საპროფაგია

ორგანიზმების კვება სხვა ორგანიზმების ლპობადი ნაწილებით
(გადამისამართდა გვერდიდან საპროფაგები)

საპროფაგია (ბერძ. σαπρός — „დამპალი“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა კვება სხვა ცხოველთა ლეშით, ლპობადი ნარჩენებითა და გამონაყოფით (ექსკრემენტებით).[1] ასეთებია აფთარი, სვავი, ყორანი, ლეშიჭამია და ტყავიჭამია ხოჭოები, ხორცისა და ლეშის ბუზების მატლები, წყლის ცხოველებიდან ზოგი კიბოსნაირი (განსაკუთრებით ფსკერის გვერდულები, მდინარის კიბოები).[2] მეორე გაგებით, საპროფაგებს მიეკუთვნება ყველა ის ორგანიზმი (ცხოველი, მცენარე, სოკო და სხვ.), რომელიც ლპობადი ბიომასით იკვებება.[3] საპროფაგებს ნაწილობრივ მტაცებელი და ყველაფრისმჭამელი ცხოველებიც განეკუთვნება.[2] ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესში მონაწილეობით საპროფაგები ნივთიერებათა და ენერგიის ბიოლოგიური წრებრუნვის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენენ. წყლის საპროფაგები მონაწილეობენ წყლის ბიოლოგიურ გასუფთავებაში, ნიადაგში მობინადრენი — ნიადაგთწარმოქმნაში, ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას.[1] ლპობადი ნარჩენების მოსპობით საპროფაგები სანიტრის როლს ასრულებენ.[2]

ბუზი
მეორე გაგებით, სოკოები, რომლებიც მკვდარ ორგანიზმებზე ვითარდებიან, აგრეთვე საპროფაგებს განეკუთვნებიან

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Сапрофаги // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 406.
  2. 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 96.
  3. Getz, Wayne M. (February 2011). „Biomass transformation webs provide a unified approach to consumer-resource modelling“. Ecology Letters. 14 (2): 113–124. doi:10.1111/j.1461-0248.2010.01566.x. PMC 3032891. PMID 21199247.