იუსიფ ვეზირ ჩემენზემინლი

იუსიფ ვეზირ ჩემენზემინლი (:Yusif Vəzir Çəmənzəminli ) (დ. 12 სექტემბერი, 1887, შუშა3 იანვარი, 1943, სუხობეზვოდნოიეს გულაგი (თანამედრო ნიჟნი-ნოვგოროდის მახლობლად) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოხელე და მწერალი, რომანების, მოთხრობების, ესეებისა და დღიურების ავტორი. წყაროების თანახმად, ცნობილი რომან ალი და ნინო, რომელიც პირველად 1937 წელს ავსტრიაში გამოქვეყნდა, ყურბან საიდის ფსევდონიმით სწორედ იუზიფ ვეზირ ჩემენზემინლიმ გამოაქვეყნა.[1]

იუსიფ ვეზირ ჩემენზემინლი

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

ჩემენზემინლი დაიბადა 1887 წლის 12 სექტემბერს, ქალაქ შუშაში, რომელიც რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. იგი მირბაბა მირაბდულა ოღლუ ვაზიროვისა და სეიდ აზიზა სეიდ ჰუსეინ გიზის შვიდი შვილიდან მეორე ვაჟი იყო. მამამისი მუღამის მასწავლებელი და ლიტერატურათმცოდნე იყო, რომელიც სპარსულ და თურქულ ენებს ფლობდა და რეგიონის ირგვლივ ხშირად მგზავრობდა.[2]

1895 წელს დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემენზემინლიმ სწავლა განაგრძო შუშის საშუალო სკოლაში (Realschule). იმ პერიოდში (1905-1906) სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ომი დაიწყო და ოჯახი შუშადან გადასახლდა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამისი, უმცროსი ძმა და დები აშხაბადში, ახლო ნათესავებთან გადასახლდნენ. პირველი ნაშრომები ჩემენზემინლიმ აზერბაიჯანულენოვან პერიოდულ გამოცემებში Sada და Molla Nasreddin გამოაქვეყნა. 1907 წლის ზაფხულში იუსიფ ვეზიროვი აშხაბადში, დედის მოსანახულებლად ჩავიდა, სადაც ბერტა მაისეიევას, აშხაბადის გიმნაზიის მესამე კურსის სტუდენტს შეხვდა. როგორც ჩანს, რომანის ალი და ნინო მთავარი პერსონაჟი ქალის პროტოტიპი სწორედ მაისეიევა იყო.[3][4]

1909 წელს ჩემენზემინლი სანქტ-პეტერბურგი გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტში ჩასარიცხად, თუმცა გააცნობიერა, რომ მათემატიკაში ტესტს ვერ ჩააბარებდა, რადგანაც ამ სფეროში სუსტი იყო და სძულდა კიდეც, რის შემდეგ მან განცხადება უკან გამოიტანა. სანქტ-პეტერბურგში ყოფნისას მან დაწერა Jannatun gabzi (ბილიკი სამოთხისკენ).[5]

1910 წელს ჩემენზემინლი კიევში კიევის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი სარატოვში გადაიყვანეს. ჩემენზემინლიმ უნივერსიტეტი 1915 წელს დაამთავრა. ცოტა ხნის მანძილზე იგი სარატოვში იურიდიულ ოფისში მუშაობდა, შემდეგ კი გალიციაში იმოგზაურა.

1917 წლის ბოლოს ჩემენზემინლი კიევში დაბრუნდა და აზერბაიჯანული კულტურის ასოციაცია დააარსა. 1918 წელს დაინიშნა ახლად დაარსებული აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში, თუმცა იქ იმხელა პოლიტიკური ამბოხებები და არეულობა იყო, რომ მან ოფისის მოწყობა ვერ შეძლო. ჩემენზემინლი ყირიმში, სიმფეროპოლში გადავიდა, სადაც იურიდიულ მრჩევლად დაიწყო მუშაობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "The Business of Literature: Who Wrote Azerbaijan's Most Famous Novel 'Ali and Nino'? Azerbaijan International, Vol. 15:2-4. 366 pages, available in English [1] or in the Azerbaijani language [2]
  2. Biography: The Lives of Two Writers: Yusif Vazir Chamanzaminli and Lev Nussimbaum/Essad Bey, in Azerbaijan International, Vol. 15:2-4, p. 40.
  3. Letter to the Editor of "Molla Nasraddin" periodical, complaining about religious superstition, 1907, Issue No. 37
  4. See "Life Experiences: 101 Reasons, Yusif Vazir Chamanzaminli as Core Writer of Ali and Nino, Azerbaijan International, Vol. 15:2-4, pp. 262-283.
  5. Numerous references in Chamanzaminli's diaries allude to the fact that he hated math.