მარი ჯანაშია
ქართველი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან მარინა ჯანაშია)
მარინა (მარი) ჯანაშია (დ. 28 დეკემბერი, 1949, თბილისი — გ. 27 მაისი, 2021) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1981).
მარი ჯანაშია | |
---|---|
დაბადების სახელი | მარინა ჯანაშია |
დაბადების თარიღი |
28 დეკემბერი, 1949 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 27 მაისი, 2021 (71 წლის) |
დაკრძალულია | მახათას პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1968–2021 |
მეუღლე(ები) | თეიმურაზ გოცაძე[1] |
ჯილდოები | საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი |
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).
გარდაიცვალა 2021 წლის 27 მაისს.[2] დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1971: „ნუცა“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ლიანა დევდარიანი – პროკურორის თანაშემწე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1976: „დილის ნისლივით“ რეჟ. გენო ხოჯავა
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი)“ (გიორგის დედა ახალგაზრდობაში) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1982: „კუკარაჩა“ (ანიკო) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
- 1982: „მარადისობის კანონი“ (მარიამი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (მარინა) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1989: „ცოდვის შვილები“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1989: „მარტოხელა მონადირე“ (მარიკა) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- 1991: „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)“ (ევრიდიკე) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 2001: „უჩინარი“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
- 2006: „მშვიდობით, ქალბატონო“ რეჟ. მიხეილ ქრისტესაშვილი
- 2013: „ჩემი საბნის ნაკეცი“ რეჟ. ზაზა რუსაძე
- 2013: „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- ჟან ანუი „ანტიგონე“ (პაჟი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- შალვა დადიანი „გუშინდელნი“ (მაცაცო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ნათან ბრძენი“ (რეჰა) რეჟ. ვ. ვაქსმუტი
- უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ (ჯულიეტა) რეჟ. გიორგი (გოგი) ქავთარაძე
- ფედერიკო გარსია ლორკა „ბერნარდა ალბას სახლი“ (მარტირიო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- მიხეილ ჯავახიშვილი „ქალის ტვირთი“ (ქეთო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ჟან-ბატისტ მოლიერი „ტარტიუფი“ (მარიანა ) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“ (ოთიანა) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- იაკობ ცურტაველი „შუშანიკის მარტვილობა“ (შუშანიკი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- ედუარდო დე ფილიპო „აჩრდილები“ (მარია)რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- გეორგ ბიუხნერი „ლეონსი და ლენა“ (დედოფალი) რეჟ. ნანა კვასხვაძე
- ირაკლი სამსონაძე „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ (მარინე) რეჟისორები გიორგი (გოგა) თავაძე, გიორგი (გია) ბარაბაძე
- თამარ ებრალიძე „გუშინწინ, გუშინ, დღეს… ხვალ?“ (მარიკო) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- ბ. სლეიდი „წელიწადში ერთხელ“ (დორისი) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- თამაზ ჭილაძე „ნახვის დღე“ (ქალბატონი ბაბული) რეჟისორები რობერტ სტურუა, გიორგი (გოგა) თავაძე
- ფელისიენ მარსო „კვერცხი“ (მადმუაზელ დუვანი) რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- რონალდ ჰარვუდი „მოხუცი ჯამბაზები“ (ნინა) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- ფრანსუაზ საგანი „გედის სიმღერა“ (ელიზაბეტი) რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
- ზურაბ ანტონოვი „მზის დაბნელება საქართველოში“ (ქაბატო) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- ფრიდრიხ შილერი „მარიამ სტიუარტი“ (მოხუცი ელისაბედი) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- ჰაინრიხ ფონ კლაისტი „პრინცი ჰომბურგი“ (მთავრის მეუღლე დოროთეა ) რეჟ. გოშა გორგოშიძე
- თამარ და აკაკი პაპავები, „უკანასკნელი დედოფალი“ (მეფე ერეკლე)რეჟ. გოჩა კაპანაძე
- მონაწილეა სპექტაკლებისა : „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“, „ასულნი“, „შობა ტიფლისში“
მარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- უილიამ შექსპირი „ოტელო“ (დეზდემონა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- მიხეილ ლერმონტოვი „თავადის ასული მერი“ (მერი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- კარლო გოცი „ლურჯი ურჩხული“ (დარდანე) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ჟან ანუი „ევრიდიკე“ (ევრიდიკე) რეჟ. გოგი თოდაძე
„ვერიკოს“ თეატრი
რედაქტირება- „კარმენ!“ (კარმენი)
სამეფო უბნის თეატრი
რედაქტირება- „კარმენ!“ (კარმენი)
- „სისხლიანი ქორწილი“ (დედა)
- „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“ (იდა)
თავისუფალი თეატრი
რედაქტირება- „ჯინსების თაობა“ (დედა)
- „ანა ფრანკის დღიური“ (ედიტ ფრანკი)
- „,რვა მოსიყვარულე ქალი“ (გაბი)
- „ნუცა“ (ნუცა)
- „დოკერი“ (ნინო)
- „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ლიანა დევდარიანი)
სატელევიზიო სპექტაკლები
რედაქტირება- „მე შენ მიყვარხარ“ (თეა)
- „თეთრი კურდღელი“ (სიდონია)
ჯილდოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მარი ჯანაშია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მარი ჯანაშია — ეროვნული ფილმოგრაფია
- მარი ჯანაშია კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მარი ჯანაშია დაარქივებული 2021-04-19 საიტზე Wayback Machine. — რუსთაველის თეატრი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კალანდაძე, ანა. მარინა ჯანაშიასა და თემო გოცაძის სახლი-სახელოსნო - ორი ხელოვანი ერთ ჭერქვეშ (28 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2023
- ↑ „მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა“. Primetime. 27 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „დაკრძალეს მარინა ჯანაშია“. რადიო თავისუფლება. 30 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)