ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თამარ ებრალიძე (დ. 7 თებერვალი, 1957, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი,მთარგმნელი,ფილოლოგი.

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1979-1991 წლებში იყო საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრის თანამშრომელი. 1991-1995 წლებში გაზეთის „თავისუფალი საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. 2002 წლიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და გამომცემლობა „ლიტერას“ თანამშრომელი. რედაქტორი გადაცემებისა: „რაც ვიცი და მიყვარს“, „აკა მორჩილაძის უცნობი საქართველო“, „ნადიმი ჯანრი კაშიასთან“. 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მთავარი რედაქტორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჩემი თბილისი : თბ., 2013 თბილისი, 2013 გვ. 55 ISBN: 9789941060946
  • საბრალო ჰაინრიჰი: პროექტისა და ტექსტის ავტ: თამარ ებრალიძე, დალი გერმანიშვილი, თბ., „საარი“, 2002 გვ. 41

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი თბ., 2006 გვ. 162

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_ებრალიძე“-დან