პროკლეტიე
პროკლეტიე, ჩრდილოეთ ალბანეთის ალპები (ალბ. Bjeshkët e Nemuna, ჩერნოგ. Проклетије, სერბ. Проклетије) — ქედი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, დინარის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში. განფენილია მონტენეგროს, ალბანეთისა და სერბეთის ტერიტორიებზე. სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 100 კმ. სიმაღლე 2694 მ-მდე (მთა ეზერცა). აგებულია კირქვებით, დოლომიტებითა და ფიქლებით. არის რელიეფის კარსტული ფორმები. ქედი ძლიერაა დანაწევრებული მდინარე დრინის შენაკადებით. შემოსილა მუხის, წიფლის, ფიჭვისა და ნაძვის ტყეებით. 1700-1800 მ-ზე ზევით არის მთის მდელოები და თოვლნარი. 2009 წელს, პროკლეტიეზე 1980-2440 მ სიმაღლეზე მიაკვლიეს 4 მყინვარს, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ექსპოზიციის ღრმა კარებში არიან განლაგებული.
პროკლეტიე | |
---|---|
კოორდინატები: 42°26′30″ ჩ. გ. 19°48′45″ ა. გ. / 42.44167° ჩ. გ. 19.81250° ა. გ. | |
ქვეყანა | მონტენეგრო ალბანეთი სერბეთი |
უმაღლესი წერტილი | ეზერცა |
სიმაღლე | 2694 მ |
სიგრძე | 100 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროკლეტიე — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- პროკლეტიე (ინგლისური)