აბდულხალიქ ახუნდოვი
აბდულხალიქ ჰუსეინ-ოღლუ ახუნდოვი (აზერ. Axundov Əbdülxalıq Hüseyn oğlu; დ. 1863 — გ. 1950) — აზერბაიჯანელი ექიმი, პუბლიცისტი და მთარგმნელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1863 წელს ქალაქ ბაქოში. 1888 წელს დაამთავრა გერმანიაში ერლანგენის უნივერსიტეტი. 1893 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დერპტის (დღ. ტარტუ) უნივერსიტეტში. იყო ბაქოში ექიმთა საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1892 წელს აბდულხალიქ ახუნდოვმა აზერბაიჯანში სამედიცინო ისტორიის შესწავლას ჩაუყარა საფუძველი. თარგმნა აბუ მანსურ ჰარავის XI საუკუნის ცნობილი ფარმაცევტული ენციკლოპედია სპარსულიდან გერმანულად. იყო ჟურნალის „ზანბურის“ დამფუძნებელი და გამომცემელი.
გარდაიცვალა 1950 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- İLK AZƏRBAYCANLI OFTALMOLOQ — ƏBDÜLXALİQ AXUNDOV დაარქივებული 2021-05-13 საიტზე Wayback Machine.