მედიცინა აზერბაიჯანში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მედიცინა აზერბაიჯანში—ემსახურება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას.  მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის რეფორმები და ჯანმრთელობის სისტემის მიმართულება წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების გლობალური სტრატეგიული პროგრამის ნაწილს. ეს პროგრამა ემყარება პრინციპებს საერო დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა  საბაზრო ეკონომიკასთან. სტატიაში დეტალურადაა აღწერილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მედიცინის განვითარების ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.[1]

ადრეული ისტორია

რედაქტირება
 
ასკილის ნაყოფი-რომლის ჩაის აზერბაიჯანში გაციების დროს მიირთმევდნენ

აზერბაიჯანში მედიცინის ისტორიას ღრმა ფესვები აქვს. მრავალი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ძველ მცხოვრებლებს ჯადოქრობის სჯეროდათ. ამას მოწმობს  აზიხის გამოქვაბულში მოხატული ნიშნები, რომლებიც ქვის ხანას განეკუთვნება.[2]

ადრეული მოსახლეობა იყენებდა სამკურნალო მცენარეებსა და ბალახებს დაავადებების განკურნების მიზნით. მათ მიერ მიღებული გამოცდილება თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რამაც სათავე დაუდო ხალხურ მედიცინის განვითარებას. დამწერლობის გამოჩენასთან ერთად დაიწყო ხალხური მედიცინის  ზეპირი და წერილობითი განშტოებების გაყოფა.

აზერბაიჯანის მდიდარმა ფლორამ უძველესი დროიდან მიიპყრო ექიმებისა და მეცნიერების ყურადღება. მრავალ სამკურნალო მცენარეს იყენებდნენ პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. გამოიყენბოდა  თესლი, ფესვები, ყვავილები, ფოთლები. ქალები  აკვირდებოდნენ ხილის, ბოსტნეულისა და სამკურნალო ჩაის გავლენას ორგანიზმზე  ხველაზე, სისხლდენებზე, ტკივილზე, დიარეასა და სხვა დაავადებებზე.

ამასთან, ადრეული ხელნაწერიდან ირკვევა, რომ სამკურნალოდ არა მხოლოდ მცენარეები გამოიყენებოდა. იმ დროის მკურნალები ასევე იცნობდნენ ქირურგიას, ჰქონდათ გარკვეული გამოცდილება ადამიანის სხეულის სხვადასხვა ადგილას სიმსივნის, მოტეხილობების მკურნალობის პრიმიტიული მეთოდების შესახებ. მაგალითად, აგდამის რაიონის სოფელ აფეტლის მახლობლად მდებარე ქალაქ ჩალაგანთეპში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ი. ნარიმანოვმა იპოვა ადამიანის თავის ქალა,  (მიეკუთვნება ძვ. წელთაღრიცხვით  IV ათასწლეულს (ენეოლითი)) რომელსაც, ტრეპანაციის კვალი ჰქონდა. 1971 წელს დაშქესანის რაიონის სოფელ ხაჩბულაგში არქეოლოგმა ჰ. კესემენელმა აღმოაჩინა თავის ქალა (მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანის ბოლოს და რკინის ხანის დასაწყისს), რომელზეც ასევე ჩატარდა ტრეპანაციის ოპერაცია. რ. გასიმოვმა, რომელმაც შეისწავლა თავის ქალა, აღნიშნა, რომ ”ხელოვნური ტრეპანაცია ჩატარდა პარიეტალური ძვლის შეერთებაზე შუბლის ძვალთან”.

1958 წელს მუღანის ველზე, სოფელ კარატეპში, არქეოლოგიური გათხრების დროს, აღმოაჩინეს ძვ. წ.აღ-ით     V-I სს. დოქები  დამწვარი ტაგანისებრთა მცენარეებით რომლებსაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მაშინდელი მაცხოვრებლები იყენებდნენ მედიკამენტად რევმატიზმის, სიცხის სამკურნალოდ და გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.[3]

ასევე ცნობილი იყო არომათერაპიის მეთოდები. ითვლებოდა, რომ კომშის სუნი აძლიერებს სხეულის ენერგიას. ლიმონს იყენებდნენ ნერვული სისტემის დასარეგულირებლად, ვაშლს კი ტვინის სტიმულირებისთვის.

ძველად აქტიური კულტურული გაცვლა ხდებოდა აზერბაიჯანისა და მესოპოტამიის მცხოვრებლებს შორის. მაგალითად, შუმერიდან შემოჰქონდათ სეზამის ზეთი და ზაფრანა. მიდიური  სახელმწიფოს ფორმირების პერიოდის მედიცინა, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანის ტერიტორიას, შეიძლება შეფასდეს ისეთი ისტორიული ძეგლით, როგორიცაა ავესტა, სადაც ნათქვამია რომ "ექიმს აქვს სამი იარაღი: სიტყვა, ბალახები და დანა". ექიმი, რომელიც კურნავდა  სიტყვით და შთაგონებით, იმ დროისთვის საუკეთესოდ ითვლებოდა.[4][5]

მედიცინის განვითარება შუა საუკუნეებში

რედაქტირება
 
მუჰამედ ბერგუშადი-"ტიბი ნაბივის" სათაურის გვერდი - პირველი ცნობილი წიგნი მედიცინის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია აზერბაიჯანულ ენაზე.

ამ პერიოდში მოხდა მედიცინის სწრაფი განვითარება, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს. შემახაში გათხრების დროს აღმოაჩინეს სხვადასხვა მინის ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილი იყო მედიკამენტების წარმოებისა და შენახვისათვის, რასაც ალქიმიკოსები იყენებდნენ როგორც ხალხურ მედიცინაში, ასევე ფარმაკოლოგიაში. ეს დასკვნები ადასტურებს, რომ შუა საუკუნეებში აზერბაიჯანის მოსახლეობა დაკავებული იყო ფარმაცევტული საქმიანობით.[6]

VIII საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს შირვანი, რომლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ალბანელები და ირანელები შეადგენდნენ. კულტურათა ერთიანი სახალიფოს გავლენის წყალობით, განვითარდა მეცნიერებაც და კულტურაც. გაჩნდა უნივერსიტეტები, ობსერვატორიები, ბიბლიოთეკები, მეჩეთები და საავადმყოფოები. ისლამური პერიოდის განმავლობაში დაიწყო სამედიცინო მეცნიერების აღმასვლა. ამ დროს აზერბაიჯანის მეჩეთებში მოქმედებდნენ მედრესეები, სადაც ასწავლიდნენ არაბულ და სპარსულ ენებს, რელიგიას, მათემატიკას, კალიგრაფიას, ისტორიასა და ლიტერატურას. ასევე ისწავლებოდა მედიცინა და ალქიმია. წერილობითი ცნობებიდან ცნობილია, რომ მე -12 საუკუნეში თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისტორიულ შირვანში, ქალაქ შემახაში, ცნობილმა ექიმმა და ფარმაცევტმა კაფიდინ ომარ იბნ ოსმანმა (ცნობილი სპარსელი პოეტის ხაკანი შირვანის ბიძა) მოაწყო სამედიცინო სკოლა, სადაც ისწავლებოდა მკურნალობის მეთოდები. სწავლებასთან ერთად ტარდებოდა კვლევები სამკურნალო მცენარეების სამკურნალო თვისებებზე.

ნაწარმოები "ტიბი ნაბივი" დაწერილია მუჰამედ ბერგუშადის მიერ,[7] რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებში ცხოვრობდა. თავისი ნამუშევრების პირველი ნახევარი ბერგუშადმა დაწერა არაბულ ენაზე, ხოლო მეორე მშობლიურ აზერბაიჯანულ ენაზე.

სამედიცინო ლიტერატურაში მითითებულია დიდი ექიმისა და პოეტის საჰაბ სეიდ მოჰამედ ორდუბადის  სახელი. მირზა მოჰამედ ჰასან შირვანმა მოაწყო სკოლა-საავადმყოფო, რომლის კედლებიდან გამოვიდა სეიდ ალი თავრიზი. მირზა მოჰამედი იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბოლო სამედიცინო სკოლის ორგანიზატორი, რომელმაც იარსება თურქმანჩაის შეთანხმებამდე. იგი სასულიერო პირების თხოვნით განადგურდა.მე -16 საუკუნის აზერბაიჯანელმა ექიმმა, იუსიფ ყარაბაგიმ, რომელიც წარმოშობით ყარაბახიდან იყო, დაწერა  სამედიცინო ტრაქტატები, აგრეთვე "იბნ სინას" სამედიცინო მეცნიერების კანონის განმარტება "და განმარტებები". იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა შუა აზიაში:  სამარყანდსა და ბუხარაში.

1712 წელს აზერბაიჯანულ ენაზე დაიწერა მუჰამედ იუსიფ შირვანის "ტიბნამი" (აზერბ. Tibbnamə - "სამედიცინო წიგნი"). სასახლის ექიმის, შირვანი რჩევით,  ბუნებრივი მინერალების გამოეყენებას დადებით შედეგი აქვს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.   ასევე ნათქვამია, რომ ავადმყოფების დასასვენებელი ადგილები სასურველია მორთული იყოს ღია ცისფერი, მწვანე ან თეთრი ყვავილებით. ეს ნიშნავს, რომ შუა საუკუნეების მკურნალთა საქმიანობაში  ფერებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მედიცინის განვითარება XIX -საუკუნესა და  XX საუკუნის დასაწყისში

რედაქტირება

1828 წლამდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობდა ევროპული ტიპის აფთიაქები. მე -19 საუკუნის აზერბაიჯანელი ექიმი მირზა მამედგულუ გაიბოვი მუშაობდა ექიმად ყარაბაღის ხანის სასახლეში, იყო ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ხურშიდბანუ ნათავანის  ექიმი. გაიბოვმა საფუძველი ჩაუყარა ქირურგიულ მეცნიერებას აზერბაიჯანში.

 
აბდულჰალიქ ახუნდოვი

აზერბაიჯანში მედიცინის ისტორიის მეცნიერულ კვლევას 1892 წელს საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანელმა მეცნიერმა აბდულჰალიგ ახუნდოვმა. აბდულ ხალიგმა ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორის  გ. დრაგენფორდის ხელმძღვანელობით  სადისერტაციო ნაშრომში ფარმაციის მაგისტრის ხარისხისთვის, გამოიკვლია და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა მე -10 საუკუნის სპარსელი ავტორის -აბუ მანსურ ხიროვის  ცნობილი სამედიცინო ენციკლოპედია. მან  სამკურნალო ნედლეულის დასახელებების ბოტანიკური განსაზღვრება მოახდინა და შეადგინა კომენტარები წიგნში. მცენარეთა უძველესი სახელების ამ დეკოდირებით შესაძლებელი გახდა მათი შემდგომი სამეცნიერო შესწავლა.

 
ჰასაბ ბეკ ზარდაბი

მირზა ფათალი ახუნდოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სახალხო მკურნალობის მეთოდების წინააღმდეგ გამოვიდა . იგი არის მრავალი ნაშრომის ავტორი ჰიგიენისა და სანიტარიის საკითხებზე. ჰასანბეკ ზარდაბიმ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მედიცინის განვითარებაში. ის იყო პირველი აზერბაიჯანელი ნატურალისტი და დარვინისტი. ზარდაბი რუსეთის იმპერიაში პირველი აზერბაიჯანული გაზეთის „ეკინჩის“ ავტორი გახლდათ. იგი ახუნდოვთან ერთად მუშაობდა  ნაშრომზე მალარიის შესახებ , რომელიც იმ დროს ქვეყანაში მძვინვარებდა. მისი წიგნი "ჰიგიენა" არის აზერბაიჯანის პირველი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი მედიცინაში ჰიგიენის სფეროში. იგი აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა 1914 წელს.

ამასთან ერთად ფუნქციონირებდა აფთიაქები, სადაც ირანიდან და ინდოეთიდან შემოტანილი სამკურნალო მცენარეები იყიდებოდა. ასეთი აფთიაქები არსებობდა აზერბაიჯანის ყველა ქალაქში - ბაქოში, შემახაში, შუშაში, აგდამში, ნახიჩევანში, ლაჰიჯში, ორდუბადში, სალიანში, ლანქორანში და ა.შ. ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის იუსიფ ვეზირ ჩემენზემინლის მამა, მირ-ბაბა მირ-აბდულა ოღლუ   ქალაქ აგდამში აფთიაქის მფლობელი იყო. მის აფთიაქში იყიდებოდა 142 სახის მედიკამენტი, რომელთაგან 100-ზე მეტი მცენარეული წარმოშობის იყო. თავად ჩემენზემინლიმ, როგორც ფარმაცევტის ვაჟმა, თავის მოთხრობაში "ექიმი" აღწერა XIX საუკუნის აზერბაიჯანელი ექიმების ცხოვრება და პრაქტიკული საქმიანობა.

მედიცინა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა, დაიწყო მედიცინის განვითარების ახალი ეტაპი. მიღებულია 10-ზე მეტი კანონი ჯანდაცვის სისტემის მოსაწესრიგებლად. რის შემდეგაც, 1998 წლის მარტში, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ”ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რეფორმების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ”. ქვეყანაში ჩამოყალიბდა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და გაუმჯობესდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხი. დღეს სამედიცინო ცენტრები და თანამედროვე ფარმაცევტული ინდუსტრია მსოფლიო სტანდარტების დონეზე იქმნება.  ქვეყანაში შემუშავებულია ეროვნული გეგმა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა შიდსი და ტუბერკულოზი. 2001 წელს ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 17 ივნისი მედიცინის მუშაკთა დღედ გამოცხადდა.[8]

2004 წელს დაარსდა აზერბაიჯანის მედიცინის ისტორიკოსთა ასოციაცია, რომელიც  2005 წელს მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოებაში(შტაბ- ბინა მდებარეობს პარიზში) მიიღეს. იმავე წელს, 1 – დან 2 თებერვლამდე, ბაქოში ჩატარდა ასოციაციის პირველი ეროვნული კონფერენცია.

ჯანდაცვის მინისტრის ოქთაი შირალიევის ბრძანებით, 2008 წლის 1 თებერვლიდან, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებები მოსახლეობას  სამედიცინო დახმარებას უწევენ უფასოდ. 2009 წლის ნოემბერში ადგილობრივმა ექიმებმა ჩაატარეს  პირველი ოპერაცია აზერბაიჯანში  გულის არითმიაზე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 43 ახალი საავადმყოფო და სამკურნალო და დიაგნოსტიკური ცენტრი, 46 ამბულატორია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 4 სარეაბილიტაციო ცენტრი და 12 დიაგნოსტიკური და სამედიცინო ცენტრი  მოწინავე სამედიცინო აპარატურით. ასევე, 2013 წლისთვის დაგეგმილიიყო კიდევ 30 სამედიცინო დაწესებულებისა და 5 პოლიკლინიკის აშენება.  ქვეყანაში მედიცინის განვითარებასთან ერთად გაუმჯობესდა სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შობადობის მაჩვენებლები.[9][10][11]

2020 წლის 27 თებერვალს შეიქმნა ოპერატიული შტაბი აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან, ვირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად. იმავე დღეს განლაგდა სპეციალური ლაბორატორიები, ხოლო მობილური საავადმყოფოები განლაგდა ირანის საზღვართან. აზერბაიჯანში ინფექციის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა.[12]

19 მარტიდან ფუნქციონირებს ოფიციალური ვებ – გვერდი COVID-19, რომელიც იძლევა ინფორმაციას აზერბაიჯანში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. 28 მარტს ბაქოში იენის კლინიკის სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა, სადაც 29 მარტიდან დროებით მკურნალობენ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ მძიმე სიმპტომებით. ეს სამედიცინო დაწესებულება, სადაც 1500-ზე მეტი ექიმი და სამედიცინო პერსონალი იქნება დასაქმებული, 575 საწოლზეა გათვლილი.

7 მაისს ბაქოში გაიხსნა პირველი მოდულის ტიპის ჰოსპიტალური კომპლექსი 100 პალატისა და 200 საწოლის ტევადობით. მოდულის საავადმყოფოს მშენებლობასა და მონტაჟს სამი კვირა დასჭირდა.  [13] [14]                                               

სამკურნალო კურორტები

რედაქტირება

ნაფთალანი

რედაქტირება
 
ნაფთალანის საავადმყოფი
 
კურორტი ნაფთალანი- სამკურნალო აბაზანები

ნაფთალანი —სამკურნალო ნაფტალანის ნავთობის წარმოშობის ადგილია, რომლის სამკურნალო ძალა ცნობილია უხსოვარი დროიდან. კურორტი მდებარეობს აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯიდან 50 კმ-ში. ის ფუნქციონირებს 1926 წლიდან. კურორტი ნაფთალანი უზრუნველყოფს 70-ზე მეტი დაავადების მკურნალობას თერაპიული ნაფთალანის აბაზანების დახმარებით გაუმჯობესებული მეთოდების შესაბამისად.[15]

  1. Ахмедова Вафа Шамиль гызы, диссертант Азербайджанского государственного университета строительства и архитектуры. (16 February 2009). "Археологические материалы в азербайджанской народной медицине". jurnal.org. Archived from the original on 16 April 2012.
  2. Dr. Nigar Efendiyeva, medical historian at the Academy of Sciences. (Winter 1995). "Medicine in Azerbaijan. A Brief Historical Overview". azer.com. Archived from the original on 2012-04-16.
  3. Фарид Алекперли, доктор исторических наук. (2006). დაარქივებული 2022-06-23 საიტზე Wayback Machine. . alakbarli.aamh.az (Веб-страница Фарида Алекперли). Archived from the original on 2012-04-16.
  4. Фарид Алекперли, доктор исторических наук. (2006). "История медицины в Азербайджане". Веб-страница Фарида Алекперли. Archived from the originalon 2012-04-16.
  5. Авеста. Священная книга зороастрийского учения. Tehran. 1967. p. 47.
  6. Communication and Information Sector's news service. (13 June 2006). "Conference on traditional medicine and pharmacy in medieval manuscripts in Baku opened". UNESCO. Archived from the original on 2012-04-16.
  7. Глава о Мухаммеде Бергюшади приводится в разделе «Медицина в Азербайджане в период позднего средневековья до вхождения в состав России» книги И. К. Эфендиева «История медицины в Азербайджане с древнейших времён до наших дней»
  8. Искендер Гулиев, директор центра мониторинга "Право выбора". (2 February 2010). "Система здравоохранения Азербайджана подводится под уровень мировых стандартов". azeri.ru. Archived from the original on 16 April 2012.
  9. "Səhiyyə tarixi". sehiyye.gov.az.(აზებრ.)
  10. Kamale Mameddova (2009) "Azərbaycanda ilk dəfə ürək aritmiyası əməliyyatı aparılıb". ANS TV. Archived from the original[მკვდარი ბმული] on 2012-04-16 (აზერბ.)
  11. "Health system review" დაარქივებული 2021-05-16 საიტზე Wayback Machine. (PDF). 2010. Retrieved 2020-09-29.
  12. Ильхам Алиев принял участие в открытии медицинского учреждения «Ени клиника» в Баку
  13. Первый больничный комплекс модульного типа открылся в Баку. Mir24. მიმართვის თარიღი: 8 მაისი 2020.
  14. Commonspace.eu. commonspace.eu. მიმართვის თარიღი: 8 მაისი 2020.
  15. НАФТАЛАН. Курорт НАФТАЛАН Азербайджан