ძილგუდასებრნი
ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა
ძილგუდასებრნი (ლათ. Gliridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა (ზოგჯერ მათ ცალკე ქვერიგადაც გამოყოფენ). მათი სხეულის სიგრძეა 9–20 სმ. ზურგის მხარეს ცვილისფერ-მურა ან ნაცრისფერია. გავრცელებულნი არიან ევროპისა და აზიის ტყეებსა და ველებში, აფრიკის ტყეებსა და სავანებში, იაპონიაში.
ძილგუდასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სავანის ძილგუდა (Graphiurus murinus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Gliridae (Muirhead, 1819) | ||||||||||||
|
უმრავლესობა მეხეური ცხოველია, ბინადრობს ფუღუროებში და ბუდეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. ძილგუდასებრნი აქტიური არიან ღამით, იკვებებიან მცენარეეთა ნაყოფით და თესლით. ზამთრობით ეძლევიან ძილქუშს. ოჯახში გაერთიანებულია 9 გვარი.[1] საქართველოში გვხვდება 2 გვარის 2 სახეობა (ძილგუდა და ღნავი). ძილგუდასებრნი ზოგან ზიანს აყენებენ ბაღის კულტურებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 274.