ლენქორანი
ლენქორანი (აზერ. Lənkəran; Ленгер-Кунан — „ნავსაყუდელი“) — ქალაქი აზერბაიჯანში, ლენქორანის რაიონის ადმისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს აზერბაიჯანის სამხრეთით კასპიის ზღვის პირას.
ქალაქი | |
---|---|
ლენქორანი შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-tly" does not exist | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | ლენქორანი |
რაიონი | ლენქორანი |
კოორდინატები | 38°45′13″ ჩ. გ. 48°51′04″ ა. გ. / 38.75361° ჩ. გ. 48.85111° ა. გ. |
მმართველი | Taleh Garashov |
ფართობი | 70 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 76 მეტრი |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 51 300 (2014)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 და UTC+05:00 |
საფოსტო ინდექსი | AZ4200 |
საავტომობილო კოდი | 42 |
ოფიციალური საიტი | http://lankaran.org/ |
XIX საუკუნეში იყო კასპიის ოლქის, თალიშის მაზრის სამაზრო ქალაქი. შაჰ-ნადირის გარდაცვალების შემდეგ გახდა მთავარი საპორტო ქალაქი. ყარა-ხანი ტალიშელმა ქალაქი თავის რეზიდენციად გადააქცია. რუსეთის იმპერიაში შევიდა 1828 წელს[2].
ისტორია
რედაქტირებალენქორანი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ძველი დასახლებული პუნქტია. მის განვითარებას ხელი შეუწყო გეოგრაფიულმა მდებარეობამ. მას ჰქონდა კავშირი ძველი მსოფლიოს სახელმწიფოებთან, ასევე მთავარი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა. 1743 წლიდან ქალაქმა მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად შექმნა თალიშის სახანო[3].
ლენქორანის მოსახლეობა დაკავებული იყო მიწათმოქმედებით, მეცხოველეობით, მებაღეობით, მეთევზეობით, აბრეშუმის ვაჭრობით, მეფუტკრეობით, მონადირეობით. ლენქორანში ასევე განვითარებული იყო ისეთი მრეწველობები, როგორიცაა სპილენძის ნივთების დამზადება. თალიშის სახანოს ეკონომიკურ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ვაჭრობამ. იყო დამყარებული სავაჭრო ურთიერთობები ირანის ქალაქებთან, თურქეთთან, რუსეთთან, შუა აზიის სახელმწიფოებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან. რუსეთის დაქვემდებარებაში მოხვედრის შემდეგ ქალაქში აშენდა ქარხნები, სადაც აწარმოებდნენ აგურებს. გარდა ამისა ხდებოდა შაქრის შემუშავება, საწარმოები ამზადებდნენ თევზის პროდუქტებს. XVIII—XIX საუკუნეებში ქალაქს ექსპორტზე გაჰქონდა ბრინჯი, აბრეშუმი, ბოსტნეული და თევზის პროდუქტები[4]. ეს პროდუქტები ძირითადად რუსეთში გადიოდა. სავაჭრო ურთიერთობებმა რუსეთთან დიდი როლი ითამაშეს ქალაქის სამრეწველო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროებში.
2013 წლის მარტში ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 83 300 ადამიანს. მოსახლეობის ზრდა გამოწვეული ბუნებრივი ზრდის გამო. მოსახლეობას წარმოადგენენ: აზერბაიჯანელები, თალიშები, რუსები. რელიგია — შიიტური ისლამი.
კლიმატი
რედაქტირებალენქორანის კლიმატი | |||||||||||||
მაჩვენებელი | იან. | თებ. | მარტი | აპრ. | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვ. | სექ. | ოქტ. | ნოემ. | დეკ. | წელი |
საშუალო მაქსიმუმი, °C | 7,2 | 7,2 | 11,0 | 17,5 | 22,5 | 27,2 | 30,4 | 29,5 | 25,9 | 19,9 | 14,1 | 10,1 | 18,5 |
საშუალო ტემპერატურა, °C | 3,4 | 4,0 | 6,9 | 12,5 | 17,7 | 22,2 | 25,3 | 24,4 | 21,2 | 15,8 | 10,4 | 6,0 | 14,1 |
საშუალო მინიმუმი, °C | 0,0 | 1,0 | 3,9 | 8,6 | 13,1 | 17,5 | 20,1 | 19,7 | 16,9 | 11,8 | 6,7 | 2,5 | 10,1 |
ნალექების ნორმა, მმ | 91 | 114 | 90 | 50 | 54 | 22 | 17 | 50 | 143 | 259 | 168 | 88 | 1146 |
წყარო: World Climate |
დემოგრაფია
რედაქტირება2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 83 300 შეადგენს ადამიანს რომელიც იყოფა შემდეგ ეთნიკურ ჯგუფებად:
- აზერბაიჯანელები 62,1% (31 151)
- თალიშები 35,9% (17 935)
- სხვა 2% (1024)
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქში ფუნქციონირებენ ბანკები. ეკონომიკის ძირითად სფეროს წარმოადგენს ბოსტნეული, ჩაი, პური, ციტრუსული პლანტაციები, თევზაობა, ასევე გაზრდილია ფერმერობის სფერო[5]. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ქალაქი აზერბაიჯანული ჩაის სამშობლოა. აქ პირველად 1937 წელს აშენდა ჩაის ქარხანა[6]. ქალაქში მოქმედებს ლენქორანის საერთაშორისო აეროპორტი.
კულტურა
რედაქტირებალენქორანში ფუნქციონირებს ორი მუზეუმი, დრამატიული თეატრი, ბიბლიოთეკები, 87 კულტურული ორგანიზაცია, 2 საბავშვო მუსიკალური სკოლა, ფერწერის სკოლა, სამხატვრო გალერეა, კულტურული და დასასვენებელი პარკები. ლენქორანის ტერიტორიაზე არსებობს 20 რესპუბლიკური მნიშვნელობის არქეოლოგიური, 53 ადგილობრივი მნიშვნელობის, 2 მონუმენტალური, 2 სკულპტურული და 9 არქეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლები.
მთავარი ისტორიული ძეგლებია: ლენქორანის შუქურა, დაირავი გალა, მეჩეთები, გერმანული ეკლესია, ებრაული სინაგოგა, მირ აჰმედ ხანის სახლი, ბალაბურის ციხე, სიღინის სასაფლაო, შეიხ ზაჰიდისა და სეიდ ხალიფის სამარხები, აზი ასლანოვის სახელობის სახლ-მუზეუმი.
ქალაქის ისტორიული მუზეუმი რესტავრირებულ იქნა. შეიქმნა ჰეიდარ ალიევის სახელობის მმართველობის სკოლა და ორგანიზებულ იქნა კუთხე, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ასახავს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შექმნილია რეგიონული ინტერნეტის ცენტრი.
ლენქორანში ფართოდ აღინიშნება სახელმწიფო მნიშვნელობის დღესასწაულები.
ქალაქში რამდენიმე ეროვნული ფოლკლორული ჯგუფები მდებარეობს, მათ შორის ჯგუფ Bacılar-ის (დები) ეროვნული მუსიკისა და ცეკვის კოლექტივი[7].
ლენქორანში ფუნქციონირებს არხი ჯანუბ TV და გაზეთი ლენქორანი[8].
განათლება
რედაქტირებალენქორანში ფუნქციონირებს 88 საერთო საგანმანათლებლო სკოლა, საიდანაც 72 საშუალო სკოლაა; 53 ბაგა-ბაღი, 6 არასასკოლო აღზრდის დაწესებულება, ლენქორანის სახელმწიფო ჰუმანიტარული კოლეჯი, სამედიცინო სკოლა და ლენქორანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქალაქში ასევე მოქმედებს სპეც ინტერნატი და გიმნაზია. ქალაქში ერთადერთი ო. მირზოევის სახელობის ბავშვთა სახლი არსებობს.
სპორტი
რედაქტირებაქალაქში ერთი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბია - ხაზარ ლენქორანი, რომელიც აზერბაიჯანის მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას. ქალაქში ორი სტადიონია: ლენქორანის საქალაქო სტადიონი და ლენქორანის ოლიმპიური სპორტ-კომპლექსი[9]. სტადიონმა უმასპინძლა 2012 FIFA U-17 ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საჯგუფო ეტაპების თამაშებს[10].
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებალენქორანი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:
გალერეა
რედაქტირება-
ლენქორანის ცენტრალური ქუჩა
-
კიჩიკის ბაზრის მეჩეთი
-
ლენქორანის ცენტრალური პარკი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://pop-stat.mashke.org/azerbaijan-cities.htm
- ↑ Кавказский календарь на 1845 годъ
- ↑ Э. Э. Исмаилов, Генеалогия Талышинских-Талишхановых. Баку: Абилов, Зейналов и сыновья, 2001. 78 c.
- ↑ Баку взял курс на север Ирана
- ↑ Business opportunities of the region
- ↑ Tea culture in Azerbaijan
- ↑ Lənkəran - “Azərbaycanın folklor paytaxtı”[მკვდარი ბმული] - (აზერბაიჯანული)
- ↑ "Janub" TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-30. ციტირების თარიღი: 2018-10-07.
- ↑ Lankaran Olympic Sport Complex
- ↑ France end Asian domination. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-22. ციტირების თარიღი: 2018-10-07.
- ↑ Города США и Азербайджана стали побратимами