თავისუფალი საქართველო (ჟურნალი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფალი საქართველო.

„თავისუფალი საქართველო“ქართული ჟურნალი, გამოდიოდა ჟენევაში 1913-1914 წლებში, გამოიცა 1913 წელს № 1–2, ხოლო 1914 წელს ასევე 1-2 ნომერი (სულ 4 ნომერი). ჟურნალში დაბეჭდილია სტატიები: „დამოუკიდებელი საქართველო და ქართული დემოკრატია“, „ქართველი ერი და ეროვნული ერთობა“, „ქართველი ერის სულიერი შემოქმედება და ბრძოლა მისი წინსვლისათვის“, „ქართველი ერი და მოაზროვნე ქართველობა“ და სხვა. ყველა დაბეჭდილი სტატია ანონიმურია. ჟურნალის რედაქტორ–გამომცემლები იყვნენ პეტრე სურგულაძე, ლეო კერესელიძე და გიორგი კერესელიძე. მათ გარდა, მისი ძირითადი ავტორები იყვნენ მიხეილ წერეთელი, გიორგი მაჩაბელი, ნესტორ მაღალაშვილი და სხვანი. ჟურნალს გამოსცემდა „ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფი“.

ლიტერატურა

რედაქტირება