გველგესლები (ლათ.Viperinae) — შხამიანი გველების ქვეოჯახი გველგესლასებრნთა ოჯახისა. აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია. სუნთქვის ორგანოა ე. წ. ტრაქეული ფილტვი. ცნობილია გველგესლასებრთა 10 გვარი, რომელშიც გაერთიანებულია 60-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (მადაგასკარის გარდა). ცხოვრობენ მიწაზე, ხეებსა და სოროებში. აქტიურობენ მეტწილად საღამო ხანს და ღამით. გაღიზიანებულები სპირალურად ეხვევიან, იბერებიან, ძლიერ სისინებენ და ელვის სისწრაფით ესხმიან თავს მსხვერპლს. გველგესლასებრნი ძირითადად იკვებებიან მცირე ზომის მღრღნელებით, პატარა ფრინველებით და ხვლიკეპბით, ზოგნი — მწერებით. უმრავლესობა კვერცხცოცხლადმშობია. საკუთრივ გველგესლას (Vipera) გვარში 11-13 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ოთხი სახეობა ველის გველგესლა (Vipera ursini), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes) და გიურზა, რომელიც თავის მონათესავეთა შორის ყველაზე დიდია. აფრიკული გველგესლას (Bitis) გვარი აერთიანებს 8-10 სახეობას. ეფას გვარის სახეობები გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ტრამალებში. მიწის გველგესლას (Atractaspis) გვარის სახეობები უმეტესად აფრიკაში ბინადრობენ. გველგესლასებრთა, მაგ. Bitis-ის (გველგესლათა აფრიკული გვარი) შხამი საზიანოა ადამიანისათვის — შლის სისხლის წითელ უჯრედებს, აზიანებს ნერვულ სისტემას. მრავალი სახეობის ნაკბენი სახიფათოა ცხოველისთვისაც. გველგესლასებრთაგან მიღებულ გველის შხამს მედიცინაში იყენებენ.
Breidenbach CH. 1990. Thermal cues influence strikes in pitless vipers. Journal of Herpetology 4: 448-50.
Broadley DG. 1996. A review of the tribe Atherini (Serpentes: Viperidae), with the descriptions of two new genera. African Journal of Herpetology 45(2): 40-48.
Cantor TE. 1847. Catalogue of reptiles inhabiting the Malayan Peninsula and Islands. Journal of the Asiatic Society of Bengal. Calcutta. 16(2): 607-656, 897-952, 1026-1078[1040].
Cuvier G. 1817. Le règne animal distribué d'après son organisation, pour servir de base à l'histoire naturelle des animaux det d'introduction à l'anatomie comparée. Tome II, contenant les reptiles, les poissons, les mollusques et les annélidés. Déterville, Paris. xviii, 532 pp.[80].
Eichwald, E. 1831. Zoologia specialis, quam expositis animalibus tum vivis, tum fossilibus potissimuni rossiae in universum, et poloniae in specie, in usum lectionum publicarum in Universitate Caesarea Vilnensi. Zawadski, Vilnae. 3: 404 pp.[371].
Fitzinger LJFJ. 1826. Neue classification der reptilien nach ihren natürlichen verwandtschaften. Nebst einer verwandtschafts-tafel und einem verzeichnisse der reptilien-sammlung des K. K. zoologischen museum's zu Wien. J.G. Hübner, Wien. vii, 66 pp.[11].
Gray JE. 1825. A synopsis of the genera of reptiles and Amphibia, with a description of some new species. Annals of Philosophy, new ser., 10: 193-217[205].
Günther ACLG. 1864. The Reptiles of British India. Ray Society. London. xxvii. 452 pp.[383].
Latreille PA. 1825. Familles naturelles du règne animal, exposés succinctement et dans un ordre analytique, avec l'indication de leurs genres. Bailliere, Paris. 570 pp.[102].
Lynn WG. 1931. The structure and function of the facial pit of the pit vipers. American Journal of Anatomy 49: 97.
Oppel M. 1811. Mémoire sur la classification des reptiles. Ordre II. Reptiles à écailles. Section II. Ophidiens. Annales du Musée National d'Histoire Naturelle, Paris 16: 254-295, 376-393.[376, 378, 389].
Strauch A. 1869. Mémoires de l'Academie des Sciences Impérial de St. Pétersbourg (7)14: 144 pp.[19]