ჰასან ბეკ ზარდაბის სახელობის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰასან ბეკ ზარდაბის სახელობის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი — 1930 წელს დაარსებული ისტორიული მუზეუმი, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ინტელექტუალის, განმანათლებლის, პუბლიცისტის, პედაგოგის, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის, ეკოლოგიისა და დარვინიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, ჰასან ბეკ ზარდაბის სახელს ატარებს.

მუზეუმი ფუნქციონირებს აზერბაიჯანის გეოლოგიის და გეოფიზიკის ინსტიტუტის ეგიდით.

თავდაპირველად მუზეუმი ფუნქციონირებდა, როგორც მხარეთმცოდნეობის პედაგოგიური წრე 1920 წელს. თავად საბუნებისმეტყველო მუზეუმი დაარსდა 1930 წელს აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო მუზეუმის ბიოლოგიის განყოფილების ბაზაზე.

1945 წელს მუზეუმი შევიდა აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის შემადგენლობაში. 1944 წლიდან დაწესებულებას მიენიჭა ჰასან ბეკ ზარდაბის სახელი.

შემდგომში, რესპუბლიკაში არსებული მუზეუმების რეკონსტრუქციასა და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაარსებულ იქნა სამეცნიერო-სარესტავრაციო ცენტრი. აღნიშნული დაწესებულებები დღესაც ფუნქციონირებენ.

2014 წლის იანვარში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო ისტორიის ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ. დებულების თანახმად იგეგმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიასთან ეროვნული მუზეუმის შექმნა.[1]

  1. Tərtibçi:A.Abdullayeva. (2012) Azərbaycan maarifinin yorulmaz carçısı: Həsən bəy Zərdabi – 170 az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-06. ციტირების თარიღი: 2016-08-08.