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ვუერთდები მილოცვას საუკეთესო სურვილებით. — G.G. 19:45, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
გილოცავ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ  . Deu aw 14:21, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ვუერთდები მოლოცვებს, საუკეთესო სურვილებით.--Ouzo განხილვაწვლილი 14:25, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ვუერთდები მოლოცვებს ასევე საუკეთესო სურვილებით. --ჯაბა ლაბა 14:33, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი


დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში კი ცანგალას :)

სტატია

რედაქტირება

თქვენი სტატია ფილების შესახებ წაიშალა. მიზეზი - თხრობა არ იყო ვიკიპედიიური, აკლდა ნეიტრალურობა. გადახედეთ შემოტანილი სტატიის წყაროს და დაიცავით ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი --Henry McClean განხილვაწვლილი 04:52, 1 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

თარსუსი

რედაქტირება

გამარჯობა. როდესაც ვამატებთ ინფორმაციას რომელიმე სტატიას, მაგალითად თარსუსის სტატიას და იმავე სტატიაში ვქმნით ბმულს ამავე სტატიაზე თარსუსი - ასეთი რედაქტირება არასწორია. პირველ რიგში - სტატიის ტექსტში იმავე სტატიაზე ბმული არ აისახება. მეორე რიგში - აისახება მუქი ასოებით, რაც ვიკიპედიაში ტექსტის ფორმატირების პრინციპებისგან შორს არის. მაგალითად - ამ გვერდს ეწოდება მომხმარებლის განხილვა:Serafita. მე ვქმნი ბმულს

[[მომხმარებლის განხილვა:Serafita]]

რომელიც გადაიქცევა

მომხმარებლის განხილვა:Serafita-დ.

იგი არის მუქად და არ აისახება ბმულის სახით, ვინაიდან ამავე გვერდზე ვიმყოფებით. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:52, 12 აგვისტო 2015 (UTC)პასუხი


მადლობა. ახლა შევამჩნიე, ავტომატურად მომინიშნავს--სერაფიტა განხილვაწვლილი 16:12, 12 აგვისტო 2015 (UTC)პასუხი

ომარ ფაიგ ნემანზადე

რედაქტირება

ომარ ფაიგ ნემანზადე — შეტანილ ინფორმაციას მიუთითეთ წყარო. გიო ოქრო 13:03, 23 თებერვალი 2022 (UTC)პასუხი