ძილგუდა (ლათ. Glis glis) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 15–20 სმ. მასა 150–180 გ აღწევს. ზურგის მხარე ბოლისფერ-ნაცრისფერი ან ყავისფერ-ნაცრისფერია და ვერცხლისებრი ელფერი დაკრავს, მუცელი მოთეთრო-მოყვითალოა. აქვს მომრგვალო, უფუნჯებო ყურები. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში. მეხეური ცხოველია. ბინადრობს ფუღუროებში, ზამთრობით ეძლევა ძილქუშს. საქართველოში გვხვდება ძილგუდას 2 ქვესახეობა: ჩვეულებრივი ძილგუდა (Glis glis glis) და კავკასიური ძილგუდა (Glis glis tschetschenicus).

ძილგუდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  ძილგუდასებრნი
გვარი:  ძილგუდა
სახეობა:  ძილგუდა
ლათინური სახელი
Glis glis (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 39316

ლიტერატურა

რედაქტირება