ოქთაი ქაზიმ-ოღლუ შირალიევი (აზერ. Oqtay Kazım oğlu Şirəliyev; დ. 2 აგვისტო, 1950, ბაქო) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი (2005 წლიდან); პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.[1]

ოქთაი შირალიევი
აზერ. Oqtay Şirəliyev
ოქთაი შირალიევი აზერ. Oqtay Şirəliyev
აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 ოქტომბერი, 2005

დაბადებული2 აგვისტო, 1950 (1950-08-02) (74 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
განათლებან. ნარიმანოვის სახელობის აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოქთაი შირალიევი დაიბადა 1950 წელს ბაქოში. დაამთავრა ნ. ნარიმანოვის სახელობის აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტი. ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დიაგნოსტიკურ ცენტრს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, 2005 წლის 20 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრი ალი ინსანოვი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად დანიშნა ოქთაი შირალიევი.[1]

2008 წლის აპრილში ი. ალიევმა დაამტკიცა იგი მეცნიერების სფეროში რეფორმების გატარების სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთ წევრად, რომელსაც ევალებოდა ექვსი თვის განმავლობაში მოემზადებინა და სახელმწიფოს მეთაურისთვის დასამტკიცებლად წარედგინა 2009-2015 წლებში მეცნიერების ეროვნული განვითარების სტრატეგია, ასევე სახელმწიფო პროგრამების პროქტი.[2] იმავე წლის ნოემბერში შირალიევი შევიდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა შორის ბაქოში ჩასატარებელი კონფერენციის მომზადებისა და ჩატარების ორგკომიტეტის შემადგენლობაში, კონფერენციის თემა იყო „კულტურათშორისი დიალოგი — საფუძველი მდგრადი განვითარებისა და მსოფლიო ევროპასა და მის მეზობლად მდებარე რეგიონებში“. 2015 წლის აპრილში[3] და 2019 წლის მაისში[4] შირალიევი იყო ჰეიდარ ალიევის პრემიის კომისიის ერთ-ერთი წევრი (კომისიის თავმჯდომარე — ილჰამ ალიევი).

  1. 1.0 1.1 „Октай Ширалиев назначен министром здравоохранения“ (რუსული). trend.az. 20.10.2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-27. ციტირების თარიღი: 2020-09-11. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Сеймур Мамедов (10 апреля 2008). „В Азербайджане учреждена Госкомиссия по проведению реформ в сфере науки“ (რუსული). Day.Az. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Р.Д., И.А. (8.04.2015). „Президент Азербайджана утвердил Комиссию по Премии имени Гейдара Алиева“ (რუსული). 1news.az. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. „Определен состав комиссии Премии Гейдара Алиева“ (რუსული). 1news.az. 13.05.2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)