კოსოვოს ბიომრავალფეროვნება
კოსოვოს ბიომრავალფეროვნება— ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკა ხასიათდება მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნებით, სხვადასხვა ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების სიუხვით, რომლებიც განისაზღვრება როგორც კლიმატით, ასევე გეოლოგიითა და ჰიდროლოგიით.[1] უპირატესად მთაგორიანი ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრში. დასავლეთით ესაზღვრება ჩერნოგორიას, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით-სერბეთს,სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩრდილოეთ მაკედონიას და სამხრეთ-დასავლეთით- ალბანეთს.
ქვეყნის უმეტესი ნაწილი გეოგრაფიულად განისაზღვრება დუკაჯინისა და კოსოვოს დაბლობებით. მას ესაზღვრება პროკლეტიეს მთათა მასივი დასავლეთით და შარ- პლანინა სამხრეთ – აღმოსავლეთით, რომლებიც მცენარეთა და ცხოველთა სახეობების თვალსაზრისით ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი რეგიონებია.[2][3]
ქვეყნის კლიმატი წარმოადგენს კონტინენტურ და ხმელთაშუა ზღვის კლიმატის კომბინაციას ოთხი განსხვავებული სეზონით. იგი ძირითადად განისაზღვრება გეოგრაფიული მდგომარეობით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მასზე ძლიერ გავლენას ახდენს ადრიატიკის, ეგეოსის, შავი და ხმელთაშუა ზღვები.
ტყეები ქვეყნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი ტერიტორიაა. ამჟამად დაცულია კოსოვოს რესპუბლიკის კონსტიტუციის გარკვეული დებულებებით. ტყეების უმეტესობა მნიშვნელოვანია. ისინი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ასობით მცენარეულ და ცხოველურ სახეობის თავშესაფარია.[4]
ფლორა
რედაქტირებაკოსოვოს ტყის ფლორა წარმოდგენილია 139 რიგით , რომელიც ეკუთვნის 63 ოჯახს, 35 გვარს და 20 სახეობას.[5] ამას ბალკანეთის ნახევარკუნძულისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კოსოვო რეგიონის ტერიტორიის მხოლოდ 2.3% -ია, მაგრამ მცენარეული საფარის მიხედვით ის ფლორის 25% -ს და მთელი ევროპული ფლორის დაახლოებით 18% -ს შეადგენს. ქვეყნის ხმელთაშუაზღვის ზონაში მდებარეობის გამო, ტყეები გვხვდება სუბ-ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონების ტიპური რამდენიმე მცენარე, მათ შორის ტერპენტინის ხე (Pistacia terebinthus), ველური ასპარაგუ (Asparagus acutifolius), მწველი კლემატისი (clematis flammula) და Convolvulus althaeoide.[6]
კოსოვოს ფლორა და ფაუნა საკმაოდ მდიდარია თეთრი დრინის ხეობის კლიმატის გავლენის გამო. შარ- პლანინას ტყეებში ბინადრობს საერთაშორისო მნიშვნელობის 86 ძარღვოვანი მცენარე, ხოლო 128 ენდემური სახეობა ბინადრობს პროკლეტიეს მასივში. [7][8]
გადაშენების პირას მყოფი სახეობები
რედაქტირებაქვეყნის ტყეებში არის ფლორის რამდენიმე სახეობა, რომლებიც კოსოვოს გარემოს დაცვის სააგენტოს მეთოდოლოგიის თანახმად, გადაშენების საფრთხის პირასაა. მათ შორისაა: გენსერას ტიტა (Tulipa gesneriana), პოეტური ნარცისი (Narcissus poeticus), ალბანური შროშანი (Lilium albanicum), მიხაკი ( Dianthus scardicus), ვულფენია (Wulfenia carinthiaca), მაკედონიური მუხა (Quercus trojana).[5]
ფაუნა
რედაქტირებაფლორასა და ფაუნაზე გავლენას ახდენს ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა და ბუნებრივი პირობები, რომლებიც შესაფერისია ცხოველთა ზოგიერთი სახეობისთვის[9]. მინდვრებსა და გორაკებზე ბინადრობენ გარეული ღორი, ირემი, კურდღელი, ყორანი, კაჭკაჭი, შოშია, მინდვრის ბეღურა, კოდალა და გვრიტი. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება მწყერი, ხოხობი, ციყვი, წერო, აგრეთვე არწივის სახეობები, საპროფაგი, ქორი. იშვიათ ცხოველებში შედის მურა დათვი, მგელი, შველი, ფოცხვერი, გარეული და ხის როჭო და სხვ. დათვები ძირითადად გვხვდება შარას მთებში, ისევე როგორც პროკლეტიეს მასივში. ტყეები ძალიან მრავალფეროვანია ამ მთაგრეხილებში, როგორიცაა შარ-პლანინა, პროკლეტიე, კოპაონიკი და მოკრა გორა. კოსოვოში 11 ნაკრძალია, სადაც ცხოველთა შემდეგი სახეობებია[10][11]:[12]
- მურა დათვი — Ursus arctos
- ჩვეულებრივი ფოცხვერი — Lynx lynx
- არჩვი — Rupicapra rupicapra
- მთის არწივი — Aquila chrysaetos
- სოღო — Tetrao urogallus
- თეთრი წერო — Ciconia ciconia
- ცხვირრქიანი გველგესლა — Vipera ammodytes
- სახლის თაგვი — Mus musculus
- ძილგუდა — Glis gils
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Kosovo Biodiversity Assessment" დაარქივებული 2018-09-21 საიტზე Wayback Machine. (PDF). ammk-rks.net. 2003. pp. 1–66.
- ↑ "Qenan Maxhuni: Biodiversiteti i Kosoves" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (PDF) (in Albanian). AKMM/IKMN. p. 2. Retrieved 23 February 2013.
- ↑ "Annual Report State of the Environment in Kosovo"[მკვდარი ბმული](PDF). ammk-rks.net. 2017. pp. 23–26.
- ↑ "Ligji Nr. 2003/3, Ligji per pyjet e Kosoves" (PDF) (ალბანურ ენაზე). Assembly of Kosovo. Archived from the original (PDF) on 3 March 2016. Retrieved 24 February2013.
- ↑ 5.0 5.1 "Qenan Maxhuni: Biodiversiteti i Kosoves" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (PDF) (ალბანურ ენაზე). AKMM/IKMN. p. 2. Retrieved 23 February 2013.
- ↑ Kraja, Rexhep Ismajli, Mehmet. Kosova : vështrim monografik. Pristina: Akademia e Shkencave dhe e Arteve e Kosovës. ISBN 9789951413961.
- ↑ Kraja, Rexhep Ismajli, Mehmet. Kosova : vështrim monografik. Prishtinë: Akademia e Shkencave dhe e Arteve e Kosovës. ISBN 9789951413961.
- ↑ "Qenan Maxhuni: Biodiversiteti i Kosoves" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (PDF) (ალბანურ ენაზე). AKMM/IKMN. p. 9. Retrieved 23 February 2013.
- ↑ "BIODIVERSITETI I KOSOVËS" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (PDF) (ალბანურ ენაზე).
- ↑ "Qenan Maxhuni et al. Gjendja e natyres, Raport 2008-2009". 2010: 5.
- ↑ "Qenan Maxhuni et al. Gjendja e natyres, Raport 2008-2009". 2010: 70.
- ↑ "Plani hapesinor, Parku nacional "Mali Sharr"" (PDF)(ალბანურ ენაზე. Archived from the original (PDF) on 4 March 2016. Retrieved 23 February 2013.