პამა (ლათ. Bungarus fasciatus; იგივე ლენტისებრი კრაიტი) — შხამიანი გველი ასპიტისებრთა ოჯახისა.

პამა
ლენტისებრი კრაიტი ანუ პამა (Bungarus fasciatus)
ლენტისებრი კრაიტი ანუ პამა (Bungarus fasciatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ასპიტისებრნი
გვარი:  კრაიტი
სახეობა:  პამა
ლათინური სახელი
Bungarus fasciatus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 192063

პამა კრაიტების გვარის ტიპური წარმომადგენელია. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ბირმაში, სამხრეთ ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ზონდის კუნძულებზე. ზრდასრული გველი 150-180 სმ აღწევს, ყვითელი და შავი ზოლების მონაცვლეობით. ცხოვრობს როგორც მშრალ, ისე საშუალო სინესტის ადგილებში, მაგრამ აუცილებლად სოროში, ბუჩქებში ან სხვა სახის სამალავში. ხშირად გვხვდება სახლებსა და ეზოებში. ჩვეულებრივ არ იკბინება, არამედ რგოლებად ახვევს სხეულს, თავს კი შიგ მალავს. მხოლოდ ძლიერი გაღიზიანება აიძულებს შხამის გამოყენებას. ღამე კი საკმარისად სახიფათოა. როგორც ყველა სხვა კრაიტი, ისიც კბენის დროს მსხვერპლს კბილებით ეჭიდება და რამდენიმეჯერ ახდენს ყბების მოჭერას. პამას შხამი რამდენიმე წუთში კლავს გველგესლას, როდესაც გველგესლას ნაკბენი მისთვის უვნებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პამა&oldid=3990370“-დან