ფრანსუაზ საგანი (ფრანგ. Françoise Sagan; ნამდვილი სახელი: ფრანსუაზ კუარეზი; დ. 21 ივნისი, 1935 - გ. 24 სექტემბერი, 2004) - ფრანგი რომანისტი, ნოველისტი და დრამატურგი.

ფრანსუაზ საგანი
Françoise Sagan 1960.jpg
დაბ. თარიღი 21 ივნისი 1935(1935-06-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი Cajarc
გარდ. თარიღი 24 სექტემბერი 2004(2004-09-24)[9] [2] [3] [10] [5] [7] [8] (69 წლის)
გარდ. ადგილი Honfleur
დასაფლავებულია Q30044721?[11]
ფსევდონიმი Françoise Sagan
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი, რომანისტი, სცენარისტი, ბიოგრაფი და კინორეჟისორი
ენა ფრანგული ენა[2]
ეროვნება ფრანგები
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
ალმა-მატერი ატემერის სკოლა და პარიზის უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, ესე, თეატრი და პოეზია
Magnum opus Bonjour tristesse
ჯილდოები პრინც პიერის პრემია და Prix du Brigadier
მეუღლე Guy Schoeller
პარტნიორ(ებ)ი Q67214230?
შვილ(ებ)ი Denis Westhoff
საიტი francoisesagan.fr

ბიოგრაფიარედაქტირება

ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს, კაჟარკში, საფრანგეთში. ბავშვობაში კიკის ეძახდნენ. 18 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი გამოაქვეყნა: "სალამი სევდავ". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, 840,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ითარგმნა მრავალ ენაზე და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი კარგი სტილით არის დაწერილი, მაგრამ მის წარმატებაში მწერალის წლოვანებამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდე მხატვრულმა ღირსებამ. 1968 წელს საგანმა რომანი – „მფარველი ანგელოზი” დაწერა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: "ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ", "გიყვართ ბრამს?", "საოცარი ღრუბლები" და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.

1960 წელს საგანმა პიესების წერა დაიწყო, რომელთაგანაც გამოირჩევა "სასახლე შვედეთში". "გულწასული ცხენი" და სხვა.

ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. ჰყავდა ვაჟი - დენი. 22 წლისა „ასტონ მარტინით” ავარიაში მოყვა და რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა და ექიმებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ სიკვდილისგან იხსნენს.

ფრანსუაზ საგანი 2004 წლის 24 სექტემბერს ონფლერის საავადმყოფოში ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა.

საგანის რომანები ქართულადაც ითარგმნა.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Саган Франсуаза // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 2.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 1987. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 5.0 5.1 FemBio
  6. BD Gest'
  7. 7.0 7.1 Munzinger-Archiv — 1913.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118750712 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  11. https://www.landrucimetieres.fr/spip/spip.php?article196