თალიშის სახანო
თალიშის სახანო — ფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანში. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის შუა წლებში სამხრეთ-დასავლეთით კასპიისპირეთსი ნადირ-შაჰის სახელმწიფოს დაშლის შედეგად. ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ლენქორანის დაწინაურება; იგი სახანოს დედაქალაქად და ხელოსნობის ცენტრად გადაიქცა. მირ-მუსტაფა-ხანის დროს (1786-1814) თალიშის სახანოში ფეხი მოიკიდა რუსულმა ორიენტაციამ. 1795 წელს ხანმა რუსეთს სთხოვა მფარველობა. 1802 წელს თალიშის სახანო მიიღეს რუსეთის მფარველობაში. გულისტანისა (1813) და თურქმანჩაის (1828) ხელშეკრულებებით თალიშის სახანო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 577.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თალიშის სახანო“ ვიკისაწყობში.