კრაიტი ანუ ბუნგარები (ლათ. Bungarus) — შხამიანი გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. ხერხემლის გასწვრივ მოზრდილი ქერცლები გასდევს. გვარში 12 სახეობაა. გავრცელებულნი არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანიდან, ინდოეთის გავლით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მალაის არქიპელაგამდე. საშუალო ზომის გველები (1,5 მ-მდე), მომრგვალო, ბლაგვი თავით. სხეული ბოლოვდება მოკლე კუდით. ზურგის გასწვრივ გააჩნიათ კილი, რომელიც წარმოქმნილია ექვსკუთხა ქერცლებისაგან. შხამიანი კბილები არც თუ ისე დიდი აქვთ. მათ შემდეგ გააჩნიათ 1-3 კბილი. ყველა სახეობა ეწევა ღამის ცხოვრებას. დღის განმავლობაში იმალებიან. ხშირად ეწევიან მთხრელ ცხოვრების წესს. ამ მხრივ წარმოადგენენ გარდამავალ რგოლს კობრებსა და მთხრელ ფორმებს შორის. საკვებს შეადგენს: პატარა გველები, ხვლიკები, წვრილი ხერხემლიანები. შხამს გააჩნია ნეირო-ტოქსიური მოქმედება. კვერცხმდები ფორმებია. მდედრი იცავს კვერცხებს გამოჩეკვამდე.

კრაიტი
ლენტისებრი კრაიტი ანუ პამა (Bungarus fasciatus)
ლენტისებრი კრაიტი ანუ პამა (Bungarus fasciatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ასპიტისებრნი
გვარი:  კრაიტი
ლათინური სახელი
Bungarus

ლიტერატურა

რედაქტირება